Skip to content Skip to sidebar Skip to footer

„დედამიცისს” ესაუბრება ფსიქოლოგი ქეთი მესხიშვილი.

გვესაუბრეთ სიმორცხვის ნიშნებზე ბავშვებში. Როგორ უნდა ამოვიცნოთ მორცხვი ბავშვი?

Ძალიან მნიშვნელოვანია დაწყებითი, სკოლამდელი ასაკის ბავშვს მიაქციოს მშობელმა ყურადღება ამ მხრივ, სამ წლამდეც და სამი წლის პერიოდიდან. Ნიშნები შეიძლება იყოს: ბავშვს უჭირს ახალ გარემოსთან ადაპტაცია, შეიძლება სულ თავიდან არა, რადგან თავდაპირველად შეიძლება ცოტა მორცხვად გრძნობდეს ბავშვი თავს და ეს ბუნებრივია; მაგრამ, თუ  გარემო მშვიდია და უსაფრთხო ბავშვისთვის და მშობელი  აკვირდება მის ურთიერთობას თანატოლებთან და ხედავს მის შვილს უჭირს კონტაქტის დამყარება, თუ ვერ პოულობს სივრცეს მის გარშემო, სადაც ფიზიკურად შეიძლება თავს თავისუფლად გამოხატავდეს, თუ ეზღუდება ძალიან ელემენტარული გამოხატვის თავისუფლებები, მაგ.წყალი უნდა, მაგრამ ან ძალიან თავშეკავებულად ამბობს, ან საერთოდ ვერ ამბობს, მაშინ ეს ნიშნები შეიძლება ჩაითვალოს საყურადღებო ნიშნებად.  თუ ბავშვს ელემენტარული მოთხოვნილებების გაჟღერებაც კი უჭირს, თანატოლებთან ვერ ახერხებს  ურთიერთობის დამყარებას, მას შემდეგ, რაც გარემო მეტნაკლებად უცხო აღარ არის მისთვის, ეს ნიშნები მშობლისთვის უნდა გახდეს საყურადღებო ასევე.

ზედმეტი სიმორცხვე ბუნებრივი მდგომარეობა ნამდვილად არ არის, რადგან ბავშვი საკუთარი განვითარების და ასაკის მიუხედავად ვერ ავლენს ამ ასაკისთვის საჭირო კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს.

მშობელი აუცილებლად უნდა დაინტერესდეს, ბაღში როგორ არის მისი შვილი, ჰკითხოს მასწავლებელს იჩენს თუ არა ინიციატივას, ჰყავს თუ არა მეგობრები  და ა.შ. 

Რა არის სიმორცხვის გამომწვევი ძირითადი ფაქტორები, რა იმალება ამ Ძლიერი ემოციის უკან?

