Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება პედიატრი თეა დადიანიძე. 

ატომ არის სრულფასოვანი ძილი ბავშვისთვის მნიშვნელოვანი და რას იწვევს მისი დარღვევა?

ძილი არის უნივერსალური ფენომენი, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ბავშვის ჯანმრთელობისა და მისი ნორმალური განვითარებისთვის. ძილის დროს ადამიანის ტვინი გადის ფაზას და მათი ერთობლიობა  ქმნის ძილის ციკლს. დარღვევა იწვევს არასრულფასოვან ძილს,  რომელიც მშობლების ჩივილის ხშირი მიზეზია, ბავშვებში ძილის დეფიციტი უმეტესად ვლინდება გაღიზიანებით, უჭირთ ემოციის კონტროლი, კონცენტრაცია, ხშირია კოგნიტიური დარღვევები. ძილის დეფიციტი უარყოფითად აისახება ბავშვის იმუნურ სისტემაზე, რაც შესაძლოა ხშირი ავადობის და ქრონიკული დაავადებების გამწვავების მიზეზადაც იქცეს. 

ილის რა დარღვევები არსებობს ბავშვთა ასაკში?

ბავშვობაში ძილის დარღვევებიდან ჭარბობს ძილში ლაპარაკი, ღამის გამოღვიძებები, ბრუქსიზმი (კბილების კრაჭუნი), ღამის შიშები, ღამის ენურეზი, ჩაძინების სირთულეები, ხვრინვა და შესაძლებელია იყოს ძილის აპნოეც. აპნოეს ხშირი მიზეზი გადიდებული  ტონზილები და ადენოიდებია, შეიძლება დაკავშირებული იყოს სიმსუქნესთან. ჩვილობის ასაკში ძილის დარღვევა ხშირად დამოკიდებულია პედიატრიულ პრობლემებთან, ეს არის: მუცლის კოლიკა, ნაწლავებში აირების დაგროვება და საკვების მონელების პრობლემები. 

რა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული ძილის დარღვევები ბავშვებში?

სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში ძილის დარღვევები სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. ჩვილობის ასაკში ეს არის კვებასთან დაკავშირებული, ძილის რუტინისა და ჰიგიენის დარღვევით განპირობებული. ბავშვობისა და მოზარდობის ასაკში მატულობს პარასომნიები. პარასომნიების უმრავლესობა – ძილში სიარული (სომნაბულიზმი),   რომელსაც ახასიათებს ბავშვის უეცარი გამოღვიძება, თვალები შესაძლოა გახელილი ჰქონდეს, მაგრამ არ რეაგირებდეს და ვერ ცნობდეს ოჯახის წევრებს, ამ დროს სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და ბავშვი დავიცვათ უნებლიე ტრავმებისგან.  პარასომნიების მკურნალობის სპეციფიკური მეთოდი არ არსებობს, უმეტესად  არ არის საჭიროება,  უვნებელია და ასაკთან ერთად თავისით გაივლის. ასეთ დროს, სასურველია, ექიმმა მშობელს მიაწოდოს სათანადო და ამომწურავი ინფორმაცია ამ მდგომარეობის შესახებ. სომნაბულიზმის (ძილში სიარული)  შემთხვევაში ოჯახის წევრების ერთადერთი მოვალეობაა პოტენციური ტრავმებისგან დაიცვან ბავშვი. 

ატომ ვითარდება პარასომნიები?

ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს პარასომნიების განვითარების და შესაძლებელია განპირობებული იყოს გენეტიკური განწყობით. ასევე  მაპროვოცირებელ ფაქტორებად შეიძლება იქცეს გარემო, ემოციური ფონი, ძილის რეჟიმის და ჰიგიენის დარღვევა.

ილის  ხანგრძლივობის რა სქემა არის გავრცელებული ზოგადად სხვადასხვა ასაკში?

სიცოცხლის პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში ფიზიკური მომწიფებისა და განვითარების პარალელურად ძილის ხასიათი საგრძნობლად იცვლება, ახალშობილებს ყველაზე მეტი სძინავთ და დღე-ღამის განმავლობაში ეს არის 16-18 საათი, ძილის ეპიზოდები ხანმოკლეა. დაახლოებით სამი წლიდან ბავშვები ეტაპობრივად იწყებენ დღის ძილის ამოგდებას და მხოლოდ ღამის ძილზე გადადიან, მცირდება ძილის სადღეღამისო ხანგრძლივობა და ეს არის 10-13 საათი, მოზარდობის ასაკში კიდევ უფრო მცირდება და ზრდასრული ადამიანის ძილის მაჩვენებელს უახლოვდება. ბავშვის ძილის ინდივიდუალური ხანგრძლივობა შესაძლოა განსხვავდებოდეს  საშუალო ასაკობრივ მაჩვენებლისაგან, მაგრამ მაინც ჩაითვალოს ნორმად. ამიტომ ძილის შეფასება ყოველთვის კომპლექსურად ხდება და არა უბრალოდ ძილის ხანგრძლივობაზე დაყრდნობით. 

შეიძლება იყოს პრევენცია ძილის დარღვევის თავიდან ასაცილებლად?

ამ შემთხვევებისთვის პრევენციად შეიძლება განვსაზღვროთ მუდმივი და განსაზღვრული ძილის რუტინა,  სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა დღის განმავლობაში, სოციალიზაცია,  საჭმლის და სითხეების შემცირება ძილის წინ, არ არის სასურველი კოფეინი, რადგან ის ამცირებს მელატონინის (ძილის ჰორმონის) გამომუშავებას.  მნიშვნელოვანია, ძილამდე ერთი საათით ადრე შეწყდეს ყოველგვარი გასართობი ღონისძიებები და აქტიური-აგზნებადი თამაშები, საძინებელში არ უნდა  იყოს კომპიუტერი, ტელევიზორი და სხვა ციფრული გაჯეტები. მშობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ  ბავშვი თავს უსაფრთხოდ და კომფორტულად უნდა გრძნობდეს საძინებელში და ეცადოს შეუქმნას ასეთი  გარემო. ძილის დარღვევების სამკურნალოდ საუკეთესო თერაპია ბავშვის მოტივაციაა, მშობელმა აუცილებლად უნდა დააჯილდოოს ბავშვი. 1 წლამდე ბავშვებს  შესთავაზეთ საყვარელი   რბილი სათამაშო,  ძილის წინ, ზოგჯერ კი საჭიროა პატარას მოთხოვნები დავაიგნოროთ და ბავშვს საშუალება მივცეთ ისწავლოს დამოუკიდებლად ჩაძინება. 

ას ურჩევთ მშობლებს?

თუ ძილის დარღვევა ორგანული ტიპის არ არის, ამ შემთხვევაში საგანგაშო არაფერია, საჭიროა მხოლოდ მოთმინება, პაციენტისა და მშობლების ინფორმირება და მათი მხრიდან სპეციალისტების რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულება. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5