Skip to content Skip to sidebar Skip to footer

რას ნიშნავს „გააკეთე შენი მაქსიმუმი?“

„გააკეთე შენი მაქსიმუმი“ არის ინსტრუქცია, რომელიც თითოეულმა ბავშვმა თავისებურად შეიძლება გაიგოს. მშობლები აგზავნიან ამ შეტყობინებას, როგორც “უბრალოდ, სცადე”.  პერფექციონისტი ბავშვები, რომლებიც განიცდიან შფოთვას, ამ წინადადებას იგებენ, როგორც “გააკეთე საუკეთესო სამუშაო, რაც შეიძლება წარმოიდგინო!”

მათ შეიძლება დათრგუნულად იგრძნონ თავი, ვერ შეძლონ ასეთი დიდი და დამღლელი რამის დაწყება, ქანცის გაწყვეტამდე სცადონ ამის გაკეთება ან ცრემლებამდე მივიდნენ, თუ მათი ძალისხმევა არ იძლევა იმ შედეგს, რასაც ისინი „მაქსიმუმად“ მიიჩნევენ.

თუკი ეს თქვენს შვილს შეესაბამება, თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ კითხვის დასმა, „ვინ აკეთებს მინიმუმს თქვენს კლასში? რას გააკეთებდა ეს ადამიანი ამ პროექტში?“ ეს დაეხმარება თქვენს ბავშვს გადაწყვიტოს, რამდენი ძალისხმევა ჩადოს პროექტში. თუ პრობლემა დაწყებაა, ეს შეიძლება დაეხმაროს პირველი მატივი ნაბიჯის გადადგმაში, რათა შემდეგ „მოუმატოს სიჩქარეს“.

ყველაფერი არ საჭიროებს ჩვენს მაქსიმალურ ძალისხმევას

მშფოთვარე ბავშვებს მიდრეკილება აქვთ დაინახონ ყველა დავალება, როგორც თანაბრად მნიშვნელოვანი და სრული ძალისხმევის საჭიროების მქონე. მაგრამ პრიპროტეტების განსაზღვრის სწავლა ცხოვრებისეული უნარია. ყველა დავალებას არ სჭირდება მაქსიმალური ძალისხმევა.

თქვენ შეიძლება დაეხმაროთ თქვენს ბავშვს თავი არიდოს ზედმეტის გაკეთებას შემდეგი კითხვის დასმით, „რამდენი დროის დახარჯვად ღირს ეს დავალება?“ რამდენსაც თქვენი შვილი თავს გაართმევს ამ დროში, სავარაუდოდ საკმარისია. დრო ჩვენი ყველაზე ძვირფასი რესურსია, რადგანაც მეტის მიღება არ შეგვიძლია. ჩვენ არ გვსურს, დავალებას დავუთმოთ მეტი დრო, ვიდრე ის იმსახურებს.

თქვენ ასევე შეგიძლიათ ესაუბროთ თქვენს შვილს კლებადი უკუგების იდეაზე. ძალისხმევის პირველი ბიტი ხშირად ყველაზე მეტ სარგებელს იძლევა. მაგალითად, თუ თქვენი შვილი თავის ოთახს ასუფთავებს, იატაკზე დაგდებული ტანსაცმელების აღებას ალბათ წუთზე ნაკლები დრო დასჭირდება, მაგრამ უდიდეს ვიზუალურ განსხვავებას იძლევა. მეორე მხრივ, მან შესაძლოა საათები დახარჯოს იმაში დასარწმუნებლად, რომ ტანსაცმელები მის კარადაში თანაბრად არის გადანაწილებული, მაგრამ ამ დამატებით დროის შთანმთქმელ ძალისხმევას მცირე ან არანაირი ღირებულება ექნება.

დასრულებული ხშირად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სრულყოფილი

პერფექციონიზმი ართულებს საქმეების დასრულებას, რადგანაც ყოველთვის არის რაღაც, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, რათა ის უფრო მეტად გავაუმჯობესოთ. მაგრამ ხშირად, დამატებითი ძალისხმევა ამად არ ღირს.

ზრდასრულმა ალბათ უკვე იცის ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ დავალებათა  უმეტესობისათვის დასრულება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სრულყოფილება. ეს ცოდნა ბავშვებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ნაკლებად დასტრესილად ვგრძნობთ თავს თუკი ერთი საქმეს სრულად შევასრულებთ, ვიდრე ორს – ნაწილობრივ.

სასარგებლო შეიძლება იყოს ბავშთან საუბარი იმაზე, თუ რომელია დავალების მნიშვნელოვანი (აუცილებელი) ელემენტები და რომელი ისეთი, რომელიც „ცუდი არ იქნება, მაგრამ აუცილებელი არ არის“. შეიძლება ამ უკანასკნელზე მინიმალური დროის დახარჯვა ან მისი საერთოდ გამოტოვება.

შეიძლება ასევე ესაუბროთ სხვების დისკომფორტზე ან დამატებით დაძაბულობაზე, რომელიც ახლავს ერთსა და იმავე საქმეზე ძალიან დიდხანს შეჩერებას. თქვენს ბავშვს შეიძლება აშფოთებდეს არასრულყოფილი, მაგრამ საკმაოდ კარგი სამუშაო, მაგრამ ის ასევე დაინახავს, რომ ეს ქვეყნის დასასრული არ არის.

„გააკეთე შენი მაქსიმუმის“ ალტერნატივა

თუკი არ გსურთ უთხრათ“ გააკეთე შენი მაქსიმუმი“, მაშინ რა უნდა უთხრათ, როდესაც თქვენს შვილს არ ყოფნის მოტივაცია და თავდაჯერებულობა? სცადეთ უთხრათ, „გასწიე გონივრული ძალისხმევა“.

გონივრული ძალისხმევა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე: სამუშაოს მნიშვნელობა, ხელმისაწვდომი დრო, კიდევ რისი გაკეთება სჭირდება თქვენს ბავშვს, როგორ გრძნობს ის თავს… გონივრული ძალისხმევა ბრძნული არჩევანის გაკეთებას ნიშნავს. ის ეფუძნება რეალობას, ვიდრე პერფექციონიზმის წარმოსახვით სტანდარტებს. ის მანევრირების საშუალებას აძლევს თქვენს ბავშვს გარემოებებისა და ენერგიის დონეების ნორმალური ცვალებადობის გათვალისწინებით. პრაქტიკა სჭირდება იმის სწავლას, თუ როგორ განვსაზღვროთ, რა არის გონივრული ძალისხმევა, მაგრამ ეს არის გზა უფრო ბედნიერი და პროდუქტიული ცხოვრებისაკენ.

წყარო: www.psychologytoday.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5