ცელიაკია შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ დროს ხორბლის ან სხვა გლუტენის შემცველი პროდუქტის ბავშვის მენიუში ჩართვის შემდეგ, როგორც წესი, 6-9 თვის ასაკიდან. უცნობია, რატომ ხდება ასე, თუმცა ზოგიერთ ბავშვს მალევე უვლინდება სიმპტომები, ზოგი კი ავადდება წლების განმავლობაში კონტაქტის შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ტესტირება პირველივე ნიშნების დროს ან თუ ცელიაკიის ისტორია არსებობს ოჯახში. თუ ადამიანს ეს დაავადება აქვს, ათიდან ერთ შემთხვევაში ის მის პირველი რიგის ნათესავსაც (მშობელი, შვილი, და-ძმა) აღმოაჩნდება.
ბევრ ბავშვს სიმპტომები გლუტენის მიღებიდან რამდენიმე წუთში ან საათში ეწყება და შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში. თუმცა, ზოგჯერ რამდენიმე დღე ან ორი კვირაც კი გრძელდება. ზოგიერთს აქვს ისეთი მსუბუქი სიმპტომები, როგორიცაა ჭარბი გაზები, მუცლის ტკივილი ან შეკრულობა. უფრო მძიმე სიმპტომების (ზრდაში ჩამორჩენა, ღებინება, წონაში კლება) შემთხვევაში დიაგნოზამდე შეიძლება ადრე მივიდეთ.
საბედნიეროდ, ბავშვებისა და მოზარდების უმრავლესობა, უგლუტენო დიეტის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ საგრძნობლად უკეთ გრძნობს თავს და აღწევს ნორმალურ სიმაღლეს, წონას და ძვლების ჯანმრთელობას.
ცელიაკია სხვადასხვა გზით მოქმედებს ბავშვებზე, მათი ასაკიდან გამომდინარე.
ჩვილები და ახლად ფეხადგმული ბავშვები
ჩვილებსა და 3 წლამდე ასაკის პატარებს უფრო აშკარა სიმპტომები აქვთ, რომლებიც ჩვეულებრივ ვლინდება კუჭ-ნაწლავის პრობლემებით.
- ღებინება;
- შებერილობა;
- გაღიზიანებადობა;
- წონაში ჩამორჩენა;
- გამობერილი მუცელი;
- ფაღარათი;
- არასაკმარისი კვება.
სასკოლო ასაკის ბავშვები
ღებინება სასკოლო ასაკის ბავშვებში უფრო იშვიათია, ვიდრე სკოლამდელებში.
- მუცლის ტკივილი;
- გამობერილი მუცელი;
- ფაღარათი;
- შეკრულობა;
- წონის მატებასთან დაკავშირებული პრობლემები.
უფროსი სასკოლო ასაკის ბავშვები და მოზარდები
ამ ასაკის ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ სიმპტომები ან ნიშნები, რომლებიც აშკარად არ არის დაკავშირებული ნაწლავის ტრაქტთან, “ექსტრანაწლავური” ან “ატიპიური” სიმპტომები.
- ზრდაში შეფერხება;
- წონის დაკლება;
- დაგვიანებული პუბერტატი (სქესობრივი მომწიფება);
- ძველის ან სახსრების ტკივილი;
- ქრონიკული დაღლილობა;
- განმეორებადი თავის ტკივილი ან შაკიკი;
- გამონაყარი კანზე, ქავილის შეგრძნება;
- წყლულები პირის ღრუში.
ცელიაკიის მქონე მოზარდებს ასევე შეიძლება ჰქონდეთ შფოთვა და დეპრესია ან პანიკის შეტევები.
ცელიაკია ბავშვებში უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით
შესაძლებელია ბავშვს არ ჰქონდეს ცელიაკიის სიმპტომები, მაგრამ რეკომენდებულია მათი გამოკვლევა შემდეგი შემთხვევების დროს:
- ოჯახის წევრი ცელიაკიით;
- ტიპი 1 დიაბეტი;
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადება;
- IgA დეფიციტი;
- იუვენალური რევმატოიდული ართრიტი;
- დაუნის სინდრომი;
- ვილიამსის სინდრომი;
- ტერნერის სინდრომი;
- რკინადეფიციტური ანემია;
- ღვიძლის ფერმენტების AST და ALT მაღალი დონე;
- ოსტეოპენია (თხელი ძვლები);
- კბილის მინანქრის დეფექტები.
მძიმე ცელიაკია ბავშვებში
ბავშვობაში ცელიაკიის მძიმე შემთხვევები ახლა ძალიან იშვიათია. მათი სიმპტომები მოიცავს:
- ქრონიკული დაღლილობა;
- ძალიან დაბალი არტერიული წნევა;
- ჭარბი წყლის დაკარგვა ფაღარათის გამო, რაც იწვევს ელექტროლიტურ დისბალანსს;
- ნაწლავების გაუვალობა.
წყარო: celiac.org