წარმოსახვითი მეგობრის ყოლა წარმოსახვითი თამაშის ტიპური, გავრცელებული და აბსოლუტურად ჯანსაღი ფორმაა, რაც 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საკმაოდ დამახასიათებელია. ყველაზე ხშირად გამოგონილი მეგობარი 2-დან 4 წლამდე ასაკში ჩნდება და ადრეულ სასკოლო ასაკში, დაახლოებით 9 წლის ასაკისთვის ქრება.
გაეცანით ჩვენს ინტერვიუს ფსიქოლოგ ზანდა ჩეჩელაშვილთან წარმოსახვითი მეგობრის ფენომენზე
უმეტეს შემთხვევაში, წარმოსახვითი მეგობრების ყოლაში არაფერია სანერვიულო. თუკი შენიშნავთ რაიმე ნიშნებს, რომ თქვენი შვილი არ ვითარდება ასაკის შესაბამისად, სცადეთ საზღვრების დაწესება. თავდაპირველად, თქვენ მხარი უნდა დაუჭიროთ ბავშვს, თუკი თავის უხილავ მეგობართან ურთიერთობას ამყარებს. ის იგრძნობს, რომ პატივს სცემთ და გიყვართ, როდესაც დაუსვამთ კითხვას, თუ რას აკეთებს მისი წარმოსახვითი მეგობარი და აჰყვებით მათ ამბებს.
როდის იქცევა წარმოსახვითი მეგობრები პრობლემად? თუკი ამჩნევთ, რომ თქვენი ბავშვი თავის წარმოსახვით მეგობარს აბრალებს თავის ქმედებებს, როგორიცაა მაგ. საჭმლის გადაგდება ან დედმამიშვილისთვის დარტყმა, შეგიძლიათ დააწესოთ საზღვრები. მაგალითად, თუ თქვენს შვილს სურს მისი მეგობარი საოჯახო სადილს შემოუერთდეს, ნორმალურია მისთვის თეფშის დადება. ნორმალური არ არის სადილის დასრულების შემდეგ საკვების გადაგდება, იმიტომ რომ თქვენს შვილს არ სურს ვინმე სხვამ შეჭამოს ის.
ქვემოთ ჩამოთვლილია გამაფრთხილებელი ნიშნები, როცა წარმოსახვითი მეგობარი შეიძლება უარყოფით გავლენას ახდენდეს თქვენი ბავშვის განვითარებაზე:
- გადაჭარბებული შფოთვა სხვა ბავშვებთან ერთად ყოფნისას;
- წარმოსახვითი მეგობრისათვის ტრავმული გამოცდილებების ისევ და ისევ დეტალურად მოყოლა;
- მუდმივი მტკივნეული ან მიუღებელი ქცევა, რაშიც ის თავის წარმოსახვით მეგობარს ან მის გავლენას ადანაშაულებს;
- წარმოსახვითი მეგობრის შიში;
- აუხსნელი ცვლილება ბავშვის კვებისა და ძილის ჩვევებში;
- წარმოსახვითი მეგობრის ყოლა 12 წლის შემდეგ;
თუკი თქვენს ბავშვს ამჩნევთ ამ ან სხვა მსგავს ნიშნებს, დაუკავშირდით მის ექიმს. თქვენი ბავშვის ჩვევები და ქცევა შეიცვლება ზრდასთან ერთად, მაგრამ შეიძლება საქმე გვქონდეს ფსიქოლოგიურ პრობლემებთან ან სხვა მიზეზებთან.
წყარო: www.webmd.com