Skip to content Skip to sidebar Skip to footer

წაიკითხეთ ჩვენი სტატია, როდის არის უსაფრთხო სექსის ორსულობის დროს.

ორსულობას ხშირად თან ახლავს ცვლილებები, მათ შორის  სქესობრივ ცხოვრებაშიც. თქვენ შეამჩნევთ, რომ ზოგ ტრიმესტრში შესაძლოა საერთოდ არ გქონდეთ სექსის სურვილი, ზოგჯერ კი პირიქით.

რა იწვევს ლიბიდოს (სქესობრივი ლტოლვის) ცვლილებებს ორსულობის დროს?

დაადანაშაულეთ თქვენი ჰორმონები. ესტროგენისა და პროგესტერონის დონის ცვალებადობამ შეიძლება გამოიწვიოს სქესობრივი ლტოლვის მატება ან დაქვეითება. მაგრამ გულისრევა, დაღლილობა, სტრესი და წონის მომატებაც ასევე მოქმედებს თქვენს ლიბიდოზე.

მომატებული ლიბიდო ორსულობის პერიოდში

თუ თქვენი ლიბიდო მუცელთან ერთად იზრდება, ისიამოვნეთ თქვენი სექსუალური სურვილებით! ეს შეიძლება სასარგებლო იყოს  თქვენი და ნაყოფის ჯანმრთელობისთვის, რადგან ორსულობისას სექსმა და ორგაზმმა შეიძლება დააჩქაროს   მშობიარობის შემდგომი აღდგენა (მენჯის კუნთების შეკუმშვებით) და გააუმჯობესოს თქვენი ძილი და განწყობა (მას დამამშვიდებელი ეფექტი აქვს).

ორსულობაში ლიბიდოს მომატების მიზეზი ისევ და ისევ ჰორმონებია. თქვენი მკერდი უფრო მგრძნობიარე ხდება, ვულვა ივსება გაზრდილი სისხლის მიმოქცევისგან და სექსი უფრო სასიამოვნო შეიძლება გახდეს.

შესაძლოა, თქვენ უფრო ხშირად იგრძნოთ სექსის სურვილი მეორე ტრიმესტრში, როდესაც გულისრევები გაგივლით და ენერგია მოგემატებათ. თუმცა, ყველა ქალი (და ორსულობა) განსხვავებულია.

დაქვეითებული ლიბიდო ორსულობის პერიოდში

ქალების თითქმის 60 პროცენტი ორსულობის გარკვეულ პერიოდში სექსის სურვილის შემცირებას აღნიშნავს. დარწმუნებული იყავით, ეს დროებითია.

ორსულობის ჰორმონებს ლიბიდოს მომატებაც შეუძლიათ და დაქვეითებაც.

ქალების დაახლოებით 30 პროცენტი წუხს, რომ სექსმა ან თუნდაც ორგაზმმა შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ ბავშვს ან გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა. გაესაუბრეთ ექიმს, რამდენად გაქვთ ამაზე შფოთვის მიზეზი.

შესაძლოა, თქვენი ტვინი იმდენად იყოს დაკავებული დედობის ემოციებითა და ბავშვის დასახვედრად მოსამზადებელი საქმეების დაგეგმვით, რომ სექსი მისთვის ბოლო ადგილზე იყოს.

ორსულობის „ბნელი“ მხარეებიც, როგორიცაა ბუასილი, გულძმარვა, შებერილობა ხშირად უარყოფითად მოქმედებს სქესობრივ ცხოვრებაზე.

ზოგჯერ ქალები კომპლექსდებიან მომატებული წონის გამო და უარს ამბობენ სექსზე.

როდის აღდგება ლიბიდო?

შესაძლებელია მშობიარობიდან  6 თვის შემდეგაც არ გქონდეთ სექსის სურვილი, რაც ძუძუთი კვებისას გააქტიურებული ჰორმონების და/ან უძილო ღამეების დამსახურება იყოს.

აუცილებლად ისაუბრეთ პარტნიორთან  სქესობრივ ცხოვრებასა და თქვენს სექსუალურ (და არა მხოლოდ) სურვილებზე. არ იფიქროთ იმაზე, ნორმალურია თუ არა ლიბიდოს დაქვეითება ორსულობის დროს. გახსოვდეთ, რომ მთავარია ის, რაც თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის ხდება.

წყარო: www.whattoexpect.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5