Skip to content Skip to sidebar Skip to footer

მშობიარობის შემდეგ დედების 40-80% განიცდის „ბეიბი ბლუზს“ – ემოციურ მდგომარეობას, რომელსაც ახასიათებებს სევდა, შფოთვა, დაღლილობა, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა. ის იწყება ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე დღეში და 1-2 კვირას გრძელდება.

თუ ეს შეგრძნებები უჩვეულოდ ინტენსიური გახდა ან 2 კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდა, შეიძლება თქვენ გქონდეთ მშობიარობის შემდგომი დეპრესია.

რა არის მშობიარობის შემდგომი დეპრესია?

ხანდახან ძნელია კლინიკური დეპრესიის სიმპტომების და ახალი მშობლობის ნორმალური სტრესის და გამოფიტულობის განსხვავების პოვნა. მაგრამ, თუ სევდის ან  სასოწარკვეთილების შეგრძნებები იმდენად ძლიერად გიტევთ, რომ გიჭირთ თქვენი დღიური გეგმების შესრულება ან საკუთარ თავზე და გარშემომყოფებზე ზრუნვა – თქვენ შესაძლოა გქონდეთ მშობიარობის შემდგომი დეპრესია.

ახალი დედების დაახლოებით 10%-ს აქვს მშობიარობის შემდგომი დეპრესია, მაგრამ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვი უფრო მეტია, რადგან ბევრი დედა არ ლაპარაკობს ამაზე და არ მიმართავს სპეციალისტს. ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის მიხედვით, მშობიარობის შემდგომი დეპრესია შეიძლება დაიწყოს მშობიარობიდან რამდენიმე კვირაში ან მანამდე (დაახლოებით ნახევარს სიმპტომები ორსულობის დროსაც აღენიშნება). დეპრესიის დიაგნოზის დასმის შემდეგ (იქნება ეს მშობიარობამდე, მშობიარობისას ან შემდეგ) ძალიან მნიშვნელოვანია მკურნალობა.

რა არის მშობიარობის შემდგომი დეპრესიის სიმპტომები?

მშობიარობის შემდგომი და ორსულობოსთან დაკავშირებული დეპრესიის სიმპტომები ერთი და იგივეა. თქვენ შესაძლოა გქონდეთ მშობიარობის შემდგომი დეპრესია, თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან 5 ან მეტი სიმპტომი  გაქვთ ყოველ დღე, დღის უმეტესი ნაწილი და ეს გრძელდება ზედიზედ 2 კვირის განმავლობაში:

  • გადაჭარბებული სევდის, სიცარიელის, უიმედობის განცდა

  • განუწყვეტლივ ტირილი

  • ინტერესის დაკარგვა  თქვენი საყვარელი საქმიანობებისადმი

  • ღამით ჩაძინების და დღისით ფხიზლად ყოფნის სირთულე

  • მადის დაქვეითება ან მომატება, წონის მკვეთრი დაკლება ან მომატება

  • უსარგებლობის ან ბრალეულობის დამთრგუნველი შეგრძნება

  • მოუსვენრობა ან სინელე

  • გადაწყვეტილების მიღების ან ყურადღების გაძნელება

  • იმის შეგრძნება, რომ ცხოვრება აღარ ღირს

სხვა შესაძლო ნიშნები:

  • გაღიზიანება და ბრაზი

  • ოჯახის წევრებისგან და მეგობრებისგან თავის არიდება

  • ზედმეტი წუხილი თქვენი ბავშვის შესახებ

  • ინტერესის არ ქონა ბავშვის მიმართ ან მისი მოვლის შეუძლებლობა

  • ისეთი დაღლილობა, რომ საწოლიდან ადგომას ვერ ახერხებდეთ რამდენიმე საათი.

იშვიათ შემთხვევებში, მშობიარობის შემდგომი დეპრესიის დროს, ქალებს უჩნდებათ ბოდვითი აზრები ან ჰალუცინაციები და შესაძლოა, ზიანი მიაყენონ პატარას.

შენიშვნა: თუ თქვენ ფიქრობთ, რომ შესაძლოა საკუთარი თავი ან პატარა დააზარალოთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ სპეციალისტს.

რა იწვევს მშობიარობის შემდგომ დეპრესიას?

მშობიარობის შემდგომი დეპრესია გამოწვეულია იმ ჰორმონალური, ემოციური, გენეტიკური და გარე ფაქტორების ერთობლიობით, რომელთაც თქვენ ვერ აკონტროლებთ. ზოგიერთი ქალი შეიძლება გრძნობდეს პასუხისმგებლობას ამ მდგომარეობის გამო, მაგრამ დეპრესია არ ჩნდება, იმიტომ რომ რაღაც გააკეთეთ ან არ გააკეთეთ.

მშობიარობის შემდგომი დეპრესიის ძლიერი რისკ-ფაქტორები:

  • დეპრესია ან შფოთვა ორსულობის განმავლობაში

  • სტრესული ცხოვრებისეული მოვლენა ორსულობის განმავლობაში ან მშობიარობის შემდეგ

  • ტრავმული მშობიარობა

  • ნაადრევი მშობიარობა

  • ინტენსიური მეთვალყურეობის საჭიროების ბავშვი

  • სოციალური მხარდაჭერის ნაკლებობა

  • დეპრესიის ადრინდელი ისტორია

  • ძუძუთი კვების პრობლემები

სხვა რისკ-ფაქტორები:

  • „ბეიბი ბლუზი“

  • დაუგეგმავი ან არასასურველი ორსულობა

  • ბავშვი მშობიარობის დეფექტებით ან სხვა ჯანმრთელობის პრობლემებით

  • ტყუპები

  • ფსიქიკური პრობლემები ოჯახის ისტორიაში

  • მარტოხელობა

  • დაბალი სოციოეკონომიკური სტატუსი ან ფინანსური არასტაბილურობა

  • ოჯახში ძალადობა

  • უმუშევრობა

  • ბევრი სამედიცინო დანიშნულება ორსულობის განმავლობაში

  •   პრეგესტაციური ან გესტაციური დიაბეტი

მშობიარობის შემდგომი დეპრესიის მკურნალობის მეთოდების შესახებ წაიკითხეთ ჩვენს სტატიაში.

წყარო: https://www.babycenter.com/0_postpartum-depression_227.bc

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5