Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ორსულობა ცვლის თქვენი სხეულის ყველა ასპექტს, ზოგჯერ არასასიამოვნოდ, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მხედველობაც შეიძლება დაზარალდეს.

მხედველობა შეიძლება გაუარესდეს ორსულობის ბოლოსკენ, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ეს პრობლემა მშობიარობის შემდეგ გაქრება.

რა იწვევს ორსულობის დროს ბუნდოვან ხედვას?

ცრემლის წარმოების შემცირება. ორსულობის ჰორმონები ამცირებს ცრემლის გამომუშავებას (ირონიულია, რომ ისინი ნამდვილად არ ამცირებენ ტირილის სურვილს), რამაც შეიძლება გამოიწვიოს თვალების სიმშრალე, გაღიზიანება და დისკომფორტი.

თვალის წნევა. ჰორმონები ასევე იწვევს თვალებში სითხის შეკავებას, ისევე როგორც ფეხებისა და ტერფების შესივების დროს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები თქვენს თვალში ორსულობის დროს, მაგალითად რქოვანას გასქელება, რაც თქვენს თვალებს უფრო მგრძნობიარეს გახდის  და კონტაქტური ლინზების ატანა უფრო რთული იქნება.

პერიფერიული მხედველობის გაუარესება. ამის ზუსტი მიზეზი არავინ იცის, თუმცა ვარაუდობენ, რომ ესეც ორსულობის ჰორმონების დამსახურებაა.

როგორ გავუმკლავდეთ მხედველობის პრობლემებს ორსულობის დროს?

გამოიყენეთ ორსულისთვის უსაფრთხო თვალის წვეთები. თუ თვალები განსაკუთრებით მშრალია, დამატენიანებელი წვეთები, რომლებიც ასევე ცნობილია როგორც “ხელოვნური ცრემლები”.

დაასვენეთ თვალები. ნუ დაძაბავთ თვალებს. იკითხეთ განათებულ ოთახში, ხშირად დაასვენეთ თვალები და ნუ ეცდებით ავტომობილის მართვას, თუ გრძნობთ, რომ კარგად ვერ ხედავთ. თუ კონტაქტური ლინზები გაწუხებთ, ატარეთ სათვალე მშობიარობამდე.

ოფთალმოლოგები გვირჩევენ, თავი ავარიდოთ მხედველობის ლაზერულ კორექციას (როგორიცაა LASIK) ჩასახვამდე ექვსი თვით ადრე, ორსულობის დროს და მშობიარობიდან ექვსი თვის განმავლობაში (ან ძუძუთი კვების შემდეგ ექვსი თვის განმავლობაში). მიუხედავად იმისა, რომ ეს არ დააზარალებს თქვენს პატარას, შეიძლება გამოიწვიოს ზედმეტად კორექტირება, რამაც შეიძლება მოითხოვოს კიდევ ერთი ოპერაცია.

თუ ხშირად გიწევთ კომპიუტერთან ჯდომა, გაითვალისწინეთ 20-20-20 წესი. ყოველ 20 წუთში 20 წამით შეისვენეთ ეკრანისგან და გაიხედეთ 20 ფუტით (6 მეტრით) შორს.

როდის მივმართოთ ექიმს?

თუ ორსულობის დროს ბუნდოვანი ხედვა ძალიან გაწუხებთ, მიმართეთ ექიმს. ზოგჯერ თვალის ვარჯიშები ან მხედველობის თერაპია შეიძლება სასარგებლო იყოს თქვენი ტვინისა და თვალების შეთანხმებულად მუშაობისთვის.

ორსულობის დროს ბუნდოვანი ხედვა, როგორც წესი, სავსებით ნორმალურია. თუმცა ზოგჯერ შეიძლება მიუთითებდეს უფრო სერიოზულ პრობლემებზე, მათ შორის გესტაციურ დიაბეტზე და პრეეკლამფსიაზე.

მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის აცნობოთ თქვენს ექიმს ორსულობის დროს მოულოდნელად დაბინდული ხედვის ან მხედველობის სხვა ცვლილებების შესახებ, რათა გამოირიცხოს პოტენციური გართულებები. თვალი ადევნეთ გესტაციური დიაბეტისა და პრეეკლამფსიის სხვა სიმპტომებს, მათ შორის:

  • ხელებისა და სახის ძლიერი შეშუპება;
  • ძლიერი თავის ტკივილი, რომელსაც არ აყუჩებს პარაცეტამოლი;
  • უეცარი წონის მომატება, რომელიც არ არის დაკავშირებული კვებასთან;
  • გადამეტებული წყურვილი;
  • ხშირი შარდვა დიდი რაოდენობით;

ამ სიმპტომების მართვა შესაძლებელია,  განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მათ ადრეულ ეტაპზე აღმოაჩენთ და ექიმი მკურნალობას დანიშნავს.

ბუნდოვანი ხედვა ასევე შეიძლება იყოს კონიუნქტივის გართულება. დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ  გაქვთ  ვარდისფერი თვალის სიმპტომები, მათ შორის სიწითლე, ქავილი ან ჩირქოვანი გამონადენი ერთ ან ორივე თვალში.

ასევე, დაუყოვნებლივ დაურეკეთ თქვენს ექიმს, თუ შეამჩნევთ მხედველობის დაქვეითებას, ან თვალებში მოციმციმე შუქს, ვარსკვლავებს ან ლაქებს, რომლებიც არ ქრება, ან ორ საათზე მეტხანს გრძელდება.

წყარო: www.whattoexpect.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5