ძილის პრობლემები
დეპრესია მოქმედებს როგორც სხეულზე, ასევე გონებაზე. ჩაძინების გაძნელება ან უძილობა გავრცელებულია იმ ადამიანებში, რომლებსაც აწუხებს დეპრესია. ზოგიერთ შემთხვევაში კი, პირიქით ძილს ვერ აღწევენ თავს.
ტკივილი მკერდის არეში
ეს შეიძლება იყოს გულის, ფილტვების ან კუჭის პრობლემების ნიშანი, ამიტომ მიმართეთ ექიმს, რომ გამორიცხოთ ეს მიზეზები. ზოგჯერ კი ეს დეპრესიის სიმპტომია.
დეპრესიამ შეიძლება ასევე გაზარდოს გულის დაავადებების რისკი. გარდა ამისა, ადამიანები, რომლებსაც გულის შეტევა აქვთ გადატანილი, უფრო მეტად არიან დეპრესიისკენ მიდრეკილი.
დაღლილობა
თუ იმდენად დაღლილად გრძნობთ თავს, რომ ენერგია არ გაქვთ ყოველდღიური საქმეების შესრულებისთვის, მაშინაც კი, როდესაც გამოძინებული და დასვენებული ხართ, ეს შეიძლება დეპრესიის ნიშანი იყოს.
კუნთებისა და სახსრების ტკივილი
მუდმივი ტკივილით ცხოვრებამ შეიძლება დეპრესიის რისკი გაზარდოს.
ამასთანავე, დეპრესიამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილიც. დეპრესიაში მყოფი ადამიანები სამჯერ უფრო მეტად არიან რეგულარული ტკივილისკენ მიდრეკილნი.
საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები
ჩვენი ტვინი და საჭმლის მომნელებელი სისტემა მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან, რის გამოც ბევრ ჩვენგანს აღენიშნება მუცლის ტკივილი ან გულისრევა, როდესაც სტრესი ან შფოთვა გვაქვს.
დეპრესიამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, მონელების პრობლემები, დიარეა ან ყაბზობა.
თავის ტკივილი
კვლევამ აჩვენა, რომ დეპრესიის მქონე ადამიანები სამჯერ მეტად არიან შაკიკისკენ მიდრეკილნი, ხოლო შაკიკის მქონე ადამიანებს ხუთჯერ მეტად აქვთ დეპრესია.
მადის ან წონის ცვლილებები
ზოგი ადამიანი დეპრესიაში ყოფნის დროს ნაკლებად გრძნობს შიმშილს, ზოგიერთი კი ვერ წყვეტს ჭამას. შედეგი შეიძლება იყოს წონის მომატება ან დაკლება, ენერგიის ნაკლებობასთან ერთად.
დეპრესია უკავშირდება კვების ისეთ დარღვევებს, როგორიცაა ბულემია, ანორექსია ან გადაჭარბებული კვება.
ზურგის ტკივილი
თავის ტკივილის მსგავსად, ზურგის ტკივილმაც შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია და პირიქით, დეპრესიაში მყოფ ადამიანები ოთხჯერ მეტად არიან მიდრეკილნი კისრის ან ზურგის ტკივილისკენ.
აჟიტირება და მოუსვენრობა
ძილის პრობლემებმა ან დეპრესიის სხვა სიმპტომებმა შეიძლება ასე გაგრძნობინოთ თავი. მამაკაცები ქალებზე მეტად არიან გაღიზიანებული, როდესაც დეპრესიაში არიან.
პრობლემები სექსში
შესაძლოა, დაკარგოთ სექსის მიმართ ინტერესი, დეპრესიის ან გარკვეული ანტიდეპრესანტების მიღების გამო.
ვარჯიში
კვლევის თანახმად, რეგულარული ვარჯიში თქვენს ტვინში გამოყოფს ქიმიკატებს, რომლებიც კარგად გაგრძნობინებთ თავს, აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას და ამცირებს ტკივილისადმი მგრძნობელობას.
მართალია, მხოლოდ ფიზიკური დატვირთვა არ განკურნავს დეპრესიას, მაგრამ ამსუბუქებს სიმპტომებს.
თუ დეპრესიაში ხართ, ზოგჯერ ძნელია ენერგიის მოკრება ვარჯიშისთვის. მაგრამ შეეცადეთ და გახსოვდეთ, რომ მას შეუძლია შეგიმსუბუქოთ დაღლილობა და დაგეხმაროთ უკეთესად დაძინებაში.
წყარო: www.webmd.com