Skip to content Skip to sidebar Skip to footer

“დედამიცისს” ესაუბრება თსსუ გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ბავშვთა ენდოკრინოლოგი მარიამ ფხალაძე.

რა საყურადღებო სიმპტომები იჩენს თავს  covid-19 ინფექციის მიმდინარეობისას და დიაბეტის დიაგნოზის მქონე პირებისთვის რა რისკები არსებობს ამ მხრივ?

  • გახანგრძლივებული ხველა
  • მაღალი ტემპერატურა
  • დიაბეტის დიაგნოზის მქონე პირებში კოვიდ ინფექციის მიმდინარეობისას სისხლში გლუკოზის დონე შეიძლება იყოს არასტაბილური. ორგანიზმში ინფექციასთან ბრძოლის პარალელურად შეიძლება განვითარდეს როგორც ჰიპო, ისე ჰიპერგლიკემიური მდგომარეობა, ამიტომ მნიშვნელოვანია გლუკოზის ხშირი მონიტორინგი.

საჭიროა თუ არა  ლაბორატორიული კვლევები covid-19 ინფექციის დროს დიაბეტის დიაგნოზის მქონე პირებისთვის და რა ანალიზები უნდა ჩაიტაროს პაციენტმა?

  • სისხლის საერთო ანალიზი + ედს
  •  c რეაქტიული ცილა
  • გლუკოზა უზმოდ
  • გლიკოზირებული ჰემოგლობინი
  • D ვიტამინი

დამატებით შესაძლებელია საჭირო გახდეს:

  • ფერიტინი
  • ლაქტატდეჰიდროგენაზა LDH
  • კოაგულაციური ფაქტორები
  • D დიმერი
  • თირკმლის და ღვიძლის ფუნქციური სინჯები

რა ლაბორატორიული ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტებში COVID-19 ინფექციამ?

  • მაღალი გლუკოზა უზმოდ და გლიკოზირებული ჰემოგლობინი⬆
  • დაბალი ვიტამინი D⬇️ ⬇️⬇
  • მაღალი ლეიკოციტები ⬆
  • დაბალი ლიმფოციტები და თრომბოციტები ⬇
  • მაღალი ც რეაქტიული ცილა, ედს, ფერიტინი (ანთების მარკერები )⬆
  • მაღალი კოაგულაციური ფაქტორები, დ დიმერი ⬆

რა გავლენას ახდენს covid-19 ინფექცია  დიაბეტის მიმდინარეობაზე  და ზრდის თუ არა გართულებების რისკს?

იმუნურმა ფაქტორებმა შესაძლოა გამოიწვიოს პანკრეასული აუტოანტისხეულების წარმოქმნა და β უჯრედების დესტრუქცია – აღნიშნული მექანიზმი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დიაბეტის განვითარების შესაძლო გამომწვევი ფაქტორი.

პანდემიის პერიოდში გაიზარდა ტიპი 1 დიაბეტის ახალი შემთხვევების წლიური მაჩვენებელი, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ covid 19, როგორც ვირუსული ინფექცია, ხელს უწყობს დიაბეტის უფრო ადრეულ გამოვლენას, თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს  იმის მტკიცებულება, რომ covid-19 თავად იწვევდეს დიაბეტის განვითარებას.

რა იქნება თქვენი რეკომენდაციები დიაბეტის დიაგნოზის მქონე პირებისთვის?

  1. არასდროს გამოტოვოთ ინსულინის დოზა
  2. შესაძლოა საჭირო გახდეს ინსულინის დოზის გაზრდა
  3. გლუკოზა და კეტონები უნდა გაკონტროლდეს ყოველ 2-4 საათში
  4. სითხის ადეკვატური მიღება, უმჯობესია  წყალი
  5. D ვიტამინის პრეპარატის მიღება შესაბამისი დოზით

რა შემთხვევებში უნდა მივმართოთ ექიმს დაუყოვნებლივ?

  • თუ ღებინება ხშირია და ვერ ხდება საკვების და სითხის მიღება 6სთ-ზე მეტი დროის განმავლობაში
  •  თუ გლუკოზის დონე სისხლში რჩება მაღალი 24სთ-ზე მეტი დროის განმავლობაში
  • თუ გამოხატულია კეტოაციდოზის ნიშნები – ღებინება, თავბრუსხვევა, მუცლის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, გონების კარგვა
  • თუ კეტონები რჩება მაღალი ინსულინის დამატებითი დოზის და ადეკვატური ჰიდრატაციის მიუხედავად.

რას ურჩევთ დიაბეტის დიაგნოზის მქონე პირებს პრევენციისთვის?

  • კონტაქტების შემცირება ადამიანების მრავალრიცხოვან ჯგუფებთან
  • ხშირად სეირნობა სუფთა ჰაერზე
  • პირბადის ტარება
  • ხელების ხშირი ჰიგიენა
  • არ შეეხოთ დაბინძურებული ხელით თვალებს, ცხვირს და პირს
  • ვაქცინაცია

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5