Skip to content Skip to sidebar Skip to footer

2012 წელს აკრძალეს ჩვილების ბოთლები, რომლებიც  ბისფენოლ A-ს ( BPA ) შეიცავდა. ბევრმა ბოთლის მწარმოებელმა კომპანიამ მის ნაცვლად პოლიპროპილენის გამოყენება დაიწყო. წლების განმავლობაში ეს იდეალური გამოსავალი ჩანდა – ის არის შუშის ბოთლებზე იაფი და ამავე დროს თავისუფალი იმ ქიმიური ნივთიერებებისგან, რომლებსაც შეუძლიათ ავნონ ჩვილების განვითარებად ორგანიზმს. ამჟამად, მსოფლიოში წარმოებული ჩვილის ბოთლების 82% შეიცავს პოლიპროპილენს.   

სამწუხაროდ, ჟურნალ Nature Food-ში გამოქვეყნებულმა ბოლოდროინდელმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ შესაძლოა, პოლიპროპილენის ბოთლებმა  გამოყოს 16 მილიონი მიკროპლასტმასა თქვენი ბავშვის ფორმულაში (ადაპტირებული ხელოვნური ნარევი). მაგრამ პანიკის საჭიროება არ არის, კვლევამ ასევე შემოგვთავაზა რეკომენდაციები, როგორ გავწმინდოთ უსაფრთხოდ ბოთლები და გავათბოთ  ბავშვის ფორმულები პლასტმასის მავნე მიკრონაწილაკების ზემოქმედების გარეშე.

კვლევის შედეგები და ურთიერთსაწინააღმდეგო რეკომენდაციები

კვლევამ აჩვენა, რომ პოლიპროპილენის შემცველი ბოთლების სტერილიზაცია და მაღალი ტემპერატურის წყლის ზემოქმედება მნიშვნელოვნად ზრდის მიკროპლასტმასის გამოყოფას.

ეს რთული სიახლეა მშობლებისთვის, რადგან ჯანდაცვის უმაღლესი ორგანიზაციების მიერ ორივე პრაქტიკა ამჟამად რეკომენდებულია პლასტმასის ბოთლების გამოყენების დროს: ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის გაიდლაინი გვირჩევს, ჩვილთა კვების პლასტმასის ბოთლები ყოველდღიურად გამოვხარშოთ ხუთი წუთის განმავლობაში, მიკრობების მოსაცილებლად.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვირჩევს, ადაპტირებული ხელოვნური ნარევის  მოსამზადებლად გამოვიყენოთ არანაკლებ 70° ტემპერატურის წყალი, რადგან ფორმულა არ არის სტერილური ნივთიერება. ეს მითითებები პირდაპირ ეწინააღმდეგება ამ ინოვაციურ კვლევაში მოცემულ ახალ დასკვნებს, სადაც ნათქვამია: ”მაღალი ტემპერატურის წყლის ზემოქმედება მნიშვნელოვნად ზრდის მიკროპლასტმასების გამოყოფას (0,6 მილიონიდან 55 მილიონ ნაწილაკზე ლიტრზე), როდესაც ტემპერატურა იზრდება 25-დან 95°-მდე.

როდესაც ჩვენ ამ ცხელ სითხეს შევანჯღრევთ ფხვნილის კარგად გასახსნელად, უფრო მეტი მიკროპლასტმასა გამოიყოფა. ეს პოლიპროპილენის სტრუქტურის და პლასტმასის წარმოების მეთოდის დამსახურებაა. კვლევაში მონაწილე მეცნიერთა ჯგუფი აღიარებს, რომ საჭიროა დამატებითი კვლევები მიკროპლასტმასის გამოყოფის ზუსტი მექანიზმის დასადგენად.

კვლევის საიმედო შედეგი არის ის, რომ მკვეთრად შემცირდა მიკრო და ნანოპლასტმასის გამოყოფა, როცა პლასტმასის ბოთლებს მხოლოდ დაბალი ტემპერატურის (ოთახის ტემპერატურის)  წყლით რეცხავდნენ. ამ მიგნებაზე დაყრდნობით,  კვლევის სათავეში მყოფი მეცნიერთა გუნდი მოუწოდებს შესაბამის ორგანიზაციებს – გადახედონ გაიდლაინებს და პროცედურებს ბავშვთა კვებისათვის განსაზღვრული პლასტმასის ბოთლების წარმოების შესახებ.

სტერილიზაცია

პოლიპროპილენისგან დამზადებული ბოთლის სტერილიზაციის მიზნით, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ დაიცვან ჯანმოს გაიდლაინი, რაც გულისხმობს ბოთლების ხუთ წუთამდე დუღილს და შემდეგ გაცივებას. ბოთლის სრულად გაცივების შემდეგ გირჩევთ, რომ  არანაკლებ სამჯერ გაავლოთ წინასწარ სტერილიზებული, ოთახის ტემპერატურის წყალი.

ფორმულის მომზადება

გააცხელეთ წყალი ფორმულის მოსამზადებლად საჭირო ტემპერატურაზე არაპლასტმასის ჭურჭელში, მაგალითად მინის ან უჟანგავი ფოლადის. მანდვე შეურიეთ ფხვნილი. მას შემდეგ, რაც მომზადებული რძე გაგრილდება ოთახის ტემპერატურაზე, გადაიტანეთ ბავშვის პლასტმასის ბოთლში (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მომზადებული ფორმულა არ უნდა დარჩეს ოთახის ტემპერატურაზე 2 საათზე მეტხანს, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიხედვით).

წყარო: www.verywellfamily.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5