Skip to content Skip to sidebar Skip to footer

სოციალური დისტანციის გაიდლაინმა შეამცირა COVID-19-ის გავრცელება, თუმცა ამავდროულად კარანტინმა და იზოლაციამ შექმნა ან გაამწვავა ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის სხვა პრობლემები. ამის შესახებ ახალი კვლევა  20 თებერვალს გამოქვეყნდა ჟურნალ „Social Science & Medicine“-ში. მეიოს კლინიკის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ პანდემიის დროს მნიშვნელოვად გაიზარდა მარტოობის  და შემცირდა მეგობრობის განცდა.

მკვლევრების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური დაშორება მნიშვნელოვანია პანდემიის დროს, ურთიერთობებზე უარის თქმამ შეიძლება ძალიან დიდი ზიანი მიაყენოს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას და ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის შეგრძნებას. სამსახურებისა და სკოლების დახურვის, სოციალური შეკრებებისა და ღონისძიებების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება  ეფექტურია დაავადების გავრცელების შენელებისთვის, თუმცა იწვევს სოციალურ, ფსიქიკურ, ფინანსურ პრობლემებს და ხელი უწყობს ნივთიერებებზე დამოკიდებულებას.

გააზრებული ძალისხმევა გვჭირდება, რათა  დავამყაროთ ღირებული სოციალური ურთიერთობები სხვებთან. სოციალური გამოფიტვისა და სტრესის დროს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რომ დავეხმაროთ ერთმანეთს, არამედ ასევე ის, რომ ვიყოთ “ადგილზე”, – ამბობს კვლევის ხელმძღვანელი ჯონ ებერტი.

პანდემიის დროს ცვლილებების გასაზომად, მკვლევრებმა შეადარეს 1996 პაციენტის 2018 წლის თებერვალში შევსებული გამოკითხვის შედეგები კარანტინის დროს სახლში დარჩენილი ადამიანების პასუხებს  2020 წლის მაისში.

პასუხების მიხედვით,  პანდემიის დროს ქალები უფრო მარტოდ გრძნობდნენ თავს, ვიდრე მამაკაცები. მკვლევრების ვარაუდით, ამის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი შეიძლება იყოს ის, რომ ქალთა დასაქმებაზე მნიშვნელოვნად უარყოფითად იმოქმედა COVID-19-ის პანდემიამ. სამუშაო ადგილი კი  ხშირად არის სოციალური ურთიერთობებისა და მხარდაჭერის ადგილი.

ყველაზე დიდი ცვლილება იყო მეგობრობის შემცირება, რასაც მოჰყვა მარტოობის ზრდა.

ფიზიკური დაშორება მოითხოვს, რომ ჩვენ უფრო ვეცადოთ სხვებთან ურთიერთობას, დაკავშირებას და ერთად (ვირტუალური) დროის გატარებას. ასე რომ, მოიწყვეთ ონლაინ შეხვედრები, აიღეთ ტელეფონი და დაურეკეთ ოჯახის წევრს ან მეგობარს, – ამბობს დოქტორი ფილპოტი.

წყარო: newsnetwork.mayoclinic.org

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5