თქვენს ახლად ფეხადგმულ ბავშვს შეიძლება არ ესმოდეს მე-კონცეფცია, სანამ 3 წლის ასაკს არ მიაღწევს. საკუთარ თავზე ლაპარაკი ამ ასაკის ბავშვების საყვარელი თემაა, თუმცა ისინი ამ დროს მესამე პირში საუბრობენ („ნინოს ნამცხვარი უნდა“, „საბა აქ უნდა დაჯდეს?“)
რატომ საუბრობენ ახლად ფეხადგმული ბავშვები საკუთარ თავზე მესამე პირში?
თქვენი შვილი ამ ასაკში საკუთარ თავს შეიძლება სახელით მოიხსენიებდეს, რადგან ის არ იცნობს კარგად ნაცვალსახელებს და საკმარისი მაგალითები არ მოუსმენია ამის შესახებ.
თუ თქვენ და თქვენი პარტნიორი საკუთარ თავზე მესამე პირში საუბრობთ შვილთან („დედა წყალს მოგიტანს“), მან შეიძლება მოგბაძოთ.
როდის დაიწყებს ბავშვი საკუთარ თავზე პირველ პირში საუბარს?
დაახლოებით 3 წლიდან. თუ ბავშვი 4 წლის ასაკში ისევ მესამე პირში საუბრობს საკუთარ თავზე, ჰკითხეთ პედიატრს, ხომ არ არის საჭირო მეტყველების თერაპევტის ჩარევა.
როგორ დავეხმაროთ ბავშვს მე-კონცეფციის გაგებაში?
წაუკითხეთ წიგნები. საბავშვო წიგნებში კარგად არის ნაჩვენები გრამატიკული წესები, მათ შორის, როგორ მესამე პირის გამოყენების წესები.
ყურადღება მიაქციეთ თქვენს მეტყველებას. ბუნებრივია, უთხრათ თქვენს შვილს, „დედა მიდის სამსახურში“, „მამა სათამაშო მოედანზე წაგიყვანს“, როცა გსურთ, მას ასწავლოთ, როგორ მოგმართოთ. მაგრამ კარგი იქნება, თუ ამას თავიდან აირიდებთ და თქვენ და თქვენი პარტნიორი საკუთარი მაგალითით ასწავლით, როგორ ისაუბრობს საკუთარ თავზე პირველ პირში („მე სამსახურში მივდივარ“).
მიეცით სხვებთან ურთიერთობის საშუალება. სხვადასხვა სოციალურ სიტუაციაში მოხვედრა სავარაუდოდ ასწავლის მას, როგორ მოიხსენიოს საკუთარი თავი.
წყარო: www.whattoexpect.com