Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი ნინო სხირტლაძე.

ვესაუბრეთ იმ ნიშნებზე, რომელიც შესაძლოა ბავშვის დაბალ თვითშეფასებაზე მიუთითებდეს.

  • ლაპარაკობს ძალიან ჩუმად;
  • ლაპარაკისას არ უყურებს მოსაუბრეს თვალებში; 
  • სისტემატურად სჭირდება შექება ან დასტური, რომ რაიმეს სწორად/კარგად აკეთებს, 
  • ხშირად იფარავს თვალებს/სახეს ან დაბლა ხრის თავს,
  • არ იღებს კომპლიმენტს ან შექებას,
  • უნდა, რომ აკონტროლოს სხვები და მათით მანიპულირებდეს; 
  • ხშირად ამბობს, რომ რაიმეს გაკეთება არ შეუძლია;
  • არ გააჩნია ასაკთან შესაფერისი თამაშის უნარი;
  • ხშირად ეცვლება ხასიათი;
  • ეჭვიანია სხვების მიმართ; 
  • არ ჰყავს მეგობრები;
  • ადვილად უცრუვდება იმედი და თავს ანებებს წამოწყებულ საქმიანობას; 
  • უჭირს ცვლილებებთან შეგუება, რაიმე ახლოს დაწყება; 
  • ხშირად ტყუის;
  • ემოციური თვალსაზრისით არაადეკვატურად რეაგირებს სიტუაციაზე;
  • არ არის დამოუკიდებელი;
  • იშვიათად იღიმის ან იცინის; 
  • საკუთარ თავზე უარყოფითად ლაპარაკობს; 
  • ადვილად შეიძლება შეეშინდეს, გაუფუჭდეს ხასიათი, აუცრუვდეს გული;
  • ზედმეტად იმპულსურია. ვერ აკონტროლებს თავს;
  • ძნელად ან ვერ ამყარებს კონტაქტს თანატოლებთან და უფროსებთან; 
  • უნდა რომ იყოს უფრო დიდი, უფრო პატარა, უფრო მაღალი, უფრო დაბალი ანუ განსხვავებული, ვიდრე არის სინამდვილეში.

რა შეიძლება უშლიდეს ხელს ბავშვებში საკუთარი თავის სწორი შეფასების ჩამოყალიბებას?

  • ბავშვისათვის არჩევანის არმიცემა;
  • ბავშვის დამოუკიდებლობის (ნორმის ფარგლებში) შეზღუდვა;
  • ბავშვის შერცხვენა;
  • ბავშვის შემკობა ისეთი ეპითეტებით, როგორიცაა: ზარმაცი, ნელი, უსიცოცხლო, ცელქი და სხვ.;
  • არასაკმარისი დროის დათმობა ბავშვთან სასაუბროდ;
  • არასაკმარისი ზრუნვა ბავშვზე;
  • ბავშვის არმოსმენა;
  • ისეთი აქტივობების და მოთხოვნების წარდგენა ბავშვისადმი, რომლებიც არ შეესაბამება მისი განვითარების დონეს;
  • ბავშვის არასამართლიანი დასჯა;
  • ბავშვის იგნორირება და უდიერად მოპყრობა;
  • ბავშვის წარმატებისა და პროგრესის იგნორირება.

რა სჭირდებათ ბავშვებს იმისათვის, რომ ჰქონდეთ საკუთარი თავის რწმენა და როგორ განვუმტკიცოთ დადებითი თვითშეფასება?

  • შეუქმენით სიმშვიდე და დაცულობა;
  • საკუთარი კომპეტენტურობის შეგრძნება;
  • საკუთარი თავის კონტროლი და და პასუხისმგებლობის შეგრძნება;
  • საკუთარი ინდივიდუალურობის შეგრძნება;
  • დაეხმარეთ ბავშვებს საკუთარი გრძნობების გაცნობიერებასა და გამოხატვაში;
  • ყურადღებით მოუსმინეთ მათ;
  • უთხარით, რით გამოირჩევიან და რატომ არიან განსაკუთრებულები.
კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5