Skip to content Skip to sidebar Skip to footer

რა არის ძილის რეგრესია?

გქონიათ შემთხვევა, როცა თქვენს პატარას ადრე კარგად ეძინა, მაგრამ მოულოდნელად უჭირს ჩაძინება და შუაღამისას იღვიძებს შეწუხებული? ეს ძილის რეგრესიაა და დაახლოებით  2-დან 4 კვირამდე შეიძლება გაგრძელდეს.

ძილის რეგრესიის ნიშნები

  • ჩაძინების სირთულე;
  • ღამით ხშირი გაღვიძება;
  • შფოთვის მომატება;
  • ძილთან ბრძოლა.

რა იწვევს ძილის რეგრესიას ჩვილებში?

  • ზრდის დღეები, როცა ბავშვებს უფრო ხშირად შივდებათ;
  •  კბილის ამოჭრის ტკივილი;
  • ახალი უნარის შეძენა (თავის დაჭერა, სიცილი, დაჯდომა, ხოხვა, სიარული…);
  • რუტინის დარღვევა;
  • მოგზაურობა;
  • ავადმყოფობა.

როდის ხდება ძილის რეგრესია?

ძილის რეგრესია შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს, რადგან ეს დაკავშირებულია არაპროგნოზირებად ფაქტორებთან, მაგალითად ავადობა ან რუტინის დარღვევა.

არსებობს რამდენიმე პერიოდი, როცა ძილის რეგრესია უფრო მოსალოდნელია. მაგალითად,

3-4 თვე. ეს ყველაზე რთული ძილის რეგრესიაა მშობლებისთვის, რადგან პირველია. მისი მიზეზი შეიძლება იყოს გადაბრუნების სწავლა, ზრდის დღეები ან კბილების ამოჭრის ტკივილები.

6 თვე. ისევ ზრდის დღეები.

8-10 თვე. ამ ასაკში ბავშვები სწავლობენ ხოხვას, დაახლოებით 9 თვიდან. ამიტომ შეიძლება ღამე გაიღვიძონ და მოუნდეთ ახალი უნარის დემონსტრირება. ასევე, განშრების შფოთვის გამო იღვიძებენ, რათა დარწმუნდნენ, რომ დედა ისევ მათთანაა.

12 თვე: 9 – დან 12 თვემდე ჩვილები იწყებენ ფეხზე დგომას. დაახლოებით ერთი წლის ასაკში პირველ ნაბიჯებს დგამენ (თუმცა საშუალო ასაკი 14 თვეა, ზოგი ჩვილი უფრო ადრე იწყებს, ზოგიც 18 თვეს ელოდება). ამ მიღწევამ  შეიძლება  ძილის დროებითი პრობლემები გამოიწვიოს.

ახლად ფეხადგმული ბავშვები განიცდიან ძილის რეგრესიას დაახლოებით 18 თვის და 24 თვის ასაკში, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს კოშმარებით და ღამის ტერორით, სიბნელის შიშით, კბილების ამოჭრით  და განშორების შფოთვით.

როგორ გავუმკლავდეთ ძილის რეგრესიას?

საბედნიეროდ, ძილის რეგრესია, როგორც წესი, დროებითია. გაითვალისწინეთ ეს რჩევები ბავშვის ძილის რეგრესიის სამართავად:

ისწავლეთ ბავშვის ძილის ნიშნების კითხვა. მაგალითად, თვალებისა და ყურების სრესა, მთქნარება, გადაჭარბებული აქტიურობა, ჭირვეულობა.

დაიცავით ძილისწინა რუტინა. ერთსა და იმავე დროს დასაძინებლად მომზადება წიგნის კითხვით, დამამშვიდებელი მუსიკით, მასაჟით და ა.შ.

დარწმუნდით, რომ თქვენს ბავშვს დღისით საკმარისად სძინავს, რადგან გადაღლილ ბავშვებს უფრო უჭირთ ღამის ძილი.

თუ ბავშვი შუაღამისას იწყებს წრიალს, მიეცით დრო საკუთარი თავის დასამშვიდებლად. თუ იგი ატირდება, მოეფერეთ მუცელზე ან შუბლზე და უთხარით დამამშვიდებელი სიტყვები.

მოსინჯეთ ძილის ტრეინინგი, თუ თქვენი პატარა მინიმუმ 4-6 თვისაა.

თუ თქვენს ბავშვს განშორების შფოთვა აქვს, დღის განმავლობაში და ძილის წინ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ, რომ ღამით უფრო უსაფრთხოდ გრძნობდეს თავს.

შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ძილის რეგრესია?

სამწუხაროდ, ძილის რეგრესიის თავიდან ასაცილებლად რაიმე მეთოდი  არ არსებობს. ეს ბავშვის განვითარების ნორმალური ნაწილია.

ძილისწინა რუტინამ და ძილის განრიგის დაცვამ შეიძლება შეამციროს ძილის პრობლემების ალბათობა. გახსოვდეთ, რომ ეს დროებითია და გაივლის.

წყარო: www.whattoexpect.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5