Skip to content Skip to sidebar Skip to footer

როგორია გულძმარვის შეგრძნება ორსულობის დროს?

გულძმარვა არის წვის შეგრძნება, რომელიც ხშირად ვრცელდება მკერდის ძვლის ძირიდან ყელის ქვედა ნაწილამდე. ბევრი ქალი პირველად გამოცდის გულძმარვას ორსულობის დროს და მართალია ის გავრცელებული და როგორც წესი უსაფრთხოა, საკმაოდ არაკომფორტული შეიძლება იყოს.

გულძმარვა და მისი მსგავსი პრობლემები, როგორიცაა გაზები და შებერილობა ორსულობის დროს, როგორც წესი, იწყება მეორე ან მესამე ტრიმესტრში, მაგრამ ზოგიერთ ქალს ის შეიძლება უფრო ადრე დაეწყოს. დისკომფორტი შესაძლოა პერიოდულად დაბრუნდეს ბავშვის დაბადების შემდეგ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მშობიარობის შემდეგ გულძმარვა აღარ არის პრობლემა.

ქალებს, რომლებიც ძალიან იმატებენ წონაში ორსულობის დროს, შეიძლება გულძმარვა მშობიარობიდან ერთი წლის განმავლობაში გაუგრძელდეს.

რა იწვევს გულძმარვას ორსულობისას?

სხეულში ზოგიერთმა ჰორმონალურმა და ფიზიკურმა ცვლილებამ ორსულობის დროს შეიძლება გამოიწვიოს გულძმარვა. მაგ. პლაცენტა გამოიმუშავებს ჰორმონ პროგესტერონს, რომელიც ადუნებს საშვილოსნოს გლუვ კუნთებს. ეს ჰორმონი ასევე ადუნებს სარქველს, რომელიც ყოფს საყლაპავ მილს კუჭისაგან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კუჭის მჟავას უკან აბრუნება და გამოიწვიოს წვის უსიამოვნო შეგრძნება ყელში.

პროგესტერონს შეუძლია მოადუნოს საჭმლის მონელება, რასაც იწვევს საყლაპავი მილისა და ნაწლავების ტალღისებური შეკუმშვების შენელება. მოგვიანებით,   ორსულობისას გაზრდილი ბავშვი ავსებს მუცლის ღრუს, რაც აბრუნებს კუჭის მჟავას საყლაპავ მილში

როგორ შევამციროთ გულძმარვა ორსულობისას?

ორსულობისას გულძმარვის შემცირების საუკეთესო გზა პრევენციაა. შეიძლება სრულად ვერ შეძლოთ მიზეზებისათვის თავის არიდება, მაგრამ ქვემოთ მოცემულია რამდენიმე გზა მისი პრევენციის ან დისკომფორტის შემცირებისათვის:

ერიდეთ საკვებს და სასმელს, რომელიც გიღიზიანებთ კუჭს. ეს მოიცავს გაზიან სასმელებს, ალკოჰოლს, კოფეინს, შოკოლადს, ციტრუსებს და მათ წვენებს, პომიდორს, მდოგვს, ძმარს, პიტნის პროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებს და საკვებს, რომელიც შეიცავს ცხიმს, ცხარეა,  შემწვარია ან ძლიერად შეკმაზული.

მიირთვით ცოტა და ხშირად, ნაცვლად სამჯერადი კვებისა. დაუთმეთ საკმარისი დრო კვებას და კარგად დაღეჭეთ საკვები.

დალიეთ წყალი კვებებს შორის. ორსულობისას მნიშვნელოვანია დღის განმავლობაში ბევრი წყლის დალევა, მაგრამ ძალიან ბევრ სითხეს შეუძლია კუჭის გაბერვა. უმეტესწილად, წყალი დალიეთ საკვების მიღებებს შორის შუალედებში.

დაღეჭეთ კევი ჭამის შემდეგ. ის ასტიმულირებს სანერწყვე ჯირკვლებს და ნერწყვს შეუძლია მჟავას ნეიტრალიზება.

მიირთვით დაძინებამდე 2-3 საათით ადრე. ეს სხეულს აძლევს დროს საჭმლის მონელებისათვის, ვიდრე დაწვებით.

დაიძინეთ წამოწეულად. აამაღლეთ ლეიბის ზედა ნაწილი დაახლოებით 15 სანტიმეტრით ბალიშების ან სხვა დამხმარე საშუალებებით ძილის დროს. ეს ეხმარება კუჭის მჟავას ქვემოთ დარჩენაში და ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.

ჩაიცვით კომფორტულად. ატარეთ თავისუფალი, მოხერხებული სამოსი. ნუ ჩაიცვამთ ტანსაცმელს, რომელიც მჭიდროდ ადგას წელს ან მუცელს.

სთხოვეთ თქვენს ექიმს გულძმარვის წამალი, რომელიც შეიცავს მაგნიუმს ან კალციუმს, შეუძლია დისკომფორტის შემცირება. მიღებამდე გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან, რადგან ზოგიერთი ჭარბად შეიცავს ნატრიუმს, ან შეიცავს ალუმინს ან ასპირინს. თქვენს ექიმს შეუძლია გამოგიწეროთ ორსულობის დროს უსაფრთხო გულძმარვის საწინააღმდეგო მედიკამენტები.

ნუ მოსწევთ. ჯანმრთელობასთან დაკავშრებული სხვა სერიოზული პრობლემების ხელშეწყობის გარდა, მოწევა აძლიერებს კუჭში მჟავას გამოყოფას.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5