Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ეპიზიოტომია არის მცირე ქირურგიული ჭრილობა შორისზე (საშოსა და ანუსს შორის მდებარე ქსოვილი). ის კეთდება ვაგინალური მშობიარობის დროს ბავშვის გამოსასვლელი ადგილის გასაფართოებლად.

 როდის არის საჭირო ეპიზიოტომია?

მიუხედავად იმისა, რომ ეპიზიოტიმიას იმდენად აღარ უწევენ რეკომენდაციას, როგორც ადრე, არსებობს შემთხვევები, როცა ის შეიძლება საჭირო გახდეს. მაგალითად:

  • ნაყოფის დიდი თავი;
  • მაშებით ან ვაკუუმით მშობიარობა;
  • მშობიარობის გართულებები;
  • ნაადრევი მშობიარობა;
  • ნაყოფის დისტრესი (როდესაც ნაყოფს არ მიეწოდება საკმარისი ჟანგბადი, მისი გულისცემა იცვლება და საჭიროა მისი სასწრაფოდ ამოყვანა);

რა ხდება ეპიზიოტომიის დროს?

თუ ჩაჭრა დაგჭირდებათ, ექიმი გაგიკეთებთ ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებას. თუმცა, თუ ეპიდურალური გაუტკივარება გაქვთ გაკეთებული, დამატებითი წამალი არ იქნება საჭირო.

ეპიზიოტომია კეთდება მშობიარობის მეორე ან ჭინთვების სტადიაზე. ბავშვისა და პლაცენტის მშობიარობის შემდეგ, თქვენი ექიმი გაკერავს ჭრილობას (ისევ დაგჭირდებათ ადგილობრივი გამაყუჩებელი, თუ გაუტკივარება არ გაგიკეთებიათ).

ჩაჭრა თუ „ჩახევა“- რომელია უკეთესი?

წარსულში ეპიზიოტომია ტარდებოდა შორისის  სპონტანური „ჩახევის“ თავიდან ასაცილებლად და ნაყოფის სამშობიარო ტრავმის რისკის შესამცირებლად. მაგრამ კვლევებმა აჩვენა, რომ პირიქით უმჯობესია. „ჩახევის“ დროს

  • ქალი გამოჯანმრთელდება იმავე (ან ნაკლებ) დროში და ნაკლები ტკივილით;
  • აქვს ნაკლები გართულებები, როგორიცაა განავლის და შარდის შეუკავებლობა, ინფექცია და სისხლის დაკარგვა;
  • ნაკლებად სავარაუდოა, რომ „ჩახევა“ გადაიზარდოს უფრო სერიოზულ მესამე ან მეოთხე ხარისხის ჭრილობებში;

რა დრო სჭირდება შორისის ჭრილობის შეხორცებას?

ვაგინალური მშობიარობის (და ზოგჯერ საკეისრო კვეთის) შემდეგ ზოგიერთმა ქალმა შეიძლება განიცადოს შორისის არეში ტკივილი. ნებისმიერი ახალი ჭრილობის მსგავსად, ეპიზიოტომიის შეხორცებას დრო დასჭირდება, ჩვეულებრივ 7-10 დღე. სანამ საავადმყოფოში იქნებით, ექთანი დღეში ერთხელ მაინც შეამოწმებს თქვენს ჭრილობას, რათა დარწმუნდეს, რომ არ არის ანთების ან ინფექციის ნიშანი.

როგორ უნდა იზრუნოთ ჭრილობაზე?

გაითვალისწინეთ, რომ ნაკერების ამოღება არ დაგჭირდებათ – ისინი შეიწოვება თქვენი სხეულის მიერ. სანამ სექსსა და ვარჯიშს განაახლებთ, მოიცადეთ რამდენიმე კვირა და ჰკითხეთ ექიმს, თუ მოგცემთ ამის რეკომენდაციას.

ინფექციის თავიდან ასაცილებლად, დაიცავით შორისის ჰიგიენის შემდეგი წესები:

ნაჭერში გახვეული ყინული ან ცივი კომპრესები დაგეხმარებათ ტკივილის შემსუბუქებასა და შეშუპების დაცხრომაში.

დღის განმავლობაში ჩაჯექით თბილ წყალში რამდენჯერმე. ეს დაგიამებთ ტკივილს.

ჰკითხეთ ექიმს, რომელი ტკივილგამაყუჩებელი წამალი, სპრეი ან მალამოა რეკომენდებული ამ დროს.

ბოთლით დაიბანეთ შორისის არე შარდვის დროს ან შემდეგ და ნაზად შეიმშრალეთ რბილი პირსახოცით.

წყარო: www.whattoexpect.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5