Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ამერიკული კომპანია Moderna-ს ინფორმაციით, ახალი ვაქცინა კოვიდ 19-ის წინააღმდეგ თითქმის 95 %-ით ეფექტიანია.

შედეგები Pfizer-ის მსგავსი შედეგების გავრცელებიდან მალევე გახდა საჯარო და კიდევ უფრო განამტკიცა რწმენა, რომ ვაქცინები დაამთავრებენ პანდემიას.

ორივე კომპანიამ ინოვაციური და ექსპერიმენტული მიდგომა გამოიყენა ვაქცინის დასამზადებლად.

Moderna აცხადებს, რომ “დიდებული დღეა” და გეგმავს მომდევნო რამდენიმე კვირაში მოითხოვოს ვაქცინაზე თანხმობა.

თუმცა ეს ჯერ კიდევ წინასწარი მონაცემებია და მთავარი კითხვები კვლავ უპასუხოდაა დარჩენილი.

რამდენად კარგია ვაქცინა?

კვლევაში მონაწილეობდა 30 000  ადამიანი აშშ-ში, რომელთა ნახევარს აძლევდნენ ვაქცინის ორ დოზას 4 კვირის შუალედში. დანარჩენებს უკეთებდნენ პლაცებო წამალს. პირველი 95 ადამიანიდან, რომლებსაც გამოუვლინდათ COVID-19, მხოლოდ 5 შემთხვევა იყო იმ ადამიანებში, ვისაც გაუკეთეს ვაქცინა, 90 კი მათგან, ვისაც მიღებული ჰქონდა ცარიელი წამალი. კომპანია ამბობს, რომ ვაქცინა იცავს 94.5%-ს. მონაცემები აჩვენებს, რომ კვლევაში იყო მძიმე შემთხვევის 11 შემთხვევა, მაგრამ არც ერთი აცრილ პაციენტებში. “ზოგადი ეფექტიანობა გამაოგნებელია, ძალიან კარგი დღეა” აცხადებს Moderna-ს უფროსი სამედიცინო ოფიცერი ტალ ზაქსი. კომპანიის პრეზიდენტი სტივენ ჰოუგი ამბობს, რომ გაეღიმა, როცა შედეგები მოვიდა. “არ მგონია, რომ რომელიმე ჩვენგანი იმედოვნებდა ვაქცინის 94%-იან ეფექტიანობას, ეს იყო გამაოგნებელი აღმოჩენა“.

როდის მივიღებ ვაქცინას?

ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ სად იმყოფებით მსოფლიოში და რამდენი წლის ხართ.

Moderna ამბობს, რომ უახლოეს კვირებში ის აშშ–ის მარეგულირებელ ორგანოს მიმართავს. ის ქვეყანაში 20 მილიონი დოზის მიღებას ვარაუდობს.

კომპანია იმედოვნებს, რომ მომავალ წელს ერთ მილიარდამდე დოზა იქნება ხელმისაწვდომი მთელ მსოფლიოში და გეგმავს დამტკიცების მიღებას სხვა ქვეყნებშიც.

დიდი ბრიტანეთის განცხადებით,  გაზაფხულიდან მას ექნება ხუთი მილიონი დოზა Moderna-ს ვაქცინა, რაც საკმარისია 2.5 მილიონი ადამიანის ვაქცინაციისთვის. თავდაპირველად ხანდაზმულების იმუნიზაცია იგეგმება.

რა არ ვიცით ვაქცინაზე?

ჯერ კიდევ არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება იმუნიტეტი. არსებობს მინიშნებები, რომელიც გარკვეულ დაცვას გვთავაზობს ხანდაზმულებში, რომლებიც რისკ ჯგუფში შედიან, მაგრამ სრული მონაცემები არ არსებობს.

ასევე არ არის ცნობილი, ვაქცინა ადამიანებს აარიდებს მძიმედ დაინფიცირებას თუ შეაფერხებს ვირუსის გავრცელებას.

