უკვე შეარჩიეთ ის სათამაშოები და წიგნები, რომლებითაც თქვენს პატარას ფერების, ფორმებისა და საგნების გარჩევას ასწავლით? დაბადებამდე დიდი ხნით ადრე, ჯერ კიდევ დედის მუცელში ყოფნისას თქვენი პატარას თვალები და ტვინი ვითარდება იმისთვის, რომ მოემზადოს ამ სტიმულებისთვის. ორსულობის დაახლოებით მე-6 თვისთვის, ბავშვის თვალები მზად იქნება გარე სამყაროს ვიზუალური ინფორმაციის დასამუშავებლად.
დაბადებამდეც კი, თქვენს პატარას შეუძლია საშვილოსნოში თვალები გაახილოს. ის პირველად შეძლებს ამას ორსულობის 27-ე კვირაში (მეორე ტრიმესტრის ბოლოს), მესამე ტრიმესტრის დასაწყისში (28-ე კვირა) კი თვალებსაც აახამხამებს იმ დროს, როცა არ სძინავს.
ნაყოფის მხედველობის განვითარება
ჩვენს ხუთ გრძნობაზე პასუხისმგებელი სხვა ორგანოების მსგავსად, თვალები აწვდის ინფორმაციას ტვინს, რომელიც დაკავშირებულია ნერვული უჯრედებით.
დაახლოებით ამავე ვითარდება თვალის ბროლი, რომელიც დაეხმარება თქვენს პატარას ფოკუსირდეს როგორც ახლო, ისე შორ ობიექტებზე.
მე-16 კვირისთვის ნაყოფს შეუძლია სინათლის გარჩევა და თვალების მცირე მოძრაობა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ქუთუთოები ჯერ კიდევ არ არის ღია. თუ 22-ე კვირისთვის ფანრით მიანათებთ თქვენს მუცელს, შესაძლებელია პატარას მოძრაობა იგრძნოთ.
როგორ დავეხმაროთ ნაყოფის მხედველობის განვითარებას?
ორსულობის დროს დაბალანსებული კვება ხელს უწყობს ბავშვის მხედველობის სწორ განვითარებას. თვალის ფორმირებისთვის აუცილებელია გარკვეული საკვები ნივთიერებები, განსაკუთრებით A ვიტამინი (რომელიც უფრო მეტად გვხვდება თევზში, ხორცში, რძის პროდუქტებში, ისპანახში, სტაფილოში და ტკბილ კარტოფილში). მრავალფეროვანი კვება და პრენატალური ვიტამინის მიღება დაგეხმარებათ ამ და სხვა მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებების საკმარისად მიღებაში.
ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მზის სინათლე ასევე შეიძლება დაეხმაროს ნაყოფის მხედველობის განვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ საშვილოსნოში ძალიან ბნელა, სინათლის ზოგიერთი ფოტონი მაინც გადადის თქვენს კანში, თუ მზეზე დგახართ. ამიტომ დიდი დრო გაატარეთ ღია ცის ქვეშ, ამავდროულად, დაიცავით მზისგან დაცვის სტანდარტული წესები და გამოიყენეთ ორსულებისთვის უსაფრთხო მზისგან დამცავი საშუალება კანის დაზიანებისგან თავის დასაცავად.
გაიზრდება ბავშვის თვალები დაბადების შემდეგ?
დიახ. ახალშობილის თვალების სიგრძე დაახლოებით 16,5 მილიმეტრია, ზრდასრულისა კი – 24 მილიმეტრი. თვალის მნიშვნელოვნად იზრდება სიცოცხლის პირველი ორი წლის განმავლობაში, თუმცა თვალის ზრდა კვლავ გრძელდება სქესობრივი მომწიფების პერიოდში.
პატარების თვალის ფერი შეიძლება შეიცვალოს 3 წლამდე, ისევე როგორც მათი მხედველობა, რადგან ისინი მიეჩვევიან ბევრად უფრო ნათელ სამყაროს საშვილოსნოსთან შედარებით. თუ თქვენს ბავშვს 6 თვემდე სიელმეს შენიშნავთ, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. მაგრამ თუ ეს გრძელდება 6 თვის შემდეგაც, უმჯობესი იქნება, თუ მიაკითხავთ ოფთალმოლოგს.
წყარო: www.whattoexpect.com