Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ბრაზი ნორმალური, ჯანსაღი ემოციაა, როცა მისაღები გზით არის გამოხატული. მაგრამ ზოგიერთი ბავშვი ხშირად (და ძალიან) არის გაბრაზებული და ეს ხელს უშლის სხვა ადამიანებთან ურთიერთობასა და ცხოვრებით ტკბობაში.

რა დგას ბავშვების ბრაზის უკან?

არსებობს მრავალი ფაქტორი, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ბავშვის გაბრაზებას ან ბრაზის გამოხატვას არასათანადო გზებით. მაგალითად, მშობლების განქორწინება, საყვარელი ადამიანის სიკვდილი, ტრავმა ან ბულინგი.  

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ასევე შეიძლება უკავშირდებოდეს ბრაზის ეპიზოდებს. მაგალითად, დეპრესია, შფოთვა, ოპოზიციურ-დევიანტური ქცევითი აშლილობა, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი ართულებს ქცევის მართვას.

თუმცა, ბავშვის ბრაზის უკან ყოველთვის რაიმე სახის პრობლემა არ დგას. უბრალოდ, ზოგიერთ პატარას უფრო უჭირს იმედგაცრუებასთან შეგუება, ვიდრე დანარჩენებს.

როდის ჩავრიოთ სპეციალისტი?

მიუხედავად იმისა, რომ ბრაზის ეპიზოდები ახლად ფეხადგმულ და სკოლამდელ ასაკში იშვიათი არაა, კარგი იქნება, თუ დააკვირდებით ქვემოთ ჩამოთვლილ ნიშნებს:

სირთულეები ურთიერთობებში

როდესაც ბავშვს ბრაზის ეპიზოდები ხელს უშლის მეგობრობის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაში, დროა იზრუნოთ ამ სირთულის მოგვარებაზე.

სირთულეები ოჯახში

საკუთარ სახლში კვერცხის ნაჭუჭზე სიარული არ უნდა გიწევდეთ. თუ თქვენი ყოველდღიური საქმიანობა შეფერხებულია თქვენი შვილის გაბრაზებული ქცევის გამო, ეს არ იქნება ჯანსაღი ოჯახის სხვა წევრებისთვისაც.

თუ თქვენ გამოტოვებთ სახალისო აქტივობებს ან დანარჩენ შვილებს ვერ უთმობთ ყურადღებას, დროა იფიქროთ სპეციალისტთან ვიზიტზე.

აგრესია

ეს ბავშვებისთვის უკანასკნელი საშუალება უნდა იყოს, თუმცა ბავშვები, რომლებსაც უჭირთ ბრაზის მართვა, ხშირად თავდაცვისთვის, კონფლიქტის მოსაგვარებლად თუ დახმარების სათხოვნელ პირველ გზად აგრესიას მიმართავენ. ზოგჯერ ახალი უნარების სწავლება მათ ეხმარება გაიგონ, რომ აგრესიული აუცილებელი არ არის.

ასაკისთვის შეუფერებელი ქცევა

მიუხედავად იმისა, რომ ნორმალურია 2 წლის ბავშვებისთვის იატაკზე გაწოლა და ფეხების ბაკუნი, როცა ის ძალიან გაბრაზებული, ეს არ არის შესაფერისი 8 წლის ბავშვისთვის.  ბრაზის შეტევების  სიხშირე და ინტენსივობა უნდა შემცირდეს თქვენი შვილის ზრდასთან ერთად. თუ თქვენი ბავშვის ტანტრუმები უარესდება, ეს გამაფრთხილებელი ნიშანია იმისა, რომ მას უჭირს ემოციების მართვა.

ხშირი იმედგაცრუება

თუ 7 წლის ბავშვი აგდებს კონსტრუქტორის ნაწილებს, როდესაც არ გამოსდის ინსტრუქციის მიხედვით აშენება, ან 9 წლის ბავშვი ხევს ფურცლებს ყოველ ჯერზე, როცა საშინაო დავალებაში შეცდომას უშვებს, მას შეიძლება დასჭირდეს დახმარება იმედგაცრუებისადმი შეგუების დასწავლაში.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს ამ დროს?

თუ თქვენ ცდილობთ დაეხმაროთ ბავშვს თავი უკეთ იგრძნოს, მიმართეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტს, რომელიც დაგეხმარებათ ასწავლოთ თქვენს შვილს ბრაზის მართვის სტრატეგიები. მას ასევე შეუძლია იპოვოს პრობლემა ან მდგომარეობა, რომელიც ხელს უშლის ბავშვს  ემოციების რეგულირებაში.

წყარო: www.verywellfamily.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5