თვალების ფერი ბავშვებს 1 წლამდე ეცვლებათ, ზოგს შესაძლოა 3 წლიდან შეეცვალოს. ამერიკის ოფთალმოლოგიის აკადემიის აზრით, ჩვილების უმეტესობას დაახლოებით 9 თვის ასაკში აქვს თვალის ის ფერი, რომელიც მთელი ცხოვრება გაჰყვება.
რა კავშირი აქვს მელანინს თვალის ფერთან?
მელანინი პიგმენტია, რომელიც განსაზღვრავს თქვენი კანისა და თმის ფერს. ასევე, მნიშვნელოვან როლს თამაშობს თვალის ფერის ჩამოყალიბებაში.
თვალის ფერად გარსში (ირისში) მელანოციტები სინათლეზე რეაგირების შემდეგ გამოყოფენ მელანინს, რაც ცვლის ბავშვის თვალის ფერს.
თუ ბავშვს დაბადებისას თვალების მუქი ფერი აქვს, არ შეეცვლება. ხოლო ღია ფერის თვალები შეიძლება გამუქდეს მელანინის მომატების გამო. ეს ჩვეულებრივ ხდება მათი პირველი წლის განმავლობაში, 6 თვის შემდეგ ფერის შეცვლა შენელდება. მცირე რაოდენობით მელანინის შედეგია ცისფერი თვალები, უფრო დიდი რაოდენობის კი – მწვანე ან მოყავისფრო.
თუ თქვენს ბავშვს აქვს ყავისფერი თვალები, შეგიძლიათ მადლობა გადაუხადოთ მშრომელ მელანოციტებს იმის გამო, რომ გამოჰყვეს ბევრი მელანინი მუქი ფერის წარმოქმნისთვის.
რა კავშირი აქვს გენეტიკას თვალის ფერთან?
შეგიძლიათ მადლობა გადაუხადოთ გენეტიკას თქვენი ბავშვის თვალის ფერისთვის. უფრო სავარაუდოა, რომ ბავშვს ცისფერი თვალები ექნება, თუ ორივე მშობელს ცისფერი თვალები აქვთ. ასევეა, ყავისფერი თვალების შემთხვევაშიც. მაგრამ თუ ორივე მშობელს აქვს ყავისფერი თვალები და ბებია-ბაბუას – ცისფერი, იზრდება ალბათობა, რომ ბავშვს ცისფერი თვალები ჰქონდეს.
თვალის ფერის შეცვლის სხვა მიზეზები
ზოგიერთმა დაავადებამ შესაძლოა ფერი შეუცვალოს ბავშვის თვალებს, მაგალითად:
ალბინიზმი. ამ დაავადებების დროს პიგმენტი მელანინი არასაკმარისი რაოდენობით, ან საერთოდ არ წარმოიქმნება.
ანირიდია. თვალის ფერადი გარსის (ირისის) თანდაყოლილი სრული ან ნაწილობრივი არარსებობა.
ჰეტეროქრომია არის მდგომარეობა, როცა ადამიანს სხვადასხვა ფერის თვალები აქვს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს:
- გენეტიკა
- სხვა დაავადების შედეგი
- პრობლემები თვალის განვითარების პროცესში
- თვალის ტრავმა ან დაზიანება
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩვილი განსხვავებული ტემპით ვითარდება, სპეციალისტების თქმით, თუ 6 ან 7 თვის ასაკში შეამჩნიეთ თვალის ორი განსხვავებული ფერი ან თვალის ფერის გაღიავება, შეატყობინეთ ამის შესახებ პედიატრს.
წყარო: www.healthline.com