Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ბრიტანეთის მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს სახლში დარჩენისკენ და განუმარტავს კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიღებული შეზღუდვების საჭიროებას:

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება კორონავირუსთან ბრძოლისთვის გავაკეთოთ არის სახლში დარჩენა. ამით ჩვენ გადავარჩენთ სიცოცხლეებს.

ადამიანებთან ყოველდღიური კონტაქტების შემცირებით ჩვენ ასევე ვამცირებთ ინფექციის გავრცელების რისკს. სწორედ ამიტომ ბრიტანეთის მთავრობამ შემოიღო შეზღუდვა:

  1. ხალხს მოუწოდა სახლში დარჩენისკენ, განსაკუთრებული საჭიროებების გარდა.
  2. დახურა არაპირველადი საჭიროების მაღაზიები და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები.
  3. აკრძალა 2 კაცზე მეტი ადამიანის საჯარო თავშეყრა.

(საქართველოს მთავრობას იგივე შეზღუდვები აქვს დაწესებული, მხოლოდ 2 კაცის ნაცვლად 10 კაცის თავშეყრა იკრძალება)

ყოველი მოქალაქე ვალდებულია მიჰყვეს ამ წესებს.

1. სახლში დარჩენა

თქვენ შეგიძლიათ სახლიდან გახვიდეთ  4 მიზეზით:

  • აუცილებელი საგნების, მაგალითად პროდუქტების და წამლების საყიდლად. თან რაც შეიძლება იშვიათად.
  • დღეში ერთხელ სავარჯიშოდ – სარბენად, ფეხით ან ველოსიპედით სასეირნოდ მარტო ან ოჯახის წევრებთან ერთად.
  • ნებისმიერი სამედიცინო საჭიროებისათვის ან ვინმეს მოსავლელად.
  • სამსახურში და სამსახურიდან მგზავრობისათვის, მხოლოდ მაშინ, თუ ამის კეთება სახლიდან აბსოლუტურად შეუძლებელია.

ამ მიზეზებით თქვენ შეგიძლიათ გარეთ გახვიდეთ, მაგრამ ეცადეთ, რომ მალევე დაბრუნდეთ შინ და დაიცავით 2 მეტრის დისტანცია ადამიანებთან.

2. ბიზნესებისა და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილების დახურვა

სოციალური კონტაქტების შესამცირებლად მთავრობამ დახურა ბიზნესები და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, მაგალითად:

  • ლუდხანები, კინოები და თეატრები.
  • საცალო ვაჭრობის არაპირველადი საჭიროების მაღაზიები, მათ შორის ტექნიკის და ტანსაცმლის, ასევე სილამაზის სალონები.
  • ბიბლიოთეკები, საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ცენტრები.
  • სავარჯიშო და სპორტული დარბაზები, ბავშვთა გასართობი ცენტრები.
  • სარიტუალო ადგილები, გარდა დაკრძალვებისა, რომელსაც მხოლოდ ოჯახის წევრები ესწრებიან.
  • სასტუმროები, ჰოსტელები, კემპინგები და სხვ. ეს არ ეხება მუდმივ მაცხოვრებლებს, მნიშვნელოვან თანამშრომლებს და მათ ვინც გადაუდებელი აუცილებლობის გამო ცხოვრობს იქ (მაგ. უსახლკაროები).

3. საზოგადოებრივი თავშეყრის აკრძალვა

იმისთვის, რომ ადამიანები დარჩნენ სახლში და ჰქონდეთ ნაკლები ურთიერთობა ერთმანეთთან, მთავრობა კრძალავს 2-ზე მეტი ადამიანის თავშეყრას საზოგადოებრივი თავშეყრის  ადგილებში.

ამ წესის მხოლოდ 2 გამონაკლისი არსებობს:

  • ერთი ოჯახის წარმომადგენლების შემთხვევაში. მაგალითად, მშობელს შეუძლია შვილები წაიყვანოს მაღაზიაში აუცილებლობის შემთხვევაში.
  • როცა სამუშაო მიზნებისთვის აუცილებელია შეხვედრა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მომუშავეები უნდა შეეცადონ დისტანციურად იმუშავონ.

მთავრობა კრძალავს სოციალურ ღონისძიებებსაც, მაგალითად ქორწილებს, ნათლობებს და ა.შ. გამონაკლისია დაკრძალვა მხოლოდ ოჯახის წევრების თანდასწრებით.

 4. სამსახურში წასვლა

როგორც აღნიშნულია სახლში დარჩენის შესახებ სექციაში, ხალხს შეუძლია სამსახურამდე და სამსახურიდან მგზავრობა, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ საქმის კეთება სახლიდან შეუძლებელია.

დამსაქმებლებმა და დასაქმებულებმა უნდა განიხილონ თავიანთი შრომითი ხელშეკრულებები და დამსაქმებლებმა უნდა გადადგან ყველა შესაძლო ნაბიჯი, რათა ხელი შეუწყონ დასაქმებულებს სახლიდან მუშაობაში, მათ შორის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფითა და აღჭურვილობით უზრუნველყოფა.

ზოგჯერ ეს შეუძლებელი იქნება, რადგან ყველას არ შეუძლია სახლიდან მუშაობა. ზოგიერთ სამუშაოს სჭირდება თანამშრომლების სამუშაო ადგილას მისვლა – მაგ. თუ ისინი დანადგარებს მართავენ, მშენებლობაზე მუშაობენ და სხვ.

თუ თქვენ არ შეგიძლიათ სახლიდან მუშაობა, შეგიძლიათ წახვიდეთ სამსახურში, თუ ხართ ჯანმრთელი და თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრი არ იმყოფებით თითიზოლაციაში.

დამსაქმებლებმა, ვისი თანამშრომლებიც სამსახურში დადიან, უნდა უზრუნველყონ რეკომენდაციების დაცვა, მათ შორის, სადაც შესაძლებელია, 2-მეტრიანი დისტანციის შენარჩუნება და ხელების ხშირი დაბანა საპნითა და წყლით სულ მცირე 20 წამის განმავლობაში (ან ხელის სადეზინფექციო სითხის გამოყენება, თუკი საპნითა და წყლით დაბანა შეუძლებელია).

თუკი სამუშაო სახლში ხორციელდება, მაგ. შეკეთება და მომსახურება, ამ შემთხვევაშიც საჭიროა სამუშაოს განმახორციელებელი იყოს ჯანმრთელი და არ ჰქონდეს სიმპტომები, ასევე აუცილებელია გაიდლაინების დაცვა – 2-მეტრიანი დისტანცია ოჯახის წევრებისაგან მათი უსაფრთხოებისათვის.

5. ამ ახალი ზომების განხორციელება

ამ ზომებმა უნდა შეამცირონ ჩვენი ყოველდღიური კონტაქტი სხვა ადამიანებთან. ისინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი ძალისხმევისა კორონავირუსის გავრცელების შესაზღუდად.

ყველა მოქალაქეს მოეთხოვება ამ ახალი ზომების დაცვა.

მიუხედავად ამისა, ხელისუფლება უზრუნველყოფს, რომ პოლიციამ ან სხვა შესაბამისმა ორგანოებმა გამოიყენონ ძალა დაუმორჩილებელ მოქალაქეთა წინააღმდეგ (ჯარიმები, თავყრილობების დაშლა).

წყარო: https://www.gov.uk/government/publications/full-guidance-on-staying-at-home-and-away-from-others

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5