ბავშვებში ტყვიით ინტოქსიკაციით გამოწვეულ პრობლემებზე “დედამიცისს” ესაუბრება პედიატრი ხატია დოლიძე.
რა შეიძლება იყოს ტყვიით ინტოქსიკაციის წყარო ბავშვებში?
ბავშვის გარემო სავსეა ტყვიით: საღებავები, ბენზინი, სანტექნიკური მილები, კოსმეტიკა, გადასახური მასალა, სათამაშოები.
აშშ-ში სახლის გარეთა ფასადის, ბავშვის სათაშოების და საოჯახო ავეჯის საღებავში ტყვიის შემცველობა აიკრძალა 1978 წლიდან. მიუხედავად ამისა, ეს საღებავები დღემდე შემორჩენილია ძველ სახლებსა და ავეჯზე. მოწამვლის უმეტეს შემთხვევას იწვევს ტყვიის შემცველი აქერცლილი საღებავის პატარა ნაწილაკების პირში მოხვედრა.
სანტექნიკის ძველი მილებიც ტყვის შემცველია, რაც იწვევს სასმელი წყლის ტყვიით დაბინძურებას. დაბინძურების გამო ნიადაგიც შეიძლება შეიცავდეს ტყვიას. განსაკუთრების სახიფათოა ბავშვების ცხოვრება ავტომობილებით გადატვირთულ გარემოში. ტყვიას შეიცავს სათამაშოებიც, ზოგიერთი კოსმეტიკა და ა. შ.
რა საფრთხეს წარმოადგენს ტყვია ბავშვებისთვის?
ტყვიის მომატებული დონის მქონე ბავშვები ძირითადად ასიმპტომურია, თუმცა ბავშვების ნაწილში შეიძლება აღინიშნოს სხვადასხვა ორგანოებისა და სისტემების დაზიანება. მაგალითისთვის მოგიყვანთ სიმპტომებს და ნიშნებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში შეიძლება ეჭვი მივიტანოთ ტყვიით ქრონიკულ ინტოქსიკაციაზე:
- დასწავლა და ქცევითი პრობლემები მაგ: IQ- ს დაქვეითება, სმენისა და მეტყველების პრობლემები;
- ზრდის ტემპის შენელება;
- მადის გაუკუღმართება ან დაკარგვა;
- თავის ქრონიკული ტკივილი;
- შეკრულობა, ღებინება;
- ადვილად დაღლა, მოდუნება ;
- კონცენტაციის უნარის დაქვეითება;
- ცისფერი ელფერი ღრძილების გარშემო.
რამდენად საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ბავშვებისთვის უხარისხო სათამაშოები?
ტყვიის შემცველი ნებისმიერი პროდუქტი თუ საგანი ბავშვების ტყვიით ინტოქსიკაციის რისკია, მათ შორის უხარისხო სათამაშოები, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს ეკოლოგიურად უხარისხო საღებავებს.
ძირითადად ტყვია ამ შემთხვევაში ბავშვის ორგანიზმში ხვდება სათამაშოს პირში ჩადებით, რომელიც შემდგომ ადვილად შეიწოვება კუჭ- ნაწლავის ტრაქტიდან.
რა რეკომენდაციას მისცემთ მშობლებს პრევენციისთვის?
პედიატრებს და ოჯახის ექიმებს განსაკუთრებული როლი ენიჭებათ პირველად პრევენციიისა და ბავშვის განვითარების პოტენციური საფრთხეების თავიდან აცილებაში.
მაგ აშშ- ში წარმოებული პირველადი პრევენცია ფოკუსირდება :
– საყოფაცხოვრებო ტყვიაზე;
– სხვადასხვა ისეთ საგნებსა და პროდუქტებში ტყვიის შემცველობაზე, როგორიცაა იმპორტული და ადგილობრივი წარმოების სათამაშოები, სამზარეულოს ჭურჭელი, კოსმეტიკა და არატრადიციული სამკურნალო საშუალებები;
საკვების შერჩევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ტყვიის აბსორბცია ( შეწოვა) იზრდება ცხიმებით მდიდარი საკვების და ზოგიერთი მიკროელემენტის, კალციუმის და რკინის დეფიციტის დროს.
საქართველოში დღესდღეისობით ტარდება ტყვიის პროგრამა, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა რეგიონებიდან აჭარაში, კვლევის მიზანია დადგინდეს ტყვიით ინტოქსიკაციის წყარო.