ალბათ, ყველას შეგვხვედრია ადამიანი, რომელსაც მხოლოდ პირზე უკეთია ნიღაბი და ცხვირი არ აქვს დაფარული. არის თუ არა ის ამ დროს დაცული? არა. იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ვირუსით დაინფიცირება, საჭიროა ცხვირ-პირზე გვქონდეს მორგებული პირბადე ადამიანებთან ურთიერთობის დროს.
SARS-CoV-2 ვირუსი ცხოვრობს ადამიანის ცხვირის არხებში. ინფიცირებული ადამიანი ამოსუნთქვისას ცხვირიდან ვირუსულ ნაწილაკებს უშვებს ჰაერში (და გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ უბრალოდ ამოსუნთქვაზე, რომ არაფერი ვთქვათ ხველასა და ცემინებაზე). პირის ღრუსა და ცხვირზე მორგებული ნიღაბი ხელს უშლის ამ ინფექციური ნაწილაკების ჰაერში გავრცელებას და სხვებამდე მიღწევას.
შესაძლოა, ადამიანები, რომლებიც “ნახევრად ნიღბიანები” არიან, თავს ჯანმრთელად გრძნობენ, ამიტომ თვლიან, რომ მათი ცხვირიდან გამოყოფილი ნაწილაკები უვნებელია. მაგრამ ისინი შეიძლება იყვნენ დაინფიცირებულები სიმპტომების გარეშე.
და ნიღბის ტარება (სწორად) არ არის მხოლოდ სხვების დაცვა. კვლევების თანახმად, როცა ნიღაბი გვიკეთია, შევისუნთქავთ უფრო ნაკლებ ვირუსულ ნაწილაკს და უფრო მსუბუქი სიმპტომები შეიძლება გამოგვივლინდეს, თუ მაინც დავინფიცირდებით. ასე რომ, თუ ცხვირს ღიას დატოვებთ, მეტ ნაწილაკს ვსუნთქავთ, რაც დაავადების უფრო მეტ სიმძიმეს შეიძლება ნიშნავდეს.
ზოგი ადამიანი აცხადებს, რომ ისინი “ვერ სუნთქავენ ცხვირით” შეშუპების ან გადახრილი ძგიდის ან სხვა სამედიცინო ჩვენების გამო. ეს არ არის ნიღბის ნახევრად გაკეთების საბაბი. მაშინაც კი, თუ გრძნობთ, რომ ცხვირით ვერ სუნთქავთ, ჰაერი მაინც მოძრაობს ცხვირის არხებში. თქვენ კვლავ შეგიძლიათ ისუნთქოთ ვირუსული ნაწილაკები ან ამოისუნთქოთ ცხვირით. ასე რომ, თქვენ მაინც გჭირდებათ ცხვირზეც ნიღაბი.
თუკი ცხვირისა და პირის ღრუს ნიღბით დაფარვით იგრძნობთ კლაუსტროფობიას (დახურული სივრცის შიში), სცადეთ იქნებ უფრო დიდი ზომის ნიღაბი ან მრავალფენიანი პირბადე მოგერგოთ, რომელსაც კომფორტულად ატარებთ ცხვირ-პირზე. ასე თქვენ უფრო დაცული იქნებით COVID-19–ისგან და ასევე დაიცავთ თქვენს გარშემომყოფებს.
წყარო: blogs.webmd.com