Skip to content Skip to sidebar Skip to footer

როდესაც საყვარელ ადამიანს ეხუტებით, თქვენი სხეული გამოყოფს ოქსიტოცინს, „სიყვარულის ჰორმონს“, რომელიც ხელს გიწყობთ დამშვიდებასა და სტრესთან ბრძოლაში. მაგალითად, შეიძლება გაგეცინოთ, ყურადღება გადაიტანოთ ან პრობლემის მოგვარებას შეეცადოთ. მას ასევე შეუძლია შეამციროს თქვენი არტერიული წნევა და “სტრესის ჰორმონის” კორტიზოლის დონე, რაც ასევე დაგეხმარებათ.

თქვენი გულისათვის კარგია, თუ თქვენი წნევა და სტრესის დონე დაბალი იქნება.

კარგ ჩახუტებას შეუძლია  უფრო მეტი რამ მოგცეთ, ვიდრე უბრალოდ მორალური დახმარება ტრავმის შემდეგ. ამ დროს გამოყოფილი ოქსიტოცინი დაგეხმარებათ ტკივილის სიგნალების დაბლოკვაში.  ეს ისე კარგად მუშაობს, რომ ექიმები ცდილობენ გამოიკვლიონ, როგორ უმკურნალონ ადამიანებს მისი ლაბორატორიაში შექმნილი ფორმით.

მშობლები, რომლებიც ეხუტებიან ჩვილებს, უფრო ახლო კავშირს გრძნობენ მათთან და უფრო სწრაფად ხვდებიან ბავშვის საჭიროებებს, განსაკუთრებით კანი-კანთან კონტაქტის დროს (ჩააცვით ბავშვს მხოლოდ საფენი და მიიხუტეთ შიშველ მკერდზე) კვლევების მიხედვით, ეს კარგია მამებსა და შვილებს შორის მჭიდრო ფსიქოემოციური კავშირის დამყარებისთვის. ასევე, ეს ეხმარება ჩვილებს დამშვიდებაში.

ჩახუტებას შეუძლია ჩვილის ჟანგბადის დონის ამაღლება, მისი სუნთქვის დამშვიდება და ტკივილის სიგნალების შემსუბუქება. ხოლო მცირეწონიანი ახალშობილისთვის 3-ჯერ ზრდის გადარჩენის შანსებს. ეს ეხმარება ბავშვის ტვინის ზრდას და ხელს უშლის ინფექციისა და ისეთი მდგომარეობების განვითარებას, როგორიცაა ჰიპოგლიკემია (შაქრის დონის დაცემა) ან ჰიპოთერმია (გადაციება).

წყარო: www.webmd.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5