Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ორსულებს შეუძლიათ  ნაყოფისთვის  COVID-19-ის ანტისხეულების გადაცემა საშვილოსნოში. ბოლოდროინდელ კვლევაში, რომელიც გამოქვეყნდა მეანობისა და გინეკოლოგიის ამერიკულ ჟურნალში, მკვლევრებმა შეისწავლეს ორსულები, რომლებსაც ჰქონდათ  COVID-19-ის ანტისხეულები. ისინი დააკვირდნენ მშობიარობებს  2020 წლის 22 მარტიდან 31 მაისამდე ნიუ-იორკში, პანდემიის ეპიცენტრში. შემთხვევათა 78%-ში ახალშობილებს ჰქონდათ პასიური იმუნიტეტი ანტისხეულების ტიპის, იმუნოგლობულინ G–ის ხარჯზე.

ორსულობის პერიოდში დედის ანტისხეულების გადაცემა არის ძალიან ეფექტური გზა ახალშობილების ინფექციებისგან დასაცავად დაბადებიდან პირველი 6 თვის განმავლობაში, როდესაც მათი იმუნური სისტემა ჯერ კიდევ ყალიბდება.“ – ამბობს დოქტორი ელი ჰობეიკა.

პირველი ტრიმესტრის ბოლოს ანტისხეულებმა შეიძლება დაიწყოს ნაყოფზე გადასვლა პლაცენტის საშუალებით. 28-დან 32 კვირამდე,  დედის ანტისხეულების დაახლოებით   ნახევარი გადადის ნაყოფზე, 36 კვირიდან სრულად გადაეცემა, 40 კვირიდან კი შეიძლება გადააჭარბოს კიდეც. ანტისხეულები შეიძლება გადავიდეს ბავშვზე ძუძუთი კვების დროსაც, – ამბობს ჰობეიკა.

ორსულს შეუძლია ანტისხეულები გადასცეს თავის ნაყოფს, იმისდა მიუხედავად, ანტისხეულები წარმოიქმნა ინფექციით თუ COVID-19-ის ვაქცინით. ამასთან, ვაქცინით მიღებული ანტისხეულების დონე უფრო მაღალია, ვიდრე ინფექციის გადატანით. (არ არსებობს  მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ COVID-19-ის ვაქცინა უფრო მეტ საფრთხეს უქმნის ორსულებს ან ხელს უშლის ნაყოფიერებას).

კვლევების მიხედვით, სიმპტომურ პაციენტებს ანტისხეულების დონე უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე ასიმპტომურებს. თავის მხრივ, ანტისხეულების მაღალი დონის მქონე ორსულები უფრო ხშირად გადასცემენ მათ საშვილოსნოში მყოფ ნაყოფს.

წყარო: www.verywellfamily.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5