Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ბევრმა მშობელმა იცის, რომ ზრდასრული ადამიანის ნორმალური გულისცემა 60-დან 100-მდე უნდა იყოს. თუმცა, ბავშვებთან შეიძლება შეგხვდეთ 43-180 დარტყმა წუთში.

იმის გამო, რომ გულისცემა ზოგადად იკლებს სხეულის ზომის მატებასთან ერთად, ჩვილებს ყველაზე მაღალი გულისცემა აქვთ.

იმის ცოდნა, თუ რა არის ნორმალური გულისცემა და როგორ შეამოწმოთ თქვენი ბავშვის პულსი, დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ზედმეტი წუხილი თქვენი შვილის გულისცემასთან დაკავშირებით და ასევე, გაარკვიოთ, ხომ არ აქვს აჩქარებული ან შენელებული გულისცემა ავადმყოფობის დროს.

შეგიძლიათ გაზომოთ თქვენი ბავშვის პულსი თითის დადებით მის მაჯაზე, იდაყვის შიგნით, კისერზე ან ფეხის ზედა ნაწილში. როდესაც იგრძნობთ რიტმულ მოძრაობებს, დათვალეთ მათი რაოდენობა 1 წუთში (ან 30 წამში და გაამრავლეთ 2-ზე). მეორე ხელით დაიჭირეთ საათი ან წამმზომი.

ბავშვის პულსის სიხშირეს დააკვირდით იმ დროს, როცა ის ისვენებს, არ ტირის, არ დარბის ან არ თამაშობს. ქვემოთ ჩამოთვლილია მღვიძარე, ჯანმრთელი ბავშვის ნორმალური გულისცემის მაჩვენებლები მოსვენებულ მდგომარეობაში, ასაკის მიხედვით:

ასაკიპულსი მოსვენებულ მდგომარეობაში  გულისცემის ნორმალური დიაპაზონი
03 თვე143107 -181
3-6 თვე140104 -175
6-9 თვე13498 – 168
9-12 თვე12893 – 161
12-18 თვე11688 – 156
18-24 თვე11682 – 149
2-3 წელი11076 – 142
3-4 წელი10470 – 136
4-6 წელი9865 – 131
6-8 წელი9159 – 123
8-12 წელი8452 – 115
12-15 წელი7847 – 108
15-18 წელი7343 – 104

ტირილის ან ფიზიკური აქტივობის დროს ბავშვის პულსის სიხშირე შეიძლება ავიდეს ზედა ზღვარზე. ანალოგიურად, ის შეიძლება დაეცეს ნორმის ქვედა ზღვრამდე, როდესაც მას სძინავს.

უმჯობესია, გაესაუბროთ თქვენს პედიატრს, თუ გაქვთ კითხვები თქვენი ბავშვის გულისცემასთან დაკავშირებით. რადგან არსებობს გარკვეული შეუსაბამობები განსხვავებულ სამედიცინო წყაროებში ბავშვის პულსის შესახებ. გამოიყენეთ ეს, როგორც სახელმძღვანელო, მაგრამ არა მკაცრი წესი.

ძალიან სპორტულ მოზარდებს  მოსვენებულ მდგომარეობაში პულსის სიხშირე 40-დან 50-მდე შეიძლება შეუმცირდეთ. ეს იმიტომ ხდება, რომ მათ გულს არ უწევს იმდენი შრომა, რომ სისხლი გადაიტანოს სხეულში.

ბავშვის პულსი  ზოგჯერ შეიძლება აჩქარდეს (ტაქიკარდია) ან შენელდეს (ბრადიკარდია). ტაქიკარდიის ზოგიერთი ფორმის დროს გვხვდება 220 დარტყმა წუთში, ბრადიკარდიის დროს კი 50 დარტყმაზე ნაკლები წუთში.

როდის მივმართოთ პედიატრს?

ძალიან გახშირებული ან შენელებული გულისცემის დროს ბავშვს შეიძლება სჭირდებოდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, განსაკუთრებით, თუ მას აქვს თანმხლები სიმპტომები, როგორიცაა: თავბრუსხვევა, ძლიერი გაღიზიანებადობა, გონების დაკარგვა.

მნიშვნელოვანია, რომ შეატყობინოთ პედიატრს, თუ თქვენს შვილს ყოველთვის ზედა ან ქვედა ზღვარზე აქვს პულსი, მაგალითად:

თუ ბავშვს აქვს პულსი ქვედა ზღვარზე მაშინაც კი, თუ დარბის და თამაშობს;

თუ ბავშვს აქვს პულსი ზედა ზღვარზე ძილის დროსაც კი.

ეს შეიძლება იყოს გულის პრობლემების, ინფექციის ან მეტაბოლური დარღვევების ნიშანი.

გულისცემის გახშირების მიზეზი შეიძლება იყოს კოფეინი, რომელიმე წამალი, ტკივილი, გაუწყლოვნება ან ცხელება. თუ ბავშვს მაღალი სიცხის გამო აქვს ჩქარი პულსი (და ეს უმეტესად ნორმალურია), სიცხის დამწევის და სითხის ადეკვატურად მიღების შემდეგ მას უნდა დაურეგულირდეს გულისცემის სიხშირე.

წყარო: www.verywellfamily.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5