Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმასდედამ იცისესაუბრება მეანგინეკოლოგი ნიკო ქორიძე.

გვესაუბრეთ საჭიროა თუ არა ჩუტყვავილას პრევენციისთვის ვაქცინაციის ჩატარება ორსულობამდე და რამდენად საშიშია ჩუტყვავილა ორსულობის დროს?

იმ ქალებთან, რომლებიც გეგმავენ ორსულობას და მათ სისხლის შრატში გამოკვლეული ჩუტყვავილას IgG ანტისხეულები აღმოჩნდება უარყოფითი, უნდა განვიხილოთ ვაქცინაცია, ხოლო ორსულ პაციენტებთან უნდა მოხდეს ანამნეზის შეკრება წარსულში გადატანილ ინფექციასთან დაკავშირებით. ის ორსული პაციენტები, რომელთაც არ აქვთ გადატანილი ჩუტყვავილა ან თუ მათი სისხლის შრატის ანტისხეულები უარყოფითია, მაქსიმალურად უნდა მოერიდონ  ინფიცირებულთან კონტაქტს, ხოლო საეჭვო კონტაქტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ მეან-გინეკოლოგს. 

რამდენად საშიშია ჩუტყვავილას ინფექცია ორსულობის დროს

ამ შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს დედისმხრივი და ნაყოფისმხრივი გართულებები, ასევე ვხვდებით ნეონატალურ ინფექციასაც. ორსულებში ჩუტყვავილას დროს უფრო მაღალია პნევმონიის, ჰეპატიტის და ენცეფალიტის განვითარების რისკი. ნაყოფისმხრივ არსებობს ფეტალური ვარიცელას განვითარების რისკი (Fetal Varicella Syndrome – FVS) ანუ ნაყოფის ჩუტყვავილას სინდრომი. მას ახასიათებს ნაყოფის კანზე ნაწიბური, თვალის დეფექტები, კიდურების ჰიპოპლაზია და ნევროლოგიური გართულებები. ამ სინდრომის განვითარების შანსი დაბალია, განსაკუთრებით, თუ ორსული დაინფიცირდა ორსულობის 28 კვირამდე. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ჩუტყვავილას ვირუსთან კონტაქტში მყოფმა ორსულებმა დროულად უნდა მიმართონ ექიმს, რადგან კონტაქტის მიუხედავად გარკვეულ შემთხვევებში არსებობს პრევენციის საშუალება და უკვე განვითარებული ინფექციის დროს კი უნდა შეფასდეს დედისა და ნაყოფის მდგომარეობა და შეირჩეს სწორი მკურნალობა.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5