Ძალიან ხშირად მორცხვები ხდებიან ის ბავშვები, რომელთაც აქვთ გადამეტებული თვითშეფასება, რომელიც უყალიბდებათ გარშემომყოფებიდან გამომდინარე; ის მშობლები, რომლებიც საკუთარ შვილებს ძალიან ხშირად აქებენ და ეუბნებიან: “შენ ყველაზე კარგი ხარ” , “შენ საუკეთესო ხარ’, “შენ ჩემი პრინცი/პრინცესა ხარ” და ოჯახში მათ მიმართ აქვთ ზეაღმატებული დამოკიდებულება, ასეთი ბავშვები დიდ პასუხისმგებლობას გრძნობენ, ეშინიათ ელემენტარული წარუმატებლობისაც კი, რაც მათში იწვევს თავშეკავებულობას და რაც, შემდეგ გამოვლინდება სიმორცხვის სახით. მშობლების და ზრდასრულების მიერ გადამეტებული თვითშეფასება ბავშვებთან მიმართებაში არის ძალიან ხშირად სიმორცხვის გამომწვევი ფაქტორი. ასევე მნიშვნელოვანია, თვითონ მშობლები და გარემო როგორები არიან, თუ ბავშვს მშობლები მორცხვი ჰყავს, ბავშვებსაც მშობლისგან უყალიბდებათ ქცევის მაგალითი. თუ ბავშვი ხედავს მშობელს, რომელიც სხვადასხვა გარემოში თავშეკავებულია, უჭირს გარემოსთან ადაპტაცია, ვერ აყალიბებს კონტაქტებს  – აქედან გამომდინარე ბავშვებსაც შესაბამისი ქცევა უყალიბდებათ, რადგან არ ჰყავთ ცოცხალი მაგალითი ქცევის, რომელთანაც იდენტიფიცირება შეეძლებათ. თუ ბავშვი ძლიერის სტრესის ქვეშ არის, მაგ. იმყოფება ოჯახში ფიზიკური ძალადობის ქვეშ, ესეც რა თქმა უნდა, მის თავდაჯერებულობაზე და თვითრწმენაზე ძალიან ნეგატიურად მოქმედებს, თავს ძალიან არასასურველად გრძნობს, რადგან არის ჩაგვრის მსხვერპლი და ძალიან თავშეკავებულია შემდეგ გარემოსთან კონტაქტის დროს.

Როდესაც ბავშვს უკვე მიკერებული აქვს “მორცხვი, მორიდებული” ბავშვის იარლიყი, როგორ  მოქმედებს ასეთი შეფასებები მასზე?

ასეთი იარლიყების არსებობის დროს ბავშვები პირდაპირ იჯერებენ, რომ მორცხვები და  მორიდებულები არიან. საერთოდ, არანაირი იარლიყის “მიწებება” კარგი არ არის, მაშინაც კი თუ ბავშვი მორცხვია, ეს ხმამაღლა და ხშირად გაჟღერებული არ უნდა იყოს. ის რაც შეიძლება დროებით სირთულეს წარმოადგენდეს და გადალახვადია, როცა ბავშვზე მუდმივად აღნიშნავენ, რომ – “მორცხვია, “ ეს ისეთი მორიდებულია ყველგან”, ბავშვი იჯერებს ამ ყველაფერს და კიდევ უფრო მეტად უჭირს საკუთარი თავის განვითარება ამ მიმართულებით. ამიტომ, ასეთი საუბრებისგან მაქსიმალურად უნდა შეიკავონ თავი ზრდასრულმა ადამიანებმა, რადგან ბავშვები ამას იჯერებენ და ასეთი უკუკავშირის მიცემა არ არის სასურველი მათთვის.

რა იქნება თქვენი რეკომენდაცია   სიმორცხვის დასაძლევად?

Მნიშვნელოვანია, მშობლებმა ბავშვებს ჩამოუყალიბონ ადეკვატური თვითშეფასება, კი არ წაახალისონ ასეთი ფრაზებით:”შენ ყველაზე კარგი, ყველაზე საუკეთესო ხარ”, არამედ, ქცევაზე გაამახვილონ აქცენტი, რომ ბავშვმა საკუთარი ძალების ირწმუნოს, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება ჰქონდეს. ეს ყველაფერი  მათში გამოიწვევს  იმ შეგრძნებას, რომ რაღაც კარგად გამოსდით, უძლიერდებათ თვითრწმენა და გაძლიერებული თვითრწმენით რა გარემოშიც არ უნდა მოხვდნენ, უფრო მეტად სწამთ საკუთარი შესაძლებლობების და აღარც კომუნიკაცია უჭირთ თანატოლებთან და ნებისმიერ აქტივობაში უფრო მარტივია თვითგამოხატვა ასეთ დროს. Რაც მთავარია, პირველი რეკომენდაცია მშობლებისთვის ასეთი მექნება, რომ თავად  მშობელმა გააცნობიეროს ის პასუხისმგებლობა, რომ მორცხვი ბავშვი ჰყავს და შემდეგ გაიაროს კონსულტაცია სპეციალისტთან. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5