Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინაცია მართვადი გადამდები  დაავადებების მიმართ, ბავშვის მყარი და ხანგრძლივი იმუნიტეტის გამოსამუშავებლად, ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა. ახალი  კორონავირუსის გავრცელების პირობებში დედების ნაწილი უსაფრთხოების გამო თავს იკავებს ბავშვებისთვის გეგმიური აცრების ჩატარებისგან. პედიატრი მაკა ლომიძე გვესაუბრება  ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ბავშვებში, როგორ უნდა მოვამზადოთ ბავშვი აცრისთვის და საჭიროა თუ არა წინასწარი სისხლის ანალიზის აღება. 

რამდენად მნიშვნელოვანია გეგმიური აცრები ბავშვის ჯანმრთელობისთვის?

ვაქცინაცია თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა.

ვაქცინა ეხმარება ბავშვს (არა მარტო!) იყოს ჯანმრთელი, მათი მეშვეობით ბოლო 50 წლის მანძილზე მილიონობით სიცოცხლე გადარჩა. საბავშვო ვაქცინების უმეტესობის ეფექტურობა 90-99% , რაც წარმატებით უზრუნველყოფს დაავადების პრევენციას. მაშინაც კი თუ აცრილი ( ვაქცინირებული) ბავშვი ინფიცირდება, დაავადების სიმტომები როგორც წესი გაცილებით მსუბუქია, ვიდრე აუცრელი ბავშვის შემთხვევაში. 

რა  შეიძლება იყოს ვაქცინაციის გვერდითი მოვლენები

არც ის არის უცნაური, რომ ვაქცინებსაც შეიძლება ჰქონდეს მსუბუქი გვერდითი ეფექტები. მაგალითად,  ნემსის ჩხვლეტის ადგილის შეშუპება, შეწითლება და/ან ტკივილი, ტემპერატურის მატებაც — ეს მოსალოდნელია და როგორც წესი მალევე გაივლის. სერიოზული გვერდითი ეფექტები უკიდურესად იშვიათია და ნამდვილად არ არის  უფრო ხშირი, ვიდრე ანტიბიოტიკებით, სიცხის დამწევი ან ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტებით გამოწვეული გვერდითი ეფექტები. 

სწორედ ვაქცინაციის დახმარებით  მოხერხდა რიგი ვაქცინების მასიურ გამოყენებამდე ხშირი გადამდები ინფექციების შემცირება დაახლოებით 90%-ით, ზოგიერთი ( მაგ: ყვავილი) გაქრა კიდეც. 

ასე რომ, არანაირ ეჭვს არ იწვევს ის, რომ ვაქცინები მუშაობს! 

აღნიშნულიდან გამომდინარე ბავშვი უნდა აიცრას რეკომენდებული ეროვნული კალედრის შესაბამისად სრულად ( შესაძლებელია განსხვავება ქვეყნების მიხედვით),  რაც მნიშვნელოვანია მყარი და ხანგრძლივი იმუნიტეტის გამოსამუშავებლად.

დედების  ნაწილი ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, თავს იკავებს ბავშვი გეგმიურ აცრაზე წაიყვანოს.  როგორია თქვენი რეკომენდაცია ამ მხრივ? 

სიტუაციის გათვალისწინებით, როცა მნიშვნელოვანია მოვერიდოთ კონტაქტებს, გასაგებია, რომ  ექიმთან რიგში დგომა არ არის სასურველი. სიტუაციას აქვს მეორე მხარეც, ახალი კორონავირუსის გავრცელება ცხადია, ხელს არ უშლის სხვა იმ ინფექციების გავრცელებას, რომელთა პრევენციაც შესაძლებლია ვაქცინაციით. ეს კი შეიძლება მოხდეს თუ უარს ვიტყვით გეგმიური აცრების გაგრძელებაზე, რაც უფრო მეტად სავალალო შეიძლება გამოდგეს. ამიტომ, სცადეთ ექიმთან შეთანხმებით ისე დაგეგმოთ ვიზიტი ვაქცინაციისთვის, რომ არ მოგიხდეთ რიგში დგომა, ვფიქრობ ეს უფრო კონკრეტული სამდიცინო დაწესებულების პერსონალის სწორი ლოჯისტიკით იქნება შესაძლებლი. 

გამოუვალ შემთხვევაში ცხადია, ვაქცინაციის გადადება შესაძლებელია. COVID-19-ის პანდემიის პირობებში უნდა მოხდეს სამედიცინო დაწესებულებაში მისვლის გამო შესაძლო რისკის და ბენეფიტის ბალანსირება. ცხადია, ექიმის მიერ უნდა მოხდეს კონკრეტული ეპიდემიური სიტუაციის და ჯანდაცვის  ადგილობრივი ჯანდაცვის მართვის რგოლის რეკომენდაციების გათვალისწინება. 

თუმცა შემდეგში, უნდა ისარგებლოთ პირველივე შესაძლებლობით და აცრები დაასრულოთ.

როგორ მოვამზადოთ  ბავშვი აცრისთვის? საჭიროა თუ არა სიცხის დამწევი საშუალების წინასწარ მიღება და სისხლის ანალიზის აღება? 

საზოგადოდ ვაქცინაციის შემთხვევაში აცრის წინ არ არის საჭირო “მომზადება წამლით” ანუ ალერგიის ან სიცხის დამწევი მედკამენტის წინასწარ მიღება. არც რაიმე ანალიზის ( ხშირად ითხოვენ სისხლის საერთო ანალიზს) გაკეთებაა საჭირო.
აცრის გადავადება შესაძლებელია თუ ბავშვს აცრის დღეს აქვს მაღალი ტემპერატურა. 

სწორი იქნება ბავშვი (ცხადია იგულისხმება შედარებით მოზრდილი ბავშვი) შეამზადოთ, აუხსენათ მას მარტივი სიტყვებით რატომ უნდა აიცრას,  გულწრფელად უთხარით, რომ მსუბუქ ჩხვლეტას იგრძნობს, რაც მალევე გაივლის. რაც მთავარია, ნურც თქვენ ინერვიულებთ, თქვენი ღელვა, ბავშვსაც დააფრთხობს.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5