აქვს ვაქცინას გვერდითი ეფექტები?

უსაფრთხოების შესახებ მნიშვნელოვანი პრობლემები არ გამოჩენილა, მაგრამ პარაცეტამოლის ჩათვლით, არაფერი არ არის 100% უსაფრთხო.

ინექციის შემდეგ ზოგიერთ პაციენტს აღენიშნა ხანმოკლე დაღლილობა, თავის ტკივილი და ტკივილი.

”ეს შედეგები არის ის, რასაც ველოდით ვაქცინით, რომელიც მუშაობს და იწვევს კარგ იმუნურ რეაქციას”, – თქვა პროფესორმა პიტერ ოპენშოუმ, ლონდონის საიმპერატორო კოლეჯიდან.

შედარება Pfizer-ის ვაქცინასთან

Pfizer / BioNTech ვაქცინას დაახლოებით 90% დაცვა აქვს.

ამასთან, ორივე ტესტი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და საბოლოო ციფრები შეიძლება შეიცვალოს.

Moderna-ს ვაქცინის შენახვა უფრო ადვილია, რადგან ის სტაბილურად რჩება მინუს 20C ტემპერატურაზე ექვს თვემდე და შეიძლება ინახებოდეს სტანდარტულ მაცივარში ერთი თვის განმავლობაში.

Pfizer–ის ვაქცინას სჭირდება ულტრაცივი შენახვა დაახლოებით მინუს 75C ტემპერატურაზე, მაგრამ მისი შენახვა მაცივარში შეიძლება ხუთი დღის განმავლობაში.

Sputnik V ვაქცინამ, რომელიც რუსეთში შეიქმნა, ასევე გამოაქვეყნა წინასწარი მონაცემები, რომლის მიხედვით ის ეფექტურია 92% -ით.

როგორ მუშაობს ვაქცინა?

Moderna-მ შეიმუშავა “RNA ვაქცინა” – ეს ნიშნავს, რომ სხეულში კორონავირუსის გენეტიკური კოდის ნაწილი შეჰყავთ. ის იწყებს ვირუსული ცილების, მაგრამ არა მთელი ვირუსის დამზადებას, რაც საკმარისია იმუნური სისტემის შეტევისთვის. მან უნდა ასწავლოს სხეულს, რომ შექმნას ანტისხეულები – და იმუნური სისტემის კიდევ ერთი ნაწილი, სახელწოდებით T- უჯრედები კორონავირუსთან საბრძოლველად.

როდის დასრულდება კოვიდი?

ერთი კვირის განმავლობაში, Pfizer–ის, Moderna–ს და რუსეთის პოზიტიურმა შედეგებმა შეცვალა პანდემიის დასრულების ჩვენი შანსები.

პირველ შედეგებამდე საუბარი იყო ვაქცინაზე, რომელიც შესაძლოა 50%-იან დაცვას გვთავაზობდეს. ახლა კი აღმოჩნდა, რომ  მას უფრო ძლიერი ეფექტიანობა აქვს.

ამ ეტაპზე მიღებული მონაცემები ასევე იმედოვნებს, რომ სხვა ვაქცინებიც წარმატებული იქნება, მაგრამ ახლა, როდესაც ერთი გამოწვევა მთავრდება, მეორე იწყება.

პოტენციურად მილიარდობით ადამიანის ვაქცინაცია მთელი მსოფლიოსთვის დიდი გამოწვევაა.

ზოგიერთი ექსპერტი აცხადებს, რომ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით გაზაფხულისთვის, ზოგი მომავალი ზამთრისთვის, ზოგი კი ფიქრობს, რომ წინ ჯერ კიდევ გრძელი გზაა.

პასუხი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შეძლებენ ქვეყნებში ხალხის მკლავებში მოათავსონ “სინჯარაში გამომწყვდეული იმედი”

წყარო: www.bbc.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5