Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას „დედამ იცის“ ესაუბრება ენისა და მეტყველების თერაპევტი, საქართველოს ენისა და მეტყველების თერაპევტთა ასოციაციის საბჭოს წევრი ელენე წკრიალაშვილი.


გვესაუბრეთ კვებითი სირთულეების შესახებ. რა შეიძლება ჩაითვალოს ბავშვებში კვებითი სირთულის მიზეზად?

  • გახანგრძლივებული კვების პროცესი;
  • საკვების უარყოფა;
  • ჩაშლილი და სტრესული კვების პროცესი;
  • დამოუკიდებელი კვების არ ქონა;
  • ყურადღების გამფანტველი ქმედებების ან საგნების ჩართულობა საკვების მიღების ხელშესაწყობად;
  • ახალი საკვების შიში და მიუღებლობა;
  • სხვადასხვა ტექსტურის საკვებზე გადასვლის სიძნელეები;
  • წოვის, ღეჭვის და ყლაპვის სირთულეები.

რა დროს არის საჭირო თერაპევტთან ვიზიტი და რამდენად მნიშვნელოვანია ადრეული ინტერვენცია?


კვებითი დარღვევები ფართოდ გავრცელებულია ბავშვებში და მოზარდებში, რაც გავლენას ახდენს მათ ჯანმრთელობაზე, მშობლებზე და სოციუმში ინტეგრაციაზე.
კვებითი დარღვევები საერთო ტერმინია, რომელიც მოიცავს კვებასთან დაკავშირებულ ყველა დარღვევას, მიუხედავად ეტიოლოგიის, სიმძიმისა და შედეგებისა.

კვებითი დარღვევების ადრეული იდენტიფიცირება და სწორი ინტერვენცია უმნიშვნელოვანესია ბავშვთან მუშაობის პროცესში. რადგან კვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და კომპლექსური საქმიანობაა ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც მოითხოვს მოტორული, სენსორული და კოგნიტური ფუნქციების ეფექტურ და კოორდინირებულ ფუნქციონირებას.
დაგვიანებულმა ინტერვენციამ შეიძლება გამოიწვიოს  ხანგრძლივი და მწვავე სამედიცინო პრობლემები, რაც ასევე აისახება ბავშვის ზრდა-განვითარებაზე. ასევე ხელი შეუშალოს ბავშვს და მოზარდს ყოველდღიურ ფუნქციონირებაში.

რა არის კვების თერაპიის მიზანი?

  • კვების სირთულეების ძირითადი მახასიათებლების იდენტიფიცირება, დროული გადამისამართება შესაბამის სპეციალისტთან;
  • ჩარევის სტრატეგიების განსაზღვრა;
  • კვების წინარე უნარების განვითარება, ორალურ-მოტორული უნარების განვითარება ფუნქციურ ჭრილში;
  • დამოუკიდებელი კვების ხელშეწყობა;
  • გარემო ფაქტორების ხელშეწყობა, რომლებიც ხელს უწყობს უსაფრთხო კვების პროცესს;
  • ბავშვისთვის  კვების რუტინის ჩამოყალიბება;
  • კომუნიკაციის მნიშვნელობა კვების დროს;
  • ახალი საკვების მიმღებლობა და რაციონში შეტანა, რომელიც მნიშვნელოვანია ბავშვის ზრდა განვითარებისთვის, იმისთვის რომ ბავშვმა მიიღოს განვითარებისთვის საჭირო, დაბალანსებული საკვები;
  • საკვების კვლევა ბავშვისთვის სახალისო გზით, როგორიცაა საკვებით თამაში, თანამონაწილეობა საკვების მომზადების პროცესში ახალი საკვების შეცნობისთვის და მიმღებლობისთვის.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5