Skip to content Skip to sidebar Skip to footer

2015 წლის დეკემბერში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ  11 თებერვალი „მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღედ“ გამოაცხადა.  2021 წლის თემაა: მეცნიერები ქალები COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის სათავეში.


COVID-19-ის პანდემიამ ნათლად აჩვენა მკვლევარ ქალთა გადამწყვეტი როლი COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა ეტაპზე, ვირუსის შესახებ ცოდნის გაძლიერებით, ტესტირების ტექნიკის შემუშავებით და ბოლოს ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნით.

ამავდროულად, COVID-19-ის პანდემიამ მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა იქონია მეცნიერ ქალებზე, განსაკუთრებით მათზე, ვინც კარიერის საწყის ეტაპზე იმყოფება და ამით ხელი შეუწყო მეცნიერებაში არსებული გენდერული უთანასწორობის გაფართოებას.

დღეისათვის, მთელს მსოფლიოში მკვლევართა 30 პროცენტზე ნაკლები ქალია. იუნესკოს მონაცემების თანახმად (2014 – 2016), მოსწავლე გოგონების მხოლოდ 30 პროცენტი ირჩევს STEM–თან დაკავშირებულ სფეროებს უმაღლეს განათლებაში. გლობალურად, სტუდენტ ქალთა ჩარიცხვა განსაკუთრებით დაბალია ICT (3%), საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, მათემატიკასა და სტატისტიკაში (5%) და ინჟინერიაში, წარმოებასა და მშენებლობაში (8%).

მე-6 ასამბლეის მონაწილეები ყურადღებას გაამახვილებენ სოციალური ასპექტებისა და კულტურული განზომილებების მნიშვნელობაზე მეცნიერებაში, ტექნოლოგიასა და ინოვაციებში მდგრადი განვითარების პროგრამების გასაუმჯობესებლად.

ასამბლეაში პირველად მიიღებენ მონაწილეობას  უსინათლო მკვლევარ-მეცნიერები, მაღალი დონის პანელის საშუალებით, რომელსაც ეწოდება „მეცნიერება ბრაილის შრიფტით“ (Writing Science in Braille). პანელის მიზანია საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების გამახვილება უსინათლო და მხედველობადაქვეითებული პირების, განსაკუთრებით გოგონებისა  და ქალების, უფლებებზე მეცნიერებაში, განათლებასა და წიგნიერებაში, თანაბარი შესაძლებლობები, აგრეთვე ჩართულობა მდგრადი განვითარების პროგრამებში, რათა ისინი იყონ არა მხოლოდ ბენეფიციარები, არამედ ცვლილებების აგენტები.

გარდა ამისა, მე-6 ასამბლეა ხელს შეუწყობს ჰოლისტიკური მიდგომის განხილვას, ”როგორ წარვმართოთ ინოვაციური ეკონომიკა პოსტ-კოვიდურ ეპოქაში”. 2021 წლის ასამბლეაზე 5 თემაზე გაამახვილებენ ყურადღებას:

  • მეცნიერების შესაბამისობა ინოვაციურ ეკონომიკასთან;
  • წყლის ეკონომიკა ინკლუზიური ინოვაციური მწვანე ზრდისათვის;
  • ქალები მეცნიერებაში ოკეანეებისათვის: ოკეანეების ათწლეულის დაწყების აღნიშვნა;
  • მეცნიერების კრეატიულობა ეკონომიკის აღსადგენად: კრეატიული ეკონომიკის საერთაშორისო წლის აღნიშვნა;
  • ქალები მეცნიერებასა და დიპლომატიაში: მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლის აღნიშვნა.

წყარო: www.womeninscienceday.org, www.un.org

ფოტო: www.queensu.ca