Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმასდედამ იცისესაუბრება ფსიქოლოგი სალომე დვალიშვილი.          

გვესაუბრეთ კვებითი ქცევის დარღვევის შესახებ. როგორ ვლინდება ეს მდგომარეობა და რა სიმპტომებით შეიძლება ამოვიცნოთ?

კვებითი ქცევის დარღვევის ერთ-ერთი ყველაზე  გავრცელებული ფორმა   გახლავთ კომპულსიურ-ემოციური (გადაჭარბებული) კვება. ეს არის კვებითი აშლილობის ფორმა  და ვლინდება შეტევის მსგავსი ეპიზოდებით, რომლის დროსაც  ადამიანს არ შია, თუმცა  მიირთმევს გადაჭარბებული რაოდენობით  საკვებს. აქვე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ საკვების ტიპს არ აქვს მნიშვნელობა. შესაძლოა იყოს როგორც გასართობი საკვები, როგორიცაა  ტკბილეული ან დასანაყრებელი საკვები, როგორიცაა  ხორციანი  კერძი. კომპულსიური კვება   ჩნდება სტრესზე როგორც საპასუხო რეაქცია და ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:

·       ადამიანს არ აქვს შიმშილის გრძნობა, მაგრამ მაინც სულ რაღაცას ღეჭავს.

·       ჭამს ძალიან სწრაფად, ისე რომ არ ელოდება დანაყრების შეგრძნების მოსვლას. 

·       შესაძლოა ჭამოს იმდენად ბევრი, რომ მივიდეს გულისრევის შეგრძნებამდე.

·       უკმაყოფილოა საკუთარი ფორმებით და  ტანსაცმლის ზომით.

·       საკვების მიღების შემდეგ, აქვს დანაშაულის განცდა და საკუთარი თავის მიმართ ზიზღი.

·       ურჩევნია იკვებოს მარტო, რადგან თავიდან აიცილოს სირცხვილის შეგრძნება.

თუ ზემოთ აღნიშნული სიმპტომებიდან  სახეზეა მინიმუმ 3 სიმპტომი,  აუცილებლად უნდა მიმართოთ სპეციალისტს (ფსიქოთერაპევტს). სტატისტიკურად, ძალიან ცოტაა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებმაც დამოუკიდებლად შეძლეს ამ პრობლემასთან გამკლავება.

თუ ადამიანს ახასიათებს კომპულსიური კვება, ნუ იჩქარებთ მას მისცეთ რეკომენდაცია დაიწყოს  სწორი კვება (დიეტა), ამას უბრალოდ არანაირი აზრი არ აქვს, შედეგს არ გამოიღებს. ასეთ  დროს ადამიანს სჭირდება ფსიქოთერაპევტი, რომელიც დაეხმარება, ერთი მხრივ,  იპოვოს მიზეზი კვებითი ადიქციისა  და, მეორე მხრივ, ისწავლოს, როგორ მართოს საკუთარი კვებითი ქცევები.

როგორ ყალიბდება კვებითი ადიქცია ?!

სანამ კვებითი ადიქცია ჩამოყალიბდება, ის რამდენიმე სტადიას გადის:

დაცვითი ფუნქცია. კერძოდ სტრესის ფონზე საკვები ფსიქოლოგიური თავშესაფრის ფუნქციას ასრულებს. 

საკვებთან ინტენსიური კონტაქტი აღწევს თავის პიკს. პიროვნება განიცდის სხვადასხვა სიმძლავრის ფსიქიკურ დარღვევებს და ხვდება, რომ სჭირდება სპეციალისტი. სწორედ ამ დროს მიმართავენ ფსიქოლოგს, რათა სიმპტომები  იქნას მოხსნილი.

საკვების მიმართ ტოლერანტულობა იკლებს.   საკვებზე დამოკიდებულება იმდენად ძლიერია, რომ ადამიანს ხელს უშლის ყოველდღიურ ფუნქციონირებაში. ფსიქიკური დარღვევა იღებს ქრონიკულ სახეს. ამ დროს პიროვნება პასიურად იღებს დახმარებას სპეციალისტისგან, მაგრამ არსებითი ცვლილებების არ სჯერა. პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებასა და ჯანმრთელობაზე მინიმალურია. საბოლოოდ დამოკიდებულება ხდება ცალკე მდგომ პროცესად, რომელიც არ ექვემდებარება მათ ნებისყოფასა და სურვილებს.

კომპულსიურ კვებასთან მიმართებაში მკურნალობის  სხვადასხვა  მეთოდებს იყენებენ, თუმცა მათ შორის ყველაზე გავრცელებულია:

1)      კოგნიტურქცევითი თერაპია, რომელიც მიმართულია კვებითი ქცევის დარღვევის მიზეზის  პოვნაზე.

2)       დიალექტიკურ ქცევითი თერაპია მიზნად ისახავს სტრესთან გამკლავების  ახალი გზების პოვნას და  ემოციური  რეგულირების  ეფექტური ტექნიკების სწავლას, რომელიც არ არის დაკავშირებული კვებასთან .

3)      ოჯახური ფსიქოთერაპია სადაც,  ფსიქოთერაპევტი ეხმარება სწორი ადაპტაციის ტაქტიკის შემუშავებაში, ქცევის სწორი მოდელის ჩამოყალიბებაში და საჭირო დახმარებას უწევს მშობლებს, რომელთა შვილებსაც აქვთ კვებითი დარღვევა .

 რა ეტაპებს მოიცავს ფსიქოლოგიური დახმარება კვებითი დამოკიდებულებისას?

·       ინფორმაციის შეგროვება.

·       სამოტივაციო ეტაპი (მოტივაციაზე მუშაობა).

·       ფსიქოთერაპიული ეტაპი, რომელიც მოიცავს:

1.             სიმპტომზე მუშაობას კორექციას

2.             ალტერნატიული ტექნიკების შესწავლას,  რომლებიც ეხმარება ცნობიერების  მდგომარეობის შეცვლაში

3.             ემოციური მდგომარეობის რეგულირებისა და მართვის ტექნიკების დასწავლას.

4.              ემოციურ-ნებელობითი სფეროს განვითარებას.

კომპულსიურ-ემოციური კვების ყველაზე გავრცელებული შედეგი გახლავთ ჭარბი წონა. ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, რომ თავის დაღწევა შეუძლებელია ამ მდგომარეობიდან, ვინაიდან მათ ძალიან ბევრი  დიეტა  და იმედგაცრუება გამოცადეს. მინდა დავარწმუნო ისინი, რომ გამოსავალი ნამდვილად არსებობს.  მნიშვნელოვანია ამ პროცესში სპეციალისტების ჩართვა  და მოქმედებაზე გადასვლა.   კერძოდ, ექიმი-ენდოკრინოლოგი დაგეხმარებათ ჰორმონალური ფონის ნორმალიზებაში, ნუტრიციოლოგი სწორი კვების სწავლაში, ხოლო  სწორი კვებითი ქცევების ჩამოყალიბებაში ფსიქოთერაპევტი.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5