პარტნიორის კონტენტი
ბავშვის დაბადების სიხარულს სტრესი და ნერვიულობაც თან სდევს. პატარებს განსაკუთრებული ზრუნვა და მოვლა სჭირდებათ, რაც მშობლებისთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. როგორც ირკვევა, შვილის ავადობა და მძიმე დიაგნოზი მშობლების ფსიქიკურ მდგომარეობაზე პირდაპირ აისახება – საყურადღებოდ იმატებს სტრესით გამოწვეული ფსიქო-ემოციური ტრავმები. ამ ყოველივეს ასევე ემატება ძილის ქრონიკული დეფიციტიც, რაც ახალგაზრდა მშობლებისთვის განსაკუთრებულად მტკივნეული რამ გახლავთ. აღნიშნული განსაკუთრებით დედათა ჯანმრთელობაზე აისახება. ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ძილის დეფიციტი მწვავედ პატარას დაბადების პირველ წლებში იჩენს თავს, მაგრამ რეალურად მისი ხანგრძლივობა 6 წლამდეც კი აღწევს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ბავშვთა ასაკის ავადმყოფობები და ამაზე მშობლების საპასუხო ემოციური რეაქცია გახლავთ.
თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები მშობლობის თანმდევ სირთულეებს სულ უფრო ამარტივებს. მით უფრო ახლა, გლობალური პანდემის პირობებში, როდესაც კლინიკაში ექიმთან ვიზიტზე მისვლა დამატებით სტრესორული ფაქტორს წარმოადგენს. ასეთ დროს ბავშვის ჯანმრთელობაზე ვირტუალური ზრუნვა მშობლებისთვის განსაკუთრებით მოსახერხებელია.
პედიატრიული კონსულტაციები ვიზიტის ისეთ ფორმას განეკუთვნება, რომელსაც ვერ გადადებ და ვერც უგულებელჰყოფ. ბევრი მშობელი საკუთარ სამედიცინო ჩივილებს არაფრად აგდებს, რისი მიზეზებიც ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც ადამიანთა ბუნება. თუმცა, ყველა მშობელს ერთი რამ აერთიანებს: საკუთარი შვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვისას ისინი უკან არაფერზე იხევენ. ასეთ დროს ტელემედიცინა ექიმსა და მშობელს შორის განსაკუთრებული მედიატორის როლს თამაშობს – ფიზიკური დისტანცია სრულებით ქრება და ჯეროვანი სამედიცინო დახმარების მიღება ყველა პატარას შეუძლია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებო ფაქტორია, რადგანაც პატარას პედიატრთან მიყვანა მნიშვნელოვან არასამედიცინო ფინანსურ ხარჯებთან (ტრანსპორტირება, სამსახურში უქმე დღის აღება და ა.შ.) ასოცირდება. როგორც შესაბამისი კვლევები ცხადყოფს, ტელემედიცინა ამ ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი მაშინ არის, როცა პატარა ქრონიკული ავადმყოფით ავადობს. ასეთ დროს ექიმთან განმეორებითი ვიზიტები თუ ჩატარებული კვლევების პასუხების განხილვა სრულად დისტანციურ რეჟიმში შეიძლება.
როდესაც საქმე ბავშვის ჯანრთელობას ეხება, მშობლებისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების სტაბილური ხარისხი უმნიშვნელოვანესია. ასეთ მოცემულობაში პატარას მკურნალი ექიმის შეცვლა ყოველთვის ფრთხილად გადასადგმელი ნაბიჯია, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ დაიკარგოს – ის, რაც ერთმა პედიატრმა თავისი პაციენტის შესახებ უკვე დიდი ხანია იცის, შეიძლება ახალი ექიმისთვის სრულიად უცხო იყოს. ასეთ დროს მშობლები განსაკუთრებით ფრთხილობენ, აგროვებენ შესაბამის გამოკვლევებს, სამედიცინო დასკვნებსა და დანიშნული მკურნალობის კურსებს, რათა მათ მზრუნველ თვალს რაიმე არ გამორჩეს. დოკუმენტაციის ფიზიკური ფორმით შენახვა მისი დაკარგვის ან დაზიანების ალბათობას მნიშვნელოვნად ზრდის. ერთიან ელექტრონულ პლატფორმაზე ყველა ამ ინფორმაციის შენახვა მშობლებისთვის განსაკუთრებით მოსახერხელია.

ამ ყოველივეში ЕKIMO დაგეხმარება. აპლიკაციაში ბავშვისთვის ცალკე ანგარიშის შექმნაა შესაძლებელი.
ეს ფუნქციონალი ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვას გაცილებით უფრო მარტივს ხდის, რადგანაც ექიმთან ვიზიტის თანმდევი რეგისტრატურისა თუ კონსულტაციის ღირებულების გადასახდელი ცოცხალი რიგები საერთოდ ქრება. ონლაინ კონსულტაცია მნიშვნელოვნად ზოგავს როგორც მშობლის ძვირფას დროს, ასევე ექიმთან ვიზიტის თანმდევ არასამედიცინო ფინანსურ ხარჯებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შესაბამისი დანიშნულება აპლიკაციაშივე ელექტრონული ფორმის სახით ინახება და მასზე წვდომა მშობელს ნებისმიერ დროს აქვს. აგვარად, პატარას ჯანმრთელობის ელექტრონული ისტორია არსად დაიკარგება.
თუკი აქამდე ტელემედიცინის აქტიური განვითარება არც ისე სწრაფი ტემპებით მიდიოდა, COVID-19-მა ყველაფერი შეცვალა. ტელემედიცინა პაციენტის ჯანრთელობაზე ზრუნვის საქმეში სულ უფრო მეტ ადგილს იკავებს და ეს ტენდენცია უნივერსალურია როგორც დასავლეთის, ასევე აღმოსავლეთის ქვეყნებისთვისაც. საყურადღებოა, რომ პედიატრიული მიმართულება განსაკუთრებით პრიორიტეტული გახდა. ამ უკანასკნელს არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ სასწავლო ფუნქციაც აქვს შეთავსებული – კვალიფიციური ექიმები მშობლებს პატარას ჯანრთელობაზე სწორად ზრუნვას დისტანციურად ასწავლიან.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ბავშვის განვითარების მუდმივი თანმდევია. თუმცა, სწორად დაგეგმილი ნაბიჯებით, საკუთარ პატარაზე ზრუნვა მარტივდება. მთავარია იცოდე, რომ შენი შვილის ჯანმრთელობა შენსავე ხელშია.