“დედამიცისს” ესაუბრება მეან-გინეკოლოგი სოფიო ბოჯგუა. იგი 2015 წლიდან დღემდე არის ევროპის ონკოლოგიის და ონკო-გიბეკოლოგიის საზოგადოების წევრი. NNLE Doctors For Society – ის პრეზიდენტი. 2018 წელს მან წარმატებით დაასრულა კოლპოსკოპიისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის სასწავლო კურსი, FCPC-IARC ( ლიონი, საფრანგეთი). სოფიოს სადისერტაციო ნაშრომი არის “ადამიანის პაპილომა ვირუსით (HPV) ინდუცირებული რეპროდუქციული პათოლოგიები”. არის IF ჟურნალებში რამდენიმე სტატიის ავტორი და თანაავტორი.
გვესაუბრეთ მრავალნაყოფიან ორსულობაზე. როგორი მდგომარეობაა ასეთი ტიპის ორსულობა ქალის ორგანიზმისთვის, რამდენად სარისკოა დედისთვის და ნაყოფისთვის?
ტყუპზე ორსულობა პაციენტებს ძალიან უხარიათ და მოსწონთ, თუმცა, ვფიქრობ, ექიმისთვის ეს დამატებითი პასუხისმგებლობაა. ზოგადად, პრენატალური მოვლის სამი ძირითადი კომპონენტია: რისკის შეფასება, ჯანმრთელობის ხელშეწყობა და განათლება და თერაპიული ჩარევა. მაღალხარისხიან პრენატალურ ზრუნვას შეუძლია თავიდან აგვაცილოს მოსალოდნელი გართულებები.
მრავალნაყოფიანი ორსულობა უმეტესად ისევე მიმდინარეობს, როგორც ერთნაყოფიანი ორსულობა, თუმცა, ტყუპზე ორსული ქალი დიაგნოსტიკისთანავე ინფორმირებული უნდა იყოს ყველა შესაძლო გართულებაზე.
ერთ-ერთი არც ისე ხშირი გართულება ეს არის Feotf-teal trnafssuoin sydnorem.
ეს ძირითადად იმ ტყუპთა 15%-ს ემართებათ, რომელთაც საერთო პლაცენტა აქვთ, ნაადრევი მშობიარობა 37 კვირამდე (ორნაყოფიანი ორსულობის დროს დაახლოებით 60 %).
გესტაციური ჰიპერტენზია. ასეთ ორსულებთან ანემიის რისკი მაღალია და ამდენად ნუტრიციული (კვებითი) რეკომენდაციები თავიდანვე უნდა ვასწავლოთ. ამაზე აქცენტს გავაკეთებ, რადგან The National Academy of Medicine-მა გასცა რეკომენდაცია კუმულაციური წონის მომატებისთვის ტყუპების მატარებელი პაციენტებისთვის:
● სხეულის მასის ინდექსი (BMI) <18,5 კგ/მ2 (წონის ნაკლებობა) – არასაკმარისი მონაცემების გამო რეკომენდაცია არ არის.
● BMI 18,5-დან 24,9 კგ/მ2-მდე (ნორმალური წონა) – წონის მომატება 37-დან 54 ფუნტამდე (16,8-დან 24,5 კგ-მდე).
● BMI 25.0-დან 29.9 კგ/მ2-მდე (ჭარბი წონა) – წონის მომატება 31-დან 50 ფუნტამდე (14.1-დან 22.7 კგ-მდე).
● BMI ≥30.0 კგ/მ2 (მსუქანი) – წონის მომატება 25-დან 42 ფუნტამდე (11.4-დან 19.1 კგ-მდე).
