Skip to content Skip to sidebar Skip to footer

მცირეწლოვან ბავშვებს აქვთ ძალიან მაღალი თვითშეფასება,  რომელიც შეიძლება დაქვეითდეს მოზარდობის წინა პერიოდში. ამას, როგორც წესი, რამდენიმე მიზეზი აქვს:

შედარება სხვებთან

6-11 წლის ასაკში ბავშვები იწყებენ საკუთარი თავის შედარებას თანატოლებთან.  ეს ხდება, როგორც შემეცნებითი, ისე სოციალური მიზეზების გამო.

ფსიქოლოგი ერიკ ერიკსონი მიიჩნევდა, რომ თვითშედარება ამ ასაკის ბავშვების უდიდესი გამოწვევაა. მისი აზრით, მათი მთავარი კონფლიქტია კომპეტენტურობის განცდა  არასრულფასოვნების განცდის წინააღმდეგ.

თავის არაკომპეტენტურად გრძნობა

თუ ბავშვი გააცნობიერებს, რომ მისი ძალისხმევა არც ისე კარგია, როგორც მისი თანატოლებისა, შეიძლება დაუქვეითდეს თვითშეფასება. თუმცა, ეს ვრცელდება მხოლოდ იმ სფეროზე, რომელიც მას მნიშვნელოვნად მიაჩნია. მაგალითად, თუ არ აფასებს მუსიკას, შესაძლოა არ მოახდინოს გავლენა მასზე იმან, რომ მისი მეგობარი უკეთ უკრავს.

მაღალი მოთხოვნები ახლობლებისგან

ადრეული და შუა ბავშვობის პერიოდში, მშობლები და მასწავლებლები ცდილობენ შეაქონ მათი ნებისმიერი ძალისხმევა, მოზარდობის მოახლოებისთანავე კი უფრო მეტს ელიან ბავშვებისგან; ძალისხმევას ჯერ კიდევ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ შესრულებას – კიდევ უფრო მეტი. შედეგად, ამ ასაკის ბავშვები არა მხოლოდ საკუთარ თავს ადარებენ თანატოლებს, არამედ ისინი ისმენენ, როგორ ადარებენ მათ სხვებს.

სხვისი იმედგაცრუების აღქმა

თუკი ბავშვს სჯერა, რომ მშობელი ან საყვარელი მასწავლებელია იმედგაცრუებულია მის გამო, შეიძლება ამან უარყოფითად იმოქმედოს მის თვითშეფასებაზე. აშკარაა, რომ მშობლებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ ბავშვებში ჯანსაღი თვითშეფასების შენარჩუნებაში. და აი როგორ:

მოუსმინეთ და ყურადღება მიაქციეთ

ჩვენ უკვე ვიცით, რომ ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც ჩვენს შვილებს შეგვიძლია გავუკეთოთ, არის დრო და მთელი ყურადღება. ეს ფაქტი განსაკუთრებით მართებულია თვითშეფასების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. თუნდაც ათი წუთით რომ გაესაუბროთ ყურადღების გადატანის გარეშე, ეს მეტია ვიდრე, 3 საათი “ერთად” ყოფნა, მაგრამ მისი არ მოსმენა.

იყო კარგი მსმენელი – ნიშნავს არ შესთავაზო განსჯა, კრიტიკა ან თუნდაც რჩევა. უბრალოდ მოისმინეთ, რას ამბობს თქვენი შვილი და გაიმეორეთ მისი კომენტარები, რათა მიახვედროთ,  რომ აქტიურად უსმენთ. მაგალითად, თუ ის საუბრობს მის მასწავლებელზე და მეგობრებზე, რომლებიც მხოლოდ საკუთარ პრობლემებზე ფიქრობენ, შეიძლება თქვათ: “შენ თავს ისე გრძნობ, თითქოს არავინ ფიქრობს შენზე სკოლაში”. თავიდან შეიძლება ეს უცნაურად  ჩანდეს, მაგრამ რეგულარული, ამრეკლი მოსმენის სესიები ბავშვს დაეხმარება მიიღოს საკუთარი განცდები.

მიეცით მას მარცხის უფლება

წარუმატებლობის წინაშე მდგრადობამ შეიძლება შეამციროს შფოთვისა და დეპრესიის რისკი.  ბავშვებმა შეიძლება ისწავლონ, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ მას და არა თავი აარიდონ.

ადამიანები იძენენ კომპეტენტურობის გრძნობას ახალი გამოწვევების გათვალისწინებით და მათში წარმატების მიღწევით. თუ წარუმატებლობას უარყოთად შეხვდებით, თქვენს შვილს დაუკარგავთ ახალი რამეების ცდის სურვილს.

მიეცით მაგალითი

ამ ასაკის ბავშვები სწავლობენ ჯანსაღ თვითშეფასებას მათთვის ძვირფას უფროსებზე დაკვირვებით. ამიტომ, გაითვალისწინეთ, რამდენად ხშირად აკეთებთ დამამცირებელ კომენტარებს საკუთარ თავზე, როგორიცაა “მე მსუქანი ვარ” ან „ვერასდროს მივაღწევ რამეს“. რამდენადაც შეიძლება უთხრათ თქვენს შვილს, რომ ის მშვენიერია და ყველაფერი შეუძლია, ის უფრო მეტს ისწავლის თქვენი საქციელით, ვიდრე თქვენი სიტყვებით. ამიტომ, საკუთარი თვითშეფასების ასამაღლებლად მუშაობამ შეიძლება პირდაპირი სარგებელი მოუტანოს თქვენს შვილს. ეს  ხანგრძლივი პროცესია. ამასობაში, შეგიძლიათ იმუშაოთ თქვენი უარყოფითი კომენტარების დაკავებასა და შემცირებაზე. ასე არა მხოლოდ თქვენ იგრძნობთ თავს კარგად, არამედ თქვენი შვილიც.

წყარო: www.verywellfamily.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5