Skip to content Skip to sidebar Skip to footer

COVID-19-თან ბრძოლაში პირბადის ტარების მთავარი სარგებელი სხვა ადამიანების დაცვაა. თუმცა, კვლევების მიხედვით, თუ ნიღაბი გვიკეთია, დაინფიცირების შემთხვევაში შესაძლოა მივიღოთ ვირუსის ნაკლები დოზა და ადვილად დავამარცხოთ ის. ვარაუდობენ, რომ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ გვაქვს დაავადების ამდენი მსუბუქი და ასიმპტომური შემთხვევა.

როგორ ვიცავთ პირბადის ტარებით სხვა ადამიანებს?

ითვლება, რომ COVID-19 გადადის ვირუსის შემცველი წვეთებით, რომელსაც მისი მატარებელი ადამიანები ავრცელებენ ლაპარაკისას, სუნთქვისას ან ხველისას. თუ ეს წვეთები მოხვდა გარშემომყოფების ცხვირში ან პირის ღრუში ან შეისუნთქეს ჰაერით, შესაძლოა ისინი დაინფიცირდნენ და დაავადდნენ. ნიღაბი კი ბარიერია ამ წვეთებისთვის: ის იჭერს მათ, სანამ ადამიანებამდე მიაღწევენ და დააინფიცირებენ.

ექსპერტების აზრით, ნაჭრის პირბადეები აჩერებენ წვეთების 40-60%, N95 ნიღაბი კი უფრო სანდოა და შეუძლია დაბლოკოს ძალიან მცირე ნაწილაკების 95 პროცენტი, მათ შორის ვირუსები.

როგორ ვიცავთ საკუთარ თავს პირბადის ტარებით?

მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის პროფესორის, რობერტ გარის თქმით, რაც უფრო მაღალია ვირუსის დოზა, მით უფრო ადრე ვითარდება სიმპტომები და მძიმედ მიმდინარეობს დაავადება.

ამ იდეაზე დაყრდნობით, მონიკა განდიმ, კალიფორნიის უნივერსიტეტის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა და მისმა კოლეგებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ ნიღბის ტარებას შეუძლია დაეხმაროს COVID-19–ის სიმძიმის შემცირებაში, თუ ადამიანი დაავადდა.

ზაზუნებზე ბოლოდროინდელი კვლევის მიხედვით „ნიღბიან“ ზაზუნებს ნაკლებად ხვდებოდათ COVID-19. ან ჰქონდათ მსუბუქად გამოვლენილი სიმპტომები. გარდა ამისა, ეპიდემიოლოგიურმა მტკიცებულებებმა ისეთ ადგილებში, როგორიცაა საკრუიზო გემები,  საკვების გადამამუშავებელი საწარმოები და სამედიცინო დაწესებულებები, აჩვენეს ასიმპტომური ინფექციის უფრო მაღალი მაჩვენებლები იმ შემთხვევაში, თუ ყველა დასაქმებულს  ჰქონდა ნიღაბი.

მონიკა განდის თქმით, ისეთ ქვეყნებში, სადაც ინფექციის გავრცელებისთანავე დაიწყეს ნიღბების ფართოდ ტარება, მალევე შეძლეს მძიმე შემთხვევების და სიკვდილიანობის შემცირება.

როგორ დაგვეხმარება ნიღბის ტარება, სანამ ვაქცინას ველოდებით?

2020 წლის 8 სექტემბერს სამეცნიერო ჟურნალ „General Internal Medicine“-ში გამოქვეყნებულ მოხსენებაში განდის გუნდმა აღნიშნა, რომ ასიმპტომური ინფექციები შესაძლოა სასარგებლო იყოს ზოგადი მოსახლეობისთვის.

ავტორები წერენ, რომ ნიღბების მასობრივად ტარებამ შეიძლება გამოიწვიოს ჯოგური იმუნიტეტი და დაავადების ნელი გავრცელება, სანამ ვაქცინას ველოდებით.

წყარო: https://www.healthline.com/

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5