ეს ზღურბლები წარმოადგენს წონის მატებას 25-დან 75-ე პერცენტილამდე პაციენტებში, რომლებმაც გააჩინეს ტყუპები, რომელთა წონა მინიმუმ 2500 გ. კოჰორტულ კვლევებში, ორსულობამდე ნორმალური BMI-ის მქონე პაციენტებს, რომლებიც აკმაყოფილებდნენ ამ გაიდლაინებს, ჰქონდათ ნაკლები ნაადრევი მშობიარობა და უფრო მაღალი წონა იმათთან შედარებით, ვინც არ აკმაყოფილებდა მინიმალურ წონაში მატებას, რომელიც შემოთავაზებულია. ხოლო წონის გადაჭარბებამ გაზარდა რისკი, გესტაციური ჰიპერტენზიის/პრეეკლამფსიისა, ეკლამფსიის და შედეგად საკეისრო კვეთების რაოდენობა.
რა ტიპის ტყუპები არსებობს? რა იწვევს ტყუპების განვითარებას ?
ერთი ოვულაციისას რამდენიმე კვერცხუჯრედის განაყოფიერება.
განოყიერებული კვერცხუჯრედის ორად გაყოფა.
დღეს ასევე ხელოვნური განაყოფიერების ფონზე მეტად მოიმატა მრავალნაყოფიანმა ორსულობამ.
თუ ქალის ორგანიზმში ერთდროულად ორი ან მეტი კვერცხუჯრედი ნაყოფიერდება, შედეგად ვიღებთ დიზიგოტურ ტყუპებს, ხოლო თუ ერთი კვერცხუჯრედი ნაყოფიერდება და დაყოფის პროცესში ყალიბდება ორი ემბრიონი – მონოზიგოტურ ტყუპებს მივიღებთ, თუ ტყუპი სხვადასხვა სქესისაა, ისინი აუცილებლად დიზიგოტურები იქნებიან, ერთი სქესის ტყუპი კი მონოზიგოტურიც შეიძლება იყოს და დიზიგოტურიც.
როგორ უნდა იკვებებოდეს დედა ორსულობის პერიოდში, რას უნდა მიაქციოს განსაკუთრებით ყურადღება?
მეან-გინეკოლოგი აგროვებს პირად და ოჯახურ ანამნეზს და აწვდის ქალს ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე:
– ჯანმრთელი ცხოვრების წესი, ჯანსაღი კვება (ცილა დიდი რაოდენობით), რეგულარული და ზომიერი ფიზიკური აქტივობა, თამბაქოს, ალკოჰოლის, ნარკოტიკებისა და პასიური მწეველობის მავნე ზემოქმედებისგან თავის არიდება. ფოლიუმის მჟავის მიღების აუცილებლობა დოზები განისაზღვრება ორსულის ასაკის მიხედვით. ანემიის დიაგნოსტირება, რაც მრავალნაყოფიანი ორსულობის დროს ორმაგად საყურადღებოა.
რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს მშობიარობას?
ყველაზე ხშირი გართულება არის სამშობიარო მოქმედების სისუსტე, მშობიარობის შემდგომი სისხლდენები, სანაყოფე სითხის ნაადრევი დაღვრა, პლაცენტის ნაადრევი აცლა, რომელმაც მეორე ნაყოფს შეიძლება შეუქმნას საფრთხე და ხშირად ეს მოცემულობა მშობიარობის სასწრაფოდ დასრულებას ითხოვს. ამიტომ ტყუპი ნაყოფი აუცილებლად უნდა მიიღოს გამოცდილმა და მაღალკვალიფიციურმა მეანმა.
როდის არის საკეისრო კვეთა მრავალნაყოფიანი ორსულობის დროს აუცილებელი?
ძალიან კარგი შეკითხვაა, რადგან დღეს საკეისრო კვეთა ძალიან მოდურია, მაგრამ ს/კვეთის რუტინული წარმოება არ აუმჯობესებს პერინატალურ გამოსავალს და არც არის ერთმნიშვნელოვნად მოწოდებული მრავალ ნაყოფიანი ორსულობის დროს. საკეისრო კვეთის ჩვენება არის პირველი ნაყოფის მენჯით წინ მდებარეობა. ამდენად მშობიარობის ტაქტიკა დამოკიდებულია საშვილოსნოში ნაყოფთა განლაგებაზე.