კიბოს დამარცხებისთვის თვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მის ადრეულ გამოვლენასა და პრევენციას. გთავაზობთ „მეიოს კლინიკის“ 7 ნაბიჯს კიბოს რისკის შესამცირებლად:
1. უარი თქვით მოწევაზე.
ნებისმიერი ტიპის თამბაქოს გამოყენება კიბოს ალბათობას ზრდის. მოწევა დაკავშირებულია სხვადასხვა სახის კიბოსთან – ფილტვის, პირის ღრუს, ყელის, ხორხის, პანკრეასის, შარდის ბუშტის, საშვილოსნოს ყელის და თირკმლის კიბოებთან. საღეჭი თამბაქო უკავშირდება პირის ღრუს და პანკრეასის კიბოს. მეორადი მოწევაც ზრდის ფილტვის კიბოს რისკს.
მოწევაზე უარის თქმა კიბოს პრევენციის მნიშვნელოვანი ნაწილია.
2. იკვებეთ ჯანსაღად.
- მიირთვით ბევრი ხილი და ბოსტნეული.
- მოერიდეთ ჭარბ წონას.
- ალკოჰოლი მიირთვით ზომიერად. ძუძუს, მსხვილი ნაწლავის, ფილტვის, თირკმლის და ღვიძლის კიბოს რისკი იზრდება ალკოჰოლის გადაჭარბებული მიღებით.
- შეზღუდეთ დამუშავებული ხორცი.
3. შეინარჩუნეთ ჯანმრთელი წონა და იყავით ფიზიკურად აქტიურები.
ჯანსაღი წონის შენარჩუნებამ შეიძლება შეამციროს სხვადასხვა სახის კიბოს, მათ შორის ძუძუს, პროსტატის, ფილტვის, მსხვილი ნაწლავისა და თირკმლის კიბო.
გარდა იმისა, რომ დაგეხმარებათ წონის კონტროლში, ფიზიკურმა აქტივობამ შეიძლება შეამციროს ძუძუს კიბოს და მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკი.
4. მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებს.
კანის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კიბოა და ამასთანავე, მისი პრევენცია ყველაზე მეტად შეიძლება. სცადეთ შემდეგი რჩევები:
მოერიდეთ შუადღის მზეს. თავი შეიკავეთ დილის 10 საათიდან საღამოს 4 საათამდე სეირნობისგან, როდესაც მზის სხივები ყველაზე ძლიერია.
დარჩით ჩრდილში. გამოიყენეთ მზის სათვალე და ფართოფარფლებიანი ქუდი.
ატარეთ თავისუფალი ტანსაცმელი, რომელიც მაქსიმალურად ფარავს თქვენს კანს. აირჩიეთ ნათელი ან მუქი ფერები, რომლებიც უფრო მეტ ულტრაიისფერ გამოსხივებას ირეკლავს, ვიდრე პასტელური ან გათეთრებული ბამბა.
არ დაიშუროთ მზისგან დამცავი კრემი. გამოიყენეთ ფართო სპექტრის მზისგან დამცავი კრემი SPF მინიმუმ 30, ღრუბლიან დღეებშიც კი.
თავი აარიდეთ სოლარიუმს, რადგან ისეთივე საზიანოა, როგორც მზის სხივები.
5. აიცერით
კიბოს პრევენცია მოიცავს დაცვას გარკვეული ვირუსული ინფექციებისგან. გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ვაქცინაციაზე.
B ჰეპატიტი. მას შეუძლია გაზარდოს ღვიძლის კიბოს განვითარების რისკი.
ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV). HPV არის სქესობრივი გზით გადამდები ვირუსი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს ყელის და სხვა სასქესო ორგანოების კიბოები და თავისა და კისრის ბრტყელუჯრედოვანი სიმსივნეები.
გაეცანით ინტერვიუს გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგ სოფო ბოჯგუასთან პაპილომა ვირუსის ტიპებზე, მის დიაგნოსტირებაზე და ასევე, როდის არის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება მოზარდებისთვის სასურველი და ეფექტური – https://dedamicis.ge/kibos-gamomwvevi-virusi/
6. მოერიდეთ სარისკო ქცევებს
კიბოს პრევენციის კიდევ ერთი ეფექტური ტაქტიკაა იმ სარისკო ქცევის თავიდან აცილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინფექციები, რაც, თავის მხრივ, ზრდის კიბოს რისკს. მაგალითად:
შეზღუდეთ თქვენი სექსუალური პარტნიორების რაოდენობა და გამოიყენეთ პრეზერვატივი სექსის დროს. რაც უფრო მეტი სექსუალური პარტნიორი გყავთ, მით უფრო მეტი ალბათობა გაქვთ, რომ სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია გადმოგედოთ – მაგალითად შიდსი (HIV) ან პაპილომა ვირუსი. HIV ზრდის ღვიძლისა და ფილტვების კიბოს რისკს.
ნუ გაიზიარებთ ნემსებს. ნემსების გაზიარებამ წამალდამოკიდებულ ადამიანებში შეიძლება გამოიწვიოს შიდსი, ასევე B და C ჰეპატიტი, რაც ზრდის ღვიძლის კიბოს რისკს.
7. მიიღეთ რეგულარული სამედიცინო დახმარება
სხვადასხვა ტიპის კიბოს, მაგალითად, კანის, მსხვილი ნაწლავის, საშვილოსნოს ყელისა და მკერდის კიბოს , რეგულარულმა სკრინინგმა შეიძლება გაზარდოს კიბოს ადრეული აღმოჩენის შანსი, რაც მის დამარცხებაში დაგეხმარებათ.
www.mayoclinic.org