Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ბავშვები სხვადასხვა პრობლემას აწყდებიან დღის განმავლობაში, აკადემიური სირთულეებიდან დაწყებული სპორტული მოედნით დამთავრებული. მათ გადასაჭრელად პატარებს გარკვეული უნარები სჭირდებათ.

თუ ბავშვს პრობლემის გადაჭრის უნარი არ აქვს განვითარებული, შესაძლებელია იმის ნაცვლად, რომ ენერგია და დრო დახარჯოს პრობლემის გადაჭრაში, ის უბრალოდ გაექცეს სირთულეს.

დაარქვით სახელი პრობლემას. მხოლოდ პრობლემის ხმამაღლა წარმოთქმამაც კი შეიძლება გაამხნეოს დაბნეული ბავშვი. მაგალითად, „შენ არ ხარ დარწმუნებული, გჭირდება თუ არა მათემატიკის გაძლიერებული სწავლება“.

ჩამოთვალეთ პრობლემის გადაჭრის მინიმუმ 5 გზა. უთხარით ბავშვს, რომ ხმამაღლა წარმოთქვას ყველა იდეა, რომელიც თავში მოუვა, რაც არ უნდა სულელურად მოეჩვენოს და მსჯელობის დროს გადაწყვეტთ, რომელი მათგანი გამოადგება ამ ეტაპზე.  

ჩამოთვალეთ პრობლემის გადაჭრის თითოეული გზის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

აირჩიეთ პრობლემის გადაჭრის გზა.  მას შემდეგ, რაც თქვენი შვილი შეაფასებს შესაძლო პოზიტიურ და ნეგატიურ შედეგებს, წაახალისეთ იგი აირჩიოს გამოსავალი.

გამოცადე. უთხარით თქვენს შვილს, რომ სცადოს ერთი მეთოდი და ნახოს რა მოხდება. თუ ეს არ გამოდგება, მას ყოველთვის შეუძლია აირჩიოს სხვა გზა სიიდან, რომელიც მანვე შეიმუშავა მეორე ეტაპზე.

ივარჯიშეთ პრობლემის გადაჭრაში

როდესაც ბავშვს რაიმე პრობლემა აქვს, ნუ ეცდებით მის ნაცვლად გადაჭრას. პირიქით, დაელოდეთ, რომ თავად მოაგვაროს. მხოლოდ მაშინ ჩაერიეთ, როცა დახმარებისთვის მოგმართავთ ან შეამჩნევთ, რომ მას არ აქვს ძალა ამის გადასაწყვეტად. დაეხმარეთ მას, გაიაროს პრობლემის გადაჭრის ზემოხსენებული საფეხურები და შესთავაზეთ თანამშრომლობა, ოღონდ ნუ უკარნახებთ ავტომატურად, რა უნდა ქნას. მაგალითად, „ვხედავ, რომ საშინაო დავალების გაკეთება გიძნელდება. მოდი, ერთად ვიმუშაოთ ამაზე.“

პრობლემის გადაჭრის უნარების დახვეწით ბავშვი უფრო დამოუკიდებელი გახდება. მაგალითად, უთხარით მას „შენ ხშირად გავიწყდება სპორტული ტანსაცმლის სკოლაში წაღება სპორტის გაკვეთილის დღეს. რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ ეს არ განმეორდეს?“ ბავშვები ხშირად შემოქმედებითად უდგებიან პრობლემის გადაწყვეტას და მან შეიძლება გითხრათ, რომ „კარზე გავაკრავ შეხსენებას, რომ სკოლაში წასვლამდე გამახსენდეს“ ან „ჩანთას წინა ღამეს ჩავალაგებ“.

წყარო: www.verywellfamily.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5