კვლევებმა აჩვენა, რომ თუ მშობიარობის შემდეგ ჭიპლარს ერთი წუთის დაგვიანებით გადაჭრიან, ეს საშუალებას მისცემს სისხლს პლაცენტიდან ბავშვამდე მიაღწიოს, რაც ამცირებს შემდგომში ანემიის და რკინის დეფიციტის განვითარების რისკს ჩვილებში.
გართულებების გარეშე დაბადებული ბავშვებისთვის ამერიკის მეან-გინეკოლოგთა კოლეჯი გვირჩევს ჭიპლარის გადაჭრის გადავადებას დაბადებიდან მინიმუმ 30-60 წამით, ხოლო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს 1-3 წუთს.
მაშინაც კი, თუ ახალშობილი დაიბადება საკეისრო კვეთით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს ჭიპლარის გვიან გადაჭრას.
ჭიპლარის გადაჭრის დაგვიანება განსაკუთრებით სასარგებლოა ნაადრევად დაბადებული ახალშობილებისთვის. კვლევებმა აჩვენა, რომ ის ამცირებს ანემიის რისკს და სისხლის გადასხმის საჭიროებას, ასევე – ნეკროზული ენტეროკოლიტის (სიცოცხლისთვის საშიში ნაწლავის დაზიანება) და ტვინში სისხლჩაქცევის რისკს.
ნაადრევად დაბადებულ ახალშობილებს უფრო აქვთ სიყვითლისკენ მიდრეკილება, რასაც შეიძლება ხელი შეუწყოს ჭიპლარის გვიანმა გადაჭრამ. თუმცა ამ შემთხვევაში სარგებელი რისკს აღემატება, რადგან ფიტოთერაპია ხელმისაწვდომია სამშობიარო დაწესებულებებში.
ჭიპლარის დაუყოვნებლივ გადაჭრა აუცილებელია, თუ მშობიარობის შემდეგ ქალს ძლიერი სისხლდენა აქვს, თუ ბავშვი არ სუნთქავს, ან თუ სხვა პრობლემის გამო საჭიროა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ამიტომ, ამ გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია დედისა და ახალშობილის მდგომარეობის გათვალისწინება.
წყარო: www.babycenter.com