Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმა  “დედამ იცისგთავაზობთ  ბავშვებში მეტყველების განვითარების სტრატეგიებსმასალა მოამზადა  თინათინ ფანცულაიას  ფსიქოლოგიური  საკონსულტაციო ცენტრისიდილიასფსიქოკონსულტანტმა, მეტყველების თერაპევტმასოფიო ყველაშვილმა.

იმისათვის, რომ ბავშვების მეტყველება განვავითაროთ და მათი ლექსიკური მარაგი გავამდიდროთ, გთავაზობთ სტრატეგიებს, რომელთა გამოყენების შემთხვევაში ეს პროცესი უფრო წარმატებით წარიმართება. 

  • საკუთარ თავთან საუბარი – ხმამაღლა ისაუბრეთ იმაზე, რასაც აკეთებთ;
  • პარალელური საუბარი – გაახმოვანეთ ყველაფერი, რასაც აკეთებს თქვენი შვილი;
  • განმეორება – გაიმეორეთ სიტყვები უსასრულოდ. გაზარდეთ შესაძლებლობები, კონცენტრირდით ერთსა და იმავე სიტყვებზე მთელი დღის მანძილზე;
  • გამარტივება – გამოიყენეთ მოკლე ფრაზები და წინადადებები;
  • დაამატეთ ერთი სიტყვა – გამოიყენეთ საუბარში ერთი სიტყვით მეტი, ვიდრე თქვენი შვილი იყენებს;
  • ნიმუში – უთხარით თქვენს პატარას, რაც გინდათ, რომ მან გითხრათ;
  • იმიტაცია – ასწავლეთ მოგბაძოთ თქვენ;
  • ვიზუალური ეფექტი – საუბრის დროს ანახეთ პატარას საგანი ან სურათი;
  • ჟესტების ენა – გამოიყენეთ და ასწავლეთ საუბრისას ჟესტები;
  • მხოლოდ ერთი ცალი – მიეცით საუბრის მოტივაცია, მიეცით მხოლოდ ერთი, რათა მოგთხოვოთ მეორეც;
  • მიეცით არჩევანის საშუალება – რომელი უფრო გინდა ეს თუ ეს?
  • თამაში წარმართეთ ისე, რომ პატარამ გთხოვოთ დახმარება;
  • მიუწვდომელ ადგილას – მიეცით საშუალება ეცადოს თვითონ აიღოს ის, რაც უნდა;
  • იყავით გულმავიწყი – მიეცით საშუალება გთხოვოთ ის, რაც სურს;
  • დაუშვით შეცდომები – მიიქციეთ ყურადღება მოულოდნელი საქციელით;
  • მიჰყევით მით ნებას – ისაუბრეთ ბავშვის ინტერესების შესახებ;
  • სიახლე – აღმოაჩინეთ და შეისწავლეთ რაიმე ახალი;
  • ვერბალური რუტინა – მაგ: დღის მანძილზე გამოიყენეთ ერთი და იგივე სიტყვები;
  • სიმღერა – შეასწავლეთ ენა სიმღერის მეშვეობით;
  • მოთმინება – გააკეთეთ პაუზა და დაელოდეთ, როდის გიპასუხებთ ბავშვი;
  • გააკეთეთ კომენტარი – დასვით ნაკლები შეკითხვა და გაუკეთეთ მეტი კომენტარი;
  • დაუსვით ღია კითხვები.
კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5