Skip to content Skip to sidebar Skip to footer

მენსტრუალური ციკლის დაგვიანება ორსულობის ადრეული ნიშანია. თუმცა, არსებობს სხვა მიზეზებიც, მაგალითად ძუძუთი კვება, სტრესი და სხვა ფიზიოლოგიური ან ფსიქიკური მდგომარეობები. ზოგჯერ გადაცდენა არ წარმოადგენს პრობლემას, თუმცა თუ 3 თვის განმავლობაში არ გქონიათ მენსტრუალური გამონადენი ან 35 დღეზე მეტხნიანი ან არარეგულარული ციკლი გაქვთ, მიმართეთ თქვენს გინეკოლოგს.

მრავალი მიზეზი არსებობს, რის გამოც შეიძლება გამოტოვოთ ან გადაგიცდეთ მენსტრუაცია და  ეს ყველაფერი ჰორმონებთან არის დაკავშირებული. ამ ჰორმონებში შედის პროგესტერონი და ესტროგენი, ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონი (FSH), მალუთეინიზირებელი ჰორმონი  (LH) და პროლაქტინი.

მენსტრუაციის გადაცდენის მიზეზები

ორსულობა

მენსტრუალური ციკლის გადაცდენა ხშირად ორსულობის პირველი ნიშანია. თქვენი სხეული იწყებს ადამიანის ქორიონული გონადოტროპული ჰორმონის წარმოქმნას (hCG), რომელიც შეიძლება გამოჩნდეს ორსულობის ტესტში ან სისხლის hCG ანალიზში.

სტრესი

დიდ და პატარა სტრესორებს, მაგალითად მოგზაურობას, ავადმყოფობას შეუძლია გამოიწვიოს ჰორმონალური  ცვლილებები. შესაბამისად, ოვულაცია სხვა დროს ან საერთოდ არ მოხდება.

ძუძუთი კვება

ძუძუთი კვების დროს, თქვენი სხეული აწარმოებს პროლაქტინს, რომელიც თრგუნავს ოვულაციას. ზოგიერთი დედა იყენებს ექსკლუზიურ კვებას, როგორც ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებას, თუმცა ეს სარისკოა. გაითვალისწინეთ, რომ შეგიძლიათ დაორსულდეთ, სანამ მენსტრუალური გამონადენი გექნებათ, რადგან ოვულაცია მენსტრუაციაზე დაახლოებით 2 კვირით ადრე ხდება.

მედიკამენტები

ჩასახვის საწინააღმდეგო გარკვეულმა მედიკამენტებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს მენსტრუაციულ ციკლზე, რადგან ისინი თრგუნავენ ოვულაციას. ასევე ფსიქიატრიული მედიკამენტები და კიბოს სამკურნალო საშუალებები.

წონის დეფიციტი

ინტენსიურმა ფიზიკურმა დატვირთვამ, საჭიროზე ცოტა კალორიის მიღებამ, წონის მკვეთრმა კლებამ შეიძლება შეაჩეროს ესტროგენის წარმოება და შეანელოს hCG-ის გამოყოფა, რაც გავლენას მოახდენს თქვენს ციკლზე. 8.5 ან ნაკლებმა სხეულის მასის ინდექსმა შეიძლება გამოიწვიოს არარეგულარული მენსტრუალური ციკლი და  შეაჩეროს ოვულაცია მთლიანად. თქვენი სხეული აჩერებს ოვულაციას და მენსტრუაციას, რადგან ფიქრობს, რომ შიმშილობთ და ესმის, რომ ეს არ არის კარგი დრო ორსულობისთვის. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ციკლი ნებისმიერ დროს შეიძლება განახლდეს, ასე რომ, თქვენ ჯერ კიდევ გჭირდებათ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება, თუ არ გსურთ დაორსულება. ამ შემთხვევაში, მენსტრუალური ციკლის ცვლილებები გამაფრთხილებელი ნიშანია თქვენი ჯანმრთელობისთვის და გრძელვადიანი არასასურველი შედეგების თავიდან ასაცილებლად ექიმთან მისვლას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

სიმსუქნე

ჭარბწონიანობამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი სხეულის მიერ ესტროგენის ჭარბი გამომუშავება, რაც იწვევს ოვულაციის და მენსტრუაციის შეჩერებას. წონის დეფიციტის მსგავსად, ეს არის გამაფრთხილებელი ნიშანი და უნდა მიმართოთ ექიმს.

მენოპაუზა

მენოპაუზის დროს ქალს უწყდება მენსტრუალური ციკლი და ის ვერ შეძლებს დაორსულებას. ამ პერიოდამდე გარდამავალ ხანას  პერიმენოპაუზას უწოდებენ და ამ დროს ციკლი შეიძლება რამდენიმე თვით შეჩერდეს და ისევ აღდგეს, გახანგრძლივდეს ან შემცირდეს. შეიძლება დაიწყოს 30 წლიდან, თუმცა უფრო ხშირია 40 წლიდან. მენოპაუზის საშუალო ასაკი (განისაზღვრება, როგორც ერთი წელი ციკლის გარეშე) არის 51, პლუს-მინუს 5 წელი. თუ ადრეული მენოპაუზა გაქვთ,  მიმართეთ ექიმს.

სამედიცინო მდგომარეობები

პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, გაუკონტროლებელი ცელიაკია ან დიაბეტიც იწვევს მენსტრალური ციკლის დარღვევებს.

მენსტრუალური ციკლის არქონას ამენორეას უწოდებენ.

პირველადი ამენორეა ნიშნავს, რომ გოგონას ან ქალს არ ჰქონია ციკლი 15 წლის ასაკში.

მეორადი ამენორეა ნიშნავს, რომ ქალს მენსტრუაცია არ ჰქონია 3-დან 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში (3 თვე იმათში, ვისაც ადრე ჰქონდა რეგულარული პერიოდები და 6 თვე იმათში, ვისაც არარეგულარული პერიოდები ჰქონდა).

ოლიგომენორეა ნიშნავს იშვიათ  მენსტრუაციებს (6-8-ზე ნაკლები წელიწადში).

წყარო: www.babycenter.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5