დაბადებიდან პირველი ორი თვის განმავლობაშიც კი, თქვენს პატარას შეუძლია იცნოს სახეები და ხმები, განსაკუთრებით ის, ვისაც ყოველდღე ხედავს. ახალშობილი დედის ხმას ცნობს, ხოლო ძუძუთი კვებაზე მყოფი ჩვილები დედის სუნს – დაბადებიდან ერთი კვირის შემდეგ. ეს მეხსიერების პირველი მაჩვენებელია, თუმცა ის ძალიან განსხვავდება კონკრეტული ეპიზოდების დეტალების დამახსოვრებისგან.
თქვენი ბავშვის ამომცნობი მეხსიერება – იმ ადამიანების და საგნების იდენტიფიკაციის შესაძლებლობა, რომელიც მან ადრე ნახა, მკვეთრად გაიზრდება მის პირველ დაბადების დღემდე. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ 3 თვის ჩვილებს შეუძლიათ ახსოვდეთ ახალი ნახატები ან სათამაშოები, რომლებიც მათ აჩვენეს 1-6 დღით ადრე.
9 თვის ასაკში თქვენს ბავშვს შეეძლება დაიმახსოვროს უფრო კონკრეტული ინფორმაცია, მაგალითად, თუ სად ინახება მისი სათამაშოები სახლში. მას ასევე შეეძლება მიბაძოს მის მიერ 1 კვირის წინ ნანახ მოქმედებებს. ეს უნარები მიუთითებს იმაზე, რომ ამ ასაკში ჩვილებს აქვთ გახსენების უნარი – კონკრეტული გამოცდილების ზოგიერთი დეტალების მოკლე დროში დამახსოვრების შესაძლებლობა – თუმცა მათ მაინც არ ახსოვთ თავიანთი გამოცდილების უმეტესი ნაწილი.
კონკრეტული მოვლენების ხანგრძლივი მეხსიერება ვითარდება 14 – დან 18 თვის ასაკში.
წყარო: www.babycenter.com