Skip to content Skip to sidebar Skip to footer

“დედამიცის”-ს ესაუბრება ფსიქოლოგი მეგი საჯაია.

გვესაუბრეთ პოზიტიური აღზრდის სტილზე. რატომ არის ეს სტილი უფრო ეფექტური სხვა აღზრდის სტილთან შედარებით?

პოზიტიური აღზრდა არის აღზრდის სტილი, სადაც მნიშვნელოვანია და აქცენტი კეთდება მშობლის და შვილის ურთიერთობაზე, კომუნიკაციაზე, ურთიერთობაზე, მშობლის და შვილის დიალოგზე, ურთიერთპატივისცემაზე, მოსმენაზე და თუ რამდენად უსმენს მშობელი შვილს. ასეთ შემთხვევაში ბავშვი მნიშვნელოვნად გრძნობს თავს, უყალიბდება  სამყაროსადმი ნდობა. მშობლები  არიან მისთვის როლური მოდელები და თუ ის ამას ხედავს მშობლებისგან, სამყაროს მიმართაც ასეთი დამოკიდებულება უყალიბდება. პოზიტიური აღზრდა გულისხმობს იმას, რომ მშობლები უარს ამბობენ დასჯაზე და ბავშვის პოზიტიური  ქცევა არის წახალისებული, ოღონდ წახალისებაში იგულისხმება ის, რომ მექანიკურად არ ვიძახოთ: “ყოჩაღ, ყოჩაღ, ყოჩაღ!”. ადეკვატური ახსნა-განმარტება უნდა გვქონდეს ბავშვის თითოეული საქციელისთვის. ე.ი. ვახალისებთ მის პოზიტიურ ქცევას, მაგრამ ეს წახალისებაც უნდა იყოს ადეკვატური. პოზიტიური მშობლობის, პოზიტიური აღზრდის სტილი თავისთავში უარს ამბობს რაიმე ტიპის დასჯაზე და ნეგატიურ კონტექსტზე.

რა გავლენას ახდენს პოზიტიური აღზრდის სტილი ბავშვზე?

მშობელი შვილისთვის არის როლური მოდელი. ბავშვს სამყაროსადმი ნდობა უყალიბდება იმის მიხედვით, რამდენად ენდობა ის მშობელს და ოჯახური გარემო რამდენად არის თბილი  მისთვის. ასეთ გარემოში ყალიბდება  ემოციური მიჯაჭვულობა, რაც ბავშვისთვის  მეტად მნიშვნელოვანი. პოზიტიური აღზრდის დროს ბავშვი უფრო მეტად თავდაჯერებულია, თვითშეფასება მას აქვს ბევრად უფრო მაღალი და გადაწყვეტილების მიღება შეუძლია დამოუკიდებლად. ოჯახში, სადაც ბავშვს ასეთი მიდგომით ზრდიან,  ბავშვს შეუძლია ისწავლოს თავის შეცდომებზე, რადგან ოჯახურ გარემოში მისი შეცდომები არ არის აღქმული ტრაგედიად და შეცდომის დაშვების შემთხვევაში უხსნიან, როგორ შეიძლება გამოსწორდეს ეს შეცდომა. როდესაც, ბავშვი  თავისი შეცდომებისთვის არ ისჯება, მას აქვს მეტი შანსი სცადოს პრობლემების გადაჭრა, თუნდაც გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება. ასეთი ადამიანები, პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში უფრო მიმღებლები არიან, უფრო ტოლერანტულები არიან, მომავლის მიმართ რწმენა უვითარდებათ, უფრო ბედნიერები არიან და ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის მაღალი განცდა აქვთ. არსებობს კვლევები, სადაც საუბარია იმაზე, რომ როდესაც მშობელი პოზიტიური აღზრდის სტილს იყენებს, უფრო ნაკლებია ფსიქიკური პრობლემების განვითარების შანსი  და ბავშვებში დეპრესიები უფრო ნაკლებია ხოლმე.

რა გავლენას ახდენს პოზიტიური მშობლობა ბავშვის რთულ ქცევაზე?

პოზიტიური მშობლობის დროს რთული ქცევა თითქმის არ ვლინდება, რადგან ბავშვმა იცის, რომ ის არის მიღებული და  დაფასებული. ყველა ადამიანს სჭირდება მიკუთვნების ეს განცდა და აღიარება. ის უნდა იყოს აღიარებული იმ გარემოში, სადაც არის. ამ ყველაფერს აღზრდის ეს სტილი აძლევს ბავშვებს , შესაბამისად ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული მშობლისა და შვილის ურთიერთობა. ამიტომ, ბავშვი  ფსიქოლოგიურადაც არის მშვიდად და არ ელოდება ოჯახში იმას, რომ მისი რომელიმე საქციელი იქნება კრიტიკის ქარცეცხლში გატარებული. ასეთ დროს ის ნაკლებ საფრთხეს მოელის და უფრო ღიაა, უფრო გულწრფელი და  უფრო ბედნიერი სამყაროს მიმართ, რადგან ნაკლებად აქვს პრობლემები.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5