Skip to content Skip to sidebar Skip to footer

“დედამიცისს” ესაუბრება ენდოკრინოლოგი მანანა ბაჩიაშვილი.

რსულობისას ნაყოფიც იღებს დედისგან იოდს და ფაქტობრივად ორმაგად მუშაობს ფარისებრი ჯირკვალი, ასეთ დროს საჭიროა თუ არა ორსულს დაენიშნოს იოდის პრეპარატი და რა კვლევებია საჭირო ამისთვის

ორსულობის პერიოდში მცირდება დედის იოდის მარაგი/დეპო, რაც განპირობებულია თირკმლის მიერ იოდის გაძლიერებული გამოყოფით (კლირენსით) და ასევე პლაცენტის გზით ნაყოფისთვის მისი გაძლიერებული გადაცემით. აქედან გამომდინარე, ორსულობის პერიოდში არაორსულთან შედარებით დაახლოებით 100%-ით იზრდება იოდზე მოთხოვნილება. ორსულებისთვის იოდის დღიური მისაღები რაოდენობა დაახლოებით 250 მკგ-ია (მიკროგრამი). აღნიშნული დოზით იოდის მიღება ამცირებს როგორც დედის, ასევე ნაყოფის ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობის ჩამოყალიბების რისკს.

გასათვალისწინებელია, რომ იოდი საპროფილაქტიკო დოზით შედის ორსულთა ვიტამინურ კომპლექსებში, რასაც ხშირად იღებენ ორსულები ექიმის დანიშნულებით. შესაბამისად, აღნიშნული მიკროელემენტის თვითნებური მიღება დაუშვებელია, რადგან მისმა როგორც დეფიციტმა, ასევე ჭარბი დოზით მიღებამ თანაბრად შეიძლება გამოიწვიოს როგორც დედის, ასევე ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.

არსებობს ფარისებრი ჯირკვლის რიგი პათოლოგიები, რომელთა დროსაც იოდის მიღება რეკომენდებული არ არის, თუმცა აღნიშნული გამონაკლისი არ ვრცელდება ორსულობის პერიოდში, როცა იოდის საპროფილაქტიკო დოზით მიღება აუცილებელია ორსულობის ნორმალური მიმდინარეობისთვის.

ოგორი უნდა იყოს კვება ასეთ დროს

ზოგადად, ორსულების კვება უნდა იყოს დაბალანსებული, თუმცა ორსულობის მიმდინარეობისას ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების პრევენციისა და მკურნალობისთვის განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იოდის შემცველ პროდუქტებზე, ვინაიდან ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის სინთეზისათვის აუცილებელი კომპონენტი იოდია. მისი წყარო არის იოდიზირებული მარილი, ზღვის პროდუქტები, თევზი, ხამანწკები, კვერცხი, საქონლისა და ფრინველის ხორცი, რძის პროდუქტები.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5