Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პროგესტერონს „ორსულობის ჰორმონს“ უწოდებენ, რადგან ის ქმნის იდეალურ გარემოს ბავშვის ჩასახვისთვის და მისი როლი დიდია ადრეული ორსულობის შენარჩუნებაში.

სანამ ქალი დაორსულდება, პროგესტერონი ეხმარება საშვილოსნოს მომზადებას ჩასახვისთვის. ოვულაციის შემდეგ, საკვერცხეზე წარმოიქმნება უჯრედების მასა, რომელსაც ეწოდება ყვითელი სხეული. ის გამოიმუშავებს პროგესტერონს პირველი ტრიმესტრის ბოლომდე, მანამ, სანამ პლაცენტა საბოლოოდ არ ჩამოყალიბდება.

სტატიიდან გაიგებთ, როგორია პროგესტერონის როლი ნაყოფიერებასა და ორსულობასთან დაკავშირებით და როგორ ამოიცნოთ პროგესტერონის ნაკლებობის ნიშნები თქვენს ორგანიზმში.

პროგესტერონის როლი დაორსულებამდე

პროგესტერონის დონე მენსტრუაციის დროს ეცემა, რის გამოც შეიძლება დაღლილობის შეგრძნება გქონდეთ. თქვენი ციკლის მომდევნო ფაზაში, რომელიც ცნობილია, როგორც ფოლიკულური ფაზა, პროგესტერონი იზრდება, რათა მოამზადოს თქვენი სხეული ჩასახვისთვის. ჰორმონი ხელს უწყობს საკვერცხეებში ფოლიკულების განვითარებას და ეხმარება საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის გასქელებას პოტენციური ორსულობის მხარდასაჭერად.

ოვულაციის შემდეგ, თქვენი სხეული შედის ლუთეინურ ფაზაში მომდევნო მენსტრუაციამდე. ამ ფაზაში ყვითელი სხეული იწყებს პროგესტერონის გამომუშავებას. მისი დონე ან გააგრძელებს მატებას, თუ დაორსულდით ან დაიწყებს კლებას, რადგან თქვენი საშვილოსნო ემზადება  ლორწოვანი გარსის მოსაშორებლად.

პროგესტერონი ასევე მოქმედებს ძუძუს ქსოვილზე, რაც იწვევს იმ მგრძნობელობას, რომელსაც ზოგიერთი ქალი განიცდის, როგორც პრემენსტრუალურ სიმპტომს. ის ასევე ამზადებს სარძევე ჯირკვლებს რძის წარმოებისა და ძუძუთი კვებისთვის ორსულობის დროს.

რამდენი უნდა იყოს პროგესტერონის დონე?

ეს დამოკიდებულია, მენსტრუალური ციკლის რომელ ფაზაში გაიკეთებთ ანალიზს.

  • 0.1 to 0.7 ნგ/მლ ფოლიკულურ ფაზაში;
  • 2 to 25 ნგ/მლ ლუთეინურ ფაზაში;
  • 10 to 44 ნგ/მლ ორსულობის პირველ ტრიმესტრში.

ფაქტორებმა, როგორიცაა ასაკი, ჯანმრთელობის ისტორია და გარკვეული სამედიცინო მდგომარეობები, შეიძლება გავლენა იქონიოს პროგესტერონის ანალიზის შედეგებზე. ამიტომ, აუცილებლად განიხილეთ ექიმთან ერთად.

პროგესტერონის როლი ჯანსაღი ორსულობის შენარჩუნებაში

პროგესტერონი ასევე მოქმედებს, როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება, რითაც  იცავს ორსულს მუცლის მოშლისგან და ნაადრევი მშობიარობისგან.

ქალებს, რომლებსაც აქვთ პროგესტერონის დაბალი დონე, შეიძლება დაენიშნოთ დანამატი ორსულობის დროს ტაბლეტის ან ვაგინალური გელის სახით ან თუნდაც შიდაკუნთოვანი შეყვანით.

როგორც წესი, პროგესტერონი ინიშნება პირველი ტრიმესტრის ბოლომდე, თუმცა, თუ ორსულს უკვე ჰქონდა ნაადრევი მშობიარობა ან სანაყოფო გარსების ვადამდელი მშობიარობამდელი გახევა, შეუძლია მიიღოს პროგესტერონის ინიექციები მეორე ტრიმესტრიდან 36 კვირამდე ნაადრევი მშობიარობის თავიდან ასაცილებლად.

პროგესტერონის დაბალი დონის ნიშნები

პროგესტერონის დაბალი დონის მქონე ქალებს შეიძლება გაუჭირდეთ დაორსულება ან ორსულობის შენარჩუნება.

სიმპტომები, რომლებიც მიუთითებს პროგესტერონის დაბალ დონეზე:

  • შაკიკი და თავის ტკივილი;
  • არარეგულარული მენსტრუალური ციკლი;
  • გუნება-განწყობის დარღვევები (შფოთვა, დეპრესია).

ვინაიდან ესტროგენი და პროგესტერონი გადაჯაჭვულად მოქმედებს,  პროგესტერონის დაბალი დონე ნიშნავს, რომ ესტროგენი გადატვირთულია. ამან კი შეიძლება გამოიწვიოს:

  • სექსუალური ლტოლვის დაქვეითება;
  • გუნება-განწყობის ცვალებადობა ან PMS-ის სიმპტომების გაუარესება;
  • არარეგულარული / ძლიერი სისხლდენა
  • ფიბრომები;
  • წონის მომატება;
  • ნაღვლის ბუშტის პრობლემები.

როგორ მკურნალობენ პროგესტერონის ნაკლებობას?

თუ თქვენ გაქვთ დაბალი პროგესტერონის დონე, მაგრამ არ გაქვთ არასასურველი სიმპტომები, შესაძლოა, არ დაგჭირდეთ მკურნალობა. თუმცა, ქალებში, რომლებიც ცდილობენ დაორსულებას, ხშირად ინიშნება ჰორმონული თერაპია, რათა გაზარდონ შანსი.

ჰორმონული თერაპია ასევე შეიძლება სასარგებლო იყოს მენსტრუალური დარღვევების სამკურნალოდ. ექიმმა შესაძლოა პირველ ეტაპზე შემოგთავაზოთ ბუნებრივი საშუალებები პროგესტერონის დონის ასამაღლებლად –

  • B და C ვიტამინების მიღება;
  • სტრესის დონის მართვა;
  • თუთიით მდიდარი საკვების მიღება.

ქალებში, რომლებსაც აქვთ გარკვეული სიმსივნეების, სისხლის შედედების ან ინსულტის მომატებული რისკი, ჩვეულებრივ არ ინიშნება ჰორმონული თერაპია.

წყარო: www.verywellfamily.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5