Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ამერიკის პედიატრიის აკადემიის მიხედვით, „მატყუარა“ საწოვარა (ძუძუთი კვების მიჩვევის შემდეგ) ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკებს ამცირებს. ამავე წყაროზე დაყრდნობით, მისთვის თავის დანებების დრო კი 2-4 წელია. სტომატოლოგები ამბობენ, რომ დაახლოებით 4-6 წლიდან  ამ ჩვევამ შეიძლება გამოიწვიოს კბილების ან ყბის პრობლემები და უმჯობესია თუ ბავშვი „მატყუარას“ წოვას 3 წლის ასაკამდე შეწყვეტს.

როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი „მატყუარას“ წოვას 12-15 თვემდე?

ყურადღება მიაქციეთ, როდის წოვს ბავშვი. ეს მას კომფორტისთვის სჭირდება თუ უბრალოდ, ჩვევაა? შეეცადეთ არ მისცეთ „მატყუარა“, როცა მას არ სჭირდება წოვა. მაგალითად ეზოში თამაშის დროს.  

თუ ბავშვი აპროტესტებს „მატყუარას“ წართმევას, ეცადეთ გადაატანინოთ ყურადღება სტიმულაციის სხვა საშუალებებით  (მაგალითად საჩხარუნოები, სარწეველა სკამი, საწოლზე დასაკიდი სათამაშოები).

თუ ბავშვს კბილები ამოსდით, შესთავაზეთ ღრძილების მასაჟორები ან ცივი ნაჭერი.

გაითვალისწინეთ, რომ თუ „მატყუარას“ გადაჩვევას დაიწყებთ მაშინ, როცა ბავშვს წოვის ძლიერი სურვილი აქვს, შეიძლება მან სხვა რამის წოვა დაიწყოს, მაგალითად საკუთარი თითის.

როგორ გადავაჩვიოთ მატყუარას ბავშვი 1-3 წლამდე ასაკში?

გადაჩვევის სწრაფი გზა

ღრმად ჩაისუნთქეთ, რადგან ამ მარშრუტის გასავლელად საკმაოდ ძლიერი ნერვები დაგჭირდებათ.

უთხარით თქვენს ახლად ფეხადგმულ ბავშვს, რომ 3 დღეში “მატყუარას” აღარ მისცემთ, რადგან ის უკვე საკმარისად დიდია იმისთვის, რომ მის გარეშე გაერთოს. გაიმეორეთ თქვენი გადაწყვეტილება მეორე დღეს.

დათქმულ დღეს სახლიდან გააქრეთ ყველა „მატყუარა“. შეგიძლიათ შესთავაზოთ ახალი სათამაშო მის ნაცვლად. ზოგიერთი მშობელი ამ პროცესს თამაშად აქცევს, ვითომ ფერიას მიაქვს საწოვარა ჩვილისთვის და მას ახალ საყვარელ ნივთს უტოვებს.

დაახლოებით 3 დღეში, ალბათ პატარა შეწყვეტს „მატყუარას“ გამო ტირილს.

გადაჩვევის ნელი გზა

დაელაპარაკეთ თქვენს პატარას. უთხარით, რომ ის საკმარისად დიდია იმისთვის, რომ „მატყუარას“ წოვდეს. მოუყევით ისტორიები რეალურ ან წარმოსახვით მეგობრებზე, რომლებიც გადაეჩვივნენ საწოვარას. ბავშვის გასაგონად, „აცნობეთ“ მის საყვარელ სათამაშოს, რომ მისი პატრონი აპირებს, ძალიან მალე დაანებოს თავი „მატყუარას“ წოვას.

დააკვირდით, როდის სჭირდება თქვენს პატარას „მატყუარა“ და როდის შეუძლია მასზე უარი თქვას. მაგალითად, პირველ ეტაპზე შეგიძლიათ დაუტოვოთ ძილის წინ.

მიეცით არჩევანის საშუალება. მაგალითად, დადეთ „მატყუარა“ ბავშვის საწოლ ოთახში და უთხარით ბავშვს, რომ მხოლოდ ამ ოთახში შეუძლია გამოიყენოს.

წახალისება. „მატყუარას“ გადაჩვევის პროცესში თქვენი ბავშვი გადის კომფორტის ზონიდან, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მან თავი იგრძნოს წახალისებულად და დაჯილდოებულად საყვარელი ადამიანების მხრიდან.

თქვენ ყველაზე უკეთ იცნობთ საკუთარ თავს და შვილს, ამიტომ შეარჩიეთ თქვენზე მორგებული მეთოდი. მოიკრიბეთ ძალები, რათა  ტანტრუმებისა და ტირილის დროს შეძლოთ თანაუგრძნოთ თქვენს პატარას. ამავე დროს, ნუ აჩვენებთ მას, რომ შეუძლია მიაღწიოს სასურველს მხოლოდ იმით, რომ ხმამაღლა ტირილი შეუძლია.

თუ ხვდებით, რომ გადაჩვევის პროცესი ძალიან მტკივნეულია, შეიძლება ბავშვი ან თქვენ არ ხართ მზად ამისთვის. გადადეთ მომავალი თვისთვის და გაიხსენეთ, რომ პაემანზე „მატყუარათი“ არავინ ყოფილა.

წყარო: www.healthline.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5