Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ექსკლუზიური ძუძუთი კვება ნიშნავს, რომ ჩვილი 6 თვემდე მხოლოდ დედის რძით იკვებება. ახალი კვლევების მიხედვით, მას შეუძლია სხეულის მასის ინდექსის შემცირება ბავშვებში, რომლებსაც გენეტიკური მიდრეკილება აქვს სიმსუქნისადმი.

თუ  გსურთ ძუძუთი კვებოთ თქვენი პატარა, მარტო არ ხართ. ორსულობის დროს, დედების უმრავლესობა გეგმავს ძუძუთი კვებოს ბავშვი. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ 2018 წლის ძუძუთი კვების მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ დედების 83%-ზე მეტმა დაიწყო ბავშვის ძუძუთი კვება, მაგრამ მხოლოდ 25% იკვებებოდა ექსკლუზიურად ძუძუთი 6 თვის ასაკამდე.

ახალი კვლევა გვიჩვენებს, რომ მხოლოდ ძუძუთი კვებამ ბავშვებისა, რომლებიც გენეტიკურად სიმსუქნისკენ არიან მიდრეკილი, შეიძლება სასიკეთო ზეგავლენა იქონიოს მათ სხეულის მასის ინდექსზე ზრდასრულობაში.

კვლევის შედეგები

5266 ბავშვის ჯგუფზე განხორციელებული კვლევით გამოირკვა, რომ პირველი ხუთი თვის განმავლობაში ბავშვის მხოლოდ ძუძუთი კვებას ჰქონდა “არსებითი ეფექტი სხეულის მასის ინდექსის შემცირებაზე მაღალი გენეტიკური რისკის მქონე ბავშვებში”. ხოლო ბავშვებს, რომლებიც მხოლოდ ძუძუთი იკვებებოდნენ პირველი სამი თვის განმავლობაში ან იკვებებოდნენ შერეულად (ფორმულა+დედის რძე) არ მიუღიათ იგივე სარგებელი.

დეკრეტული შვებულება აშშ-ში ბავშვის დაბადებიდან მესამე თვისთვის სრულდება და დედებს შესაძლოა დასჭირდეთ მეტი მხარდაჭერა სამუშაო ადგილიდან, რათა განაგრძონ ძუძუთი კვება.

რატომ ამცირებს ძუძუთი კვება სიმსუქნის მაჩვენებლებს?

მხოლოდ ძუძუთი კვებასა და შემცირებულ სიმსუქნეს შორის კავშირი პირველ ჯერზე შესაძლებელია ბუნდოვანი ჩანდეს. მაგრამ არის ორი მთავარი მიზეზი, თუ რატომ შეიძლება ბავშვებს, რომლებიც პირველი 6 თვის განმავლობაში მხოლოდ ძუძუთი იკვებებიან, ჰქონდეთ უფრო დაბალი სხეულის მასის ინდექსი ცხოვრების განმავლობაში.

1.”დედის რძე დადებით გავლენას ახდენს ნაწლავის ბაქტერიებზე, ძირითადად, ის ხელს უწყობს მთელს ჩვენს საჭმლის მომნელებელ სისტემაში მცხოვრები ჯანსაღი ბაქტერიების ზრდას. ეს ბაქტერიები ნაწილობრივ პასუხისმგებლები არიან ენერგიის მეტაბოლიზმზე, გენების ფუნქციონირებასა და იმუნური სისტემის ფუნქციებზე”. “ჯანსაღი მიკრობიომა (ჩვენს საჭმლის მომნელებელ სისტემაში მცხოვრები ბაქტერიების, ვირუსებისა და სოკოების ნარევი) გავლენას ახდენს ჩვენს წონაზე, როდესაც ვიზრდებით”.

2.მეორე გზა, რითაც ექსკლუზიური ძუძუთი კვება იწვევს ცხოვრების განმავლობაში დაბალ სხეულის მასის ინდექსს, ნაკლებ კავშირშია ქიმიასთან, უფრო – მექანიკასთან. თუ დაფიქრდებით, როგორ “მუშაობს” ძუძუთი კვება, ნათელია, რომ თქვენი ბავშვია პასუხისმგებელი, რამდენს შეჭამს და როდის. ბავშვი ჭამს საჭიროებისამებრ და დროის განმავლობაში წარმოებული რძის ოდენობა იდეალურად ერგება ბავშვის მოთხოვნილებას.

“როდესაც ბავშვი ბოთლიდან ჭამს, მშობლები ხშირად იძულებულნი არიან  ბავშვს გამოაცლევინონ ბოთლი, მაშინაც კი თუ ოდენობა ბავშვის საჭიროებას აღემატება. ეს ბავშვის სხეულს აგრძნობინებს, რომ მან უნდა განაგრძოს ჭამა მაშინაც კი, როცა მშიერი არ არის”, ამბობს ობრი ფელპსი.

სხვა რეკომენდაციები იმ ბავშვების მშობლებისთვის, რომლებსაც სიმსუქნისადმი გენეტიკური მიდრეკილება აქვთ:

იკვებეთ ჯანსაღად. ხილ-ბოსტნეული აქტიურად ჩართეთ ოჯახის მენიუში. მიეცით ბავშვებს უფლება მოსინჯონ სხვადასხვა რეცეპტები.

შეზღუდეთ გადამუშავებული საკვები, ასევე აკონტროლეთ შაქრის და ცხიმის შემცველობა. ისინი ბავშვთა სიმსუქნის ყველაზე ხშირი მიზეზები არიან.

უზრუნველყავით ბავშვების ფიზიკური აქტივობა. ჩართეთ სპორტში ადრეული ასაკიდან და აჩვენეთ ინტერესი მათი სპორტის სახეობის მიმართ. დაგეგმეთ ოჯახური გასართობები, როგორიცაა ველოსიპედებით ან ფეხით სეირნობა.

არ გამოიყენოთ საჭმელი, როგორც ჯილდო. თქვენი დრო ან მხიარული აქტივობა შეიძლება იყოს ჯილდო. საკვები კი საზრდოა და არა – დასჯის საშუალება.   

ჭარბწონიანობის და ძუძუთი კვების სტატისტიკა საქართველოში

2018 წელს ჩვენს ქვეყანაში ჩატარებული მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის მონაცემებით, „საქართველოში 5 წლამდე ბავშვების 6% აქვს ჭარბი წონა, ასაკობრივ ჭრილში მალნუტრიციის მონაცემები გვიჩვენებს, რომ ბავშვების ყველაზე დიდი წილი (10%), რომელთაც აქვთ ჭარბი წონა, 12-17 თვის ასაკის ბავშვები არიან“. ამავე კვლევის მიხედვით, 0-5 თვის ასაკის ჩვილების მხოლოდ 20% იკვებება  დედის რძით სხვა საკვების ან სითხის დამატების გარეშე.

წყარო: www.verywellfamily.com

https://journals.plos.org/plosgenetics/article?id=10.1371/journal.pgen.1008790

https://www.unicef.org/georgia/sites/unicef.org.georgia/files/2019-11/nutrition_ge.pdf

https://www.unicef.org/georgia/sites/unicef.org.georgia/files/2019-11/iycf_ge.pdf

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5