Skip to content Skip to sidebar Skip to footer

დედა, რომელიც საკუთარ თავზე ზრუნავს ორსულობის დროს, ასევე ზრუნავს მომავალ შვილზეც, ეს განსაკუთრებით ეხება პირის ღრუს ჯანმრთელობას.

სტომატოლოგთან მისვლა დაორსულებამდე ან დაორსულებიდან მალევე, საშუალებას მისცემს სპეციალისტს – შეაფასოს თქვენი პირის ღრუს ჯანმრთელობა და შეადგინოს სტომატოლოგიური გეგმა თქვენი ორსულობის დარჩენილი პერიოდისთვის. ორსულის კბილებსა და ღრძილებზე ზრუნვამ შეიძლება დადებითად იმოქმედოს ბავშვზე, როგორც დაბადებამდე, ასევე მის შემდეგ.

ორსულობის დროს ჰორმონალურმა ცვლილებებმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას დედის ღრძილების ჯანმრთელობას და გამოიწვიოს ორსულთა გინგივიტი – გაღიზიანებული, ანთებითი, სისხლმდენი ღრძილები. მკურნალობის გარეშე გინგივიტმა შეიძლება გამოიწვიოს პერიოდონტიტი – ღრძილების დაავადების უფრო სერიოზული ფორმა, რომელიც მოიცავს ძვლის დაკარგვასაც კი. კვლევები ასევე მიუთითებს, რომ არსებობს კავშირი ღრძილების ანთებასა და   ნაადრევ მშობიარობასა და ახალშობილის მცირე წონასთან.

რა ზრდის ორსულობაში კბილების დაავადების რისკს?

ორსულობაში დაღლილობის გამო კბილების გამოხეხვის ჩვევის ან სტომატოლოგთან ვიზიტის გამოტოვება იწვევს ნადებს კბილებზე, ბაქტერიების დაგროვებას პირის ღრუში, რასაც მივყავართ სტომატოლოგიურ პრობლემებამდე.

ორსულობის პერიოდში დილით ღებინების ან გულისრევის შეგრძნების დროს კუჭის მჟავას შეუძლია დაასუსტოს კბილის მინანქარი.

ორსულებს სჭირდებათ პრენატალური ვიტამინი, რომელიც შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რათა უზრუნველყონ ნაყოფის  ჯანმრთელობა ორსულობის პერიოდში. ხშირად ეს ვიტამინები საღეჭი ფორმითაა და  თუ მათ მიირთმევთ კბილების გახეხვის შემდეგ ან ძილის წინ, ისინი კბილებზე ეკრობიან და უმეტესად შეიცავენ შაქარს, რომელსაც შეუძლია დააზიანოს კბილები.

როგორ შეიძლება დედის პირის ღრუს ჯანმრთელობამ იმოქმედოს ნაყოფის ჯანმრთელობაზე?

დედის პირის ღრუს ჯანმრთელობა უკავშირდება მისი მომავალი ბავშვის ჯანმრთელობას, მათ შორის პირის ღრუს პრობლემებიც.

როდესაც ორსულ ქალს მავნე ბაქტერიები ჭარბად აქვს პირის ღრუში, შეიძლება ღრძილებდან სისხლის მიმოქცევის სისტემის საშუალებით შეაღწიოს საშვილოსნოში, რაც ხელს უწყობს პროსტაგლანდინების ქიმიკატების წარმოებას, რომლებიც სავარაუდოდ იწვევს ნაადრევ მშობიარობას.

ბავშვის დაბადების შემდეგ, დედას შეუძლია გადასცეს მისი ბაქტერიები ახალშობილს (ე.წ. ვერტიკალური გადაცემა).

როგორ ავიცილოთ პირის ღრუს პრობლემები ორსულობის დროს?

მომავალ დედებს, რომლებიც საფუძვლიანად იხეხავენ კბილებს, შეუძლიათ შეამცირონ ორსულობის საშიში გართულებების რისკი და ასევე მომავალ ბავშვს აარიდონ სტომატოლოგიური ინფექციის რისკები. გაიხეხეთ ფტორიანი კბილის პასტით დღეში მინიმუმ ორჯერ და ყოველი ჭამის შემდეგ, თუ ეს შესაძლებელია. ასევე გამოიყენეთ კბილის ძაფები.

ჯანსაღი კვება უნარჩუნებს პირის ღრუს ჯანმრთელობას და ძლიერებას; გონივრული, დაბალანსებული კვება, რომელიც შეიცავს კალციუმს და ნაკლებ შაქარს და მჟავიანობას, საუკეთესოა თქვენთვის და თქვენი ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის. სტომატოლოგისგან უფრო ხშირი წმენდა ასევე დაგეხმარებათ ღრძილების ანთების პრევენციაში.

გახსოვდეთ, რომ ორსული ორის (და ხანდახან უფრო მეტის) ნაცვლად იხეხავს კბილებს.

წყარო: ამერიკის პედიატრთა აკადემია www.healthychildren.org

გაეცანით ჩვენს ინტერვიუს  სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტ ზურა ალხანიშვილთან ორსულობასა და ლაქტაციის დროს კბილების მოვლაზე https://dedamicis.ge/kbilebis-movla-orsulobisa-da-laqtaciis-periodshi/

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5