Skip to content Skip to sidebar Skip to footer

მას შემდეგ, რაც 90-იანი წლებიდან ექიმები მშობლებს ურჩევენ ჩვილების ზურგზე დაძინებას, ორი მნიშვნელოვანი რამ მოხდა:

შემცირდა ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომით ბავშვების გარდაცვალება, რადგან ჩვილ ბავშვთა ზურგზე დაძინება მნიშვნელოვნად ამცირებს SIDS– ის რისკს.

გაიზარდა ბრტყელი თავის სინდრომის შემთხვევები. სამედიცინო თვალსაზრისით, მას უწოდებენ პოზიციურ ბრაქიცეფალიას და მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ არის საშიში, ის ზოგჯერ მკურნალობას საჭიროებს. აი, რა უნდა იცოდეთ, თუ ეჭვი გაქვთ, რომ თქვენს ბავშვს ბრტყელი თავი აქვს.

ამერიკის პედიატრიის აკადემიის მიხედვით, ბრტყელი თავის სინდრომი ნიშნავს, რომ თავი არ არის სიმეტრიული, ჩვეულებრივ, ეს მდგომარეობა არ არის შემაშფოთებელი და ხშირად დროებითია. ამ დროს, მთავარია, დარწმუნდეთ, რომ თქვენი ბავშვის თავი ბრტყელია პოზიციის გამო და არა უფრო რთული სამედიცინო მდგომარეობის, მაგალითად რეალური დეფორმაციის ან თავის ტვინის პრობლემების გამო.

ნიშნები და სიმპტომები

თავის უკანა მხარე გაბრტყელებული ჩანს;

თავის ერთი მხარე გაბრტყელებული ჩანს;

ნაადრევად დაბადებულ ჩვილებს უფრო ხშირად უბრტყელდებათ თავი.

დიაგნოზი და მკურნალობა

ბრტყელი თავის სინდრომის დროს, მნიშვნელოვანია პედიატრმა შეამოწმოს, რამდენად მიჰყვება ბავშვი განვითარების ეტაპებს ნევროლოგიურად და ფიზიკურად. თუ ყველაფერი რიგზეა, შესაძლებელია პოზიციის შეცვლით ამ პრობლემის გამოსწორება. თუ მდგომარეობა მსუბუქია, მაშინ მუცელზე თამაშის დროის გაზრდა დაგეხმარებათ. სხვა შემთხვევებში, ექიმმა შეიძლება დანიშნოს ჩაფხუტი, რომელსაც ბავშვი უნდა ატარებდეს დღისით და ღამით, რათა დაეხმაროს თავის ქალას სწორად განვითარებას.

როგორ ავარიდოთ ბავშვს ბრტყელი თავის სინდრომი?

საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, ბრტყელი თავის სინდრომის თავიდან ასაცილებლად, არის პროფილაქტიკური ზომების მიღება დაბადებიდანვე.

ხშირად შეუცვალეთ ბავშვს თავის პოზიცია. ნუ მისცემთ მას ძალიან ბევრი დროის გატარების საშუალებას ერთ ადგილზე. არ დააძინოთ ისეთ ადგილებში, რომლებიც მისი საწოლი არ არის, მაგალითად, მანქანის სავარძელი (შეგახსენებთ, რომ ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის თავიდან ასარიდებლად, ბავშვს უნდა ეძინოს ზურგზე).

ათამაშეთ ბავშვი მუცელზე, როცა ღვიძავს. დღეში მინიმუმ ოცი წუთის განმავლობაში მღვიძარე პატარა დააწვინეთ მუცელზე იატაკზე გაშლილ ხალიჩაზე. რაც უფრო მეტ დროს გაატარებს ასე თამაშში, მით უკეთესია მისი განვითარებისთვის. მით უმეტეს, თუ შფოთავთ, რომ თქვენს ბავშვს შეიძლება თავი გაუბრტყელდეს.

ჩასვით ბავშვი სლინგში ან კენგურუში. ეს ამცირებს პატარას თავზე ზეწოლას და იმავდროულად ეხმარება მას კისრის კუნთების გაძლიერებაში.

წყარო: www.verywellfamily.com

გაეცანით ჩვენს სტატიებს მუცელზე თამაშის აუცილებლობაზე:

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5