Skip to content Skip to sidebar Skip to footer

რა ხდება ფილტვების ანთების მიზეზი? როდის უნდა მივიტანოთ ეჭვი ფილტვების ქსოვილის დაზიანებაზე? რ სიმპტომები ახასიათებს ფილტვების ანთებას და როდის უნდა მივმართოთ ექიმს? – “დედამიცისსშეკითხვებს პასუხობს პედიატრი და ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის ექიმი თეონა ტაბატაძე

თეონა, გვესაუბრეთ რა ხდება ბავშვებში ფილტვების ანთების მიზეზი, რა სიმპტომები ახასიათებს და როდი უნდა მივმართოთ ექიმს?

პედიატრიულ ასაკში პნევმონიის, იგივე ფილტვის ქსოვილის ანთების, უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს: ვირუსები, ბაქტერიული ინფექციები, პარაზიტები და სოკოები. აღსანიშნავია, ჩვილობის ასაკში განვითარებული ასპირაციული პნევმონიაც, რომელიც  გახლავთ საკვების გადაცდენის შედეგად გამოწვეული ფილტვის ქსოვილის ანთება. როდის უნდა მივიტანოთ ეჭვი ფილტვების ანთებაზე? თუ პატარა ავადობდა ვირუსული ინფექციით, რასაც “გაციებას” ვეძახით, მდგომარეობა არ უმჯობესდება, ცხელება, ხველა უგრძელდება, მშობელი ამჩნევს, რომ სუნთქვა უძნელდება პატარას და უხშირდება, ეს გახლავთ სასუნთქი სისტემის დაზიანების საფუძვლიანი ეჭვი. სასურველია ვიცოდეთ ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით  სუნთქვის სიხშირის ნორმა, რათა  ადვილად  დავითვალოთ სუნთქვის სიხშირე პატარას ძილის დროს. სუნთქვის სიხშირის ზღვრული მაჩვენებელი, რომელიც მიუთითებს სუნთქვის გახშირებაზე გამოიყურება ასე: ორ თვემდე ასაკში პატარას არ უნდა ჰქონდეს სუნთქვის სიხშირე 60 და მეტი, 2 თვიდან 12 თვემდე 50 და მეტი, 12 თვიდან 5 წლამდე 40 და მეტი და 5 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში არ უნდა იყოს 30 და მეტი. ერთი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა არის ერთი სუნთქვითი აქტი.

რა სიმპტომები ახასიათებს ფილტვის ქსოვილის დაზიანებით გამოწვეულ ანთებას?

ყველაზე მნიშვნელოვანი და  ყურადსაღები ნიშნებია: ცხელება, სუნთქვის სიხშირის მომატება, ინტოქსიკაცია. თუ პატარა  მოდუნებულია, არ იღებს სითხეს და საკვებს, მშობელმა შენიშნა სუნთქვის გახშირება, ცხელება გრძელდება 5 დღე და მეტი, ასეთ დროს აუცილებელია განხორციელდეს პედიატრთან გადაუდებელი ვიზიტი, რათა დროულად დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა. უმორჩილესი თხოვნაა, როგორც პედიატრის, არ მიიღოთ თვითნებურად ანტიბიოტიკი.  არასწორად შერჩეული ანტიბიოტიკი და მისი დოზა ხშირად  ავადობის გახანგრძლივების და მკურნალობის გაძნელების მიზეზია